IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
ტოტოს სტატიები, ვიპოვე და :]
4 strings
post Mar 12 2009, 06:00 PM
Post #1


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 179
Joined: 10-March 09
From: Wayside
Member No.: 118



ერთერთ ძველ დისკზე ვიპოვე
არ ვიცოდი თემა სად გამეხსნა, ან სად დამედო,,

ჰოდა ადმინებო როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე მოიქეცით
:]




Stratocaster

გამომგონებელი: Leo Fender, Fender MI 1954
დეკის ხე:] Alder ან Ash
გრიფის ხე: Maple
თითების დაფა: Maple ან Rosewood
ლადები: 21 ან 22, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 25 1/2inch, საშუალო სისქის.
სენსორები: კლასიკური სინგლები, ზოგ შემთხვევაში ერთი ჰამბაკერი ხიდთან
ხიდი: "Vintage" ტრემოლო ან ფიქსირებული
ხმა: სკალსიკური სტრატოკასტერის ხმა გამოირჩევა მაღალი სიხშირეებით და გახსნილი ჟღერადობით, კარგია თითქმის ყველა მუსკიალური სტილისთვის მეტალისა და კლასიკური ჯაზის გარდა
გამომშვებელი: აშშ, მექსიკა
სხვა: ალბათ ყველაზე ლეგენდარული ინსრუმენტი, თავისი ძალიან ცნობილი ხმითა და შესახედაობით, თითქმის ყველა გიტარისტს გააჩნია ეს ინსტრუმენტი და ასევე ამ ინსტრუმენტის სხვადასხვა კლონებია ალბათ ყველა მუსიკოსის პირველი გიტარა. ასევე გამოირჩევა დაკვრის სირთულით "ტექნიკური" გიტარისტებისთვის რადგან ბავრი ტექნიკის რეალიზაცია საკმაოდ რთულია, მაგალითად ხელოვნური ფლაჯოლეტის აღება დაბალ ლადებზე თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამავდროულად თითქმის ყველაზე უნივერსალური ინსრუმენტია. იდეალური არჩევანი ბლუზისთვის.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): Jimi Hendrix, SRV, Richie Blackmore, Buddy Guy, Eric Clapton, John Mayer, Mark Knopfler, Robert Cray, Yngwie Malmsteen, Jeff Back და სხვა აუამრავი მუსიკოსი.



Telecaster

გამომგონებელი: Leo Fender, Fender MI 1952
დეკის ხე: Alder
გრიფის ხე: Maple
თითების დაფა: Maple ან Rosewood
ლადები: 21 ან 22, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 25 1/2inch, საშუალოზე სქელი
სენსორები: სპეციალური სინგლები ან ზოგ შემთხვევაში ჰამბაკერი გრიფთან ან იშვიათად არივე პოზოციაში ჰამბაკერი
ხიდი: ფიქსირებული ან იშვიათად "ბიგბსი" ტრემოლო
ხმა: სპეციაფიაური ტელეკასტერის ხმა, ძალიან წვრილი, იდეალურია ქანტრისთვის მაგრამ გამოდგება ყველაფერში მეტალისა და ჯაზის გარდა.
გამომშვებელი: აშშ, მექსიკა
სხვა: პოპულარობით მეორე "ფანდერი" ძალიან პოპულარულია ანტერნატიულ როკში მარა როგორც წესი იდეალური ქანთრისთვისა და ბლუზისთვისაც, ტელეკასტერი არის პირველი სერიული ელექტრო-გიტარა სრული ხის კორპუსით. გამორჩევა სქელი გრიფით რაც დისკომფორტს ქმნის სწრაფ დაკვრისას, სხვა მხრივ გიტარა სრულიად უნივერსალურია, ორ ჰამბაკერიან ვერსიაზე მეტალის დაკვრაც კი არაა პრობლემა. არსებობს ასევე ერთ სინგლიანი მოდელი (ხიდთან) რომელლსაც უკვე ტელეკასტერი კი არა "Esquire" ქვია.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): James Burton, John 5, Muddy Waters, Albert Collins, Danny Gatton, Merle Haggard, The Edge, Seymour Duncan



------------------------------


Les Paul

გამომგონებელი: LesPaul, Gibson, 1952
დეკის ხე: Mahagony
გრიფის ხე: Mahagony
თითების დაფა: Ebony ან Rosewood
ლადები: 22, წვრილი და მაღალი
გრიფი: 24 3/4inch, ოდნავ სქელი, 60-იანების მოდელებზე უფრო წვრილი.
სენსორები: კლასიკური ჰამბაკერები ან P90, ძალიან იშვიათად 3 ჰამბაკერიანი ვერსიებიც გვხვდება.
ხიდი: ფიქსირებული
ხმა: ალბათ ყველაზე უნივერსალური გიტარა ჟღერადობის მხრივ, კლასკისური სქელი ჰამბაკერის სუფთა ხმა, იდეალური ყველა(!!) სტილისთვის, დაწყებული ჯაზიდან დამთავრებული მძიმე მეტალით.
გამომშვებელი: აშშ
სხვა: გიტარის სიმბოლოდ ქცეული ინსტრუმენტი, ეს ინსრტუმენტი ისეთივე პოპულარულია როგოც სტრატოკასტერი, ძალიან უნივერსალური და ლამაზი, როგორც ჟღერადობით ასევე ფორმით, ძალიან ბევრი მუსიკოსის ტავარი გიტარა მაგრამ ამ ინსტრუმენტს შეხვდებით ალბათ ყველა ცნობილი მუსიკოსის აღჭურვილობაში. გიტარა ატარებს ლეს პოლის (ლესტერ პოლფუზ) სახელს, რომელიც მოგეხსენებათ არის ალბათ ყველაზე დიდი გენიოსი 20ე საუკუნის "გიტარიზმის" დარგში. პარალელურად ტელეკასტერისა ეს არის პირველი სერიული გიტარა რომელსაც სრული ხისგან ქონდა კორპუსი.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): Les Paul, Jimmy Page, Zakk Wylde, Neal Schon, Slash, Joe Perry, თემურ ყვითელაშვილი, მამუკა ჩიხლაძე და უამრავი სხვ.




SG

გამომგონებელი: Gibson
დეკის ხე: Mahagony
გრიფის ხე: Mahagony
თითების დაფა: Rosewood ან Ebony
ლადები: 22, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 24 3/4inch, საშუალო სისქის.
სენსორები: ორი ჰამბაკერი, PAF ჟღერადობის
ხიდი: ფიქსირებული
ხმა: ძალიან გავს "ლეს-პოლს", თითქმის იდენტურია "ექპლორერ"თან, ოდნავ მძლავრი სენსორები ვიდრე "ლეს პოლ"ს
გამომშვებელი: აშშ
სხვა: შექმნილი სტრატოკასტერის კონკურენტად მაgრამ მაინც "ეს-ჯი" სულ სხვა გიტარაა, გამოირჩევა ყველაზე წვრილი ხმით გიბსონების ოჯახოდან მაგრამ ამ ხმას მაინც წვრილს ვერ დავარქმევთ რადგან იგი აღჭურვილია ჰუმბაკერბით და ამ "ფსევდო სიწვრილეს" აღწევს თავისი პატარა კორპუსით. როგორც ყველა გიბსონი ძალიან უნივერსალურია, მუსიკალური სტილებიდან გამონაკლისი შეძლება იყოს ჯაზი თუმცა მაინც გემოვნების ამბავია, იდეალურია მძიმე როკისთვის მაგრამ მეტალისთვისაც არანაკლებ გამოსადეგარია, შესანიშნავი გიტარა რითმ გიტარისტისთვის.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): Angus Young, Tommy Iommi,



X-Plorer (Explorer)

გამომგონებელი: Gibson
დეკის ხე: Mahagony
გრიფის ხე: Mahagony
თითების დაფა: Rosewood ან Ebony
ლადები: 22, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 24 3/4inch, საშუალო სისქის.
სენსორები: ორი ჰამბაკერი, PAF ჟღერადობის
ხიდი: ფიქსირებული
ხმა: ძალიან გავს "ლეს-პოლს" მაგრამ უფრო მძლავრი
გამომშვებელი: აშშ
სხვა: ამ გიტარაზე ამბობენ რომ მას უფრო "ლეს-პოლური" ხმა ახვს ვიდრე თვით "ლეს პოლ"ს. ეს იმით არის გამოწვეული რომ მას უფრო მძლავრი სენსორები აქვს. იდეალური გირარა მძიმე მუსიკისთვის. რითმ გიტარისტის ოცნება (ეს კიდევ ჯეიმს ჰეთფილდით არის გამოწვეული). სინამდვილეში როდესაც ეს გიტარა გამოიგონა ტედ მაკარნიმ "ვი-ფაქტორ"თან ერთად 1957 წელს მძიმე მუსიკა და მეტალი კი არა დისტორშენიც არ იყო გამოგონილი და ეს გიტარები ბლუზმენებისთვის იტო შექმნილი მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბლუზმენებმა ამ გიტარებზე 3 წელიწადზე მეტი არ უკრეს და ეს გიტარები მოიხსნა სერიული გამოშვებიდან ხოლო შემდეგ ისევ გამოვდა წარმოებაში როკერებისა და მეტალისტების თხოვნით.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): James Hetfield, Edge



V-Factor (Flying V)

[B]დეკის ხე: Mahagony
გრიფის ხე: Mahagony
თითების დაფა: Rosewood ან Ebony
ლადები: 22, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 24 3/4inch, საშუალო სისქის.
სენსორები: ორი ჰამბაკერი, PAF ჟღერადობის
ხიდი: ფიქსირებული
ხმა: ძალიან გავს "ლეს-პოლს", თითქმის იდენტურია "ექპლორერ"თან, ოდნავ მძლავრი სენსორები ვიდრე "ლეს პოლ"ს
გამომშვებელი: აშშ
სხვა: იგივე რაც ექსპლორერი, ეს მოდელები მარტო ფორმით განსხვავდებიან
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): Randy Rhoads (ადრეულ წლიებში)




Nighthawk

გამომგონებელი: Gibson, 93 წლის მოდელი
დეკის ხე: Mahagony/Alder top
გრიფის ხე: Mahagony
თითების დაფა: Rosewood ან Ebony
ლადები: 22, საშუალო
გრიფი: 25 1/2inch, საშუალო სისქის (უფრო თხელი ვიდრე ლეს პოლზე).
სენსორები: ორი ან სამი ჰამბაკერი (ერთ-ერთი მინი), PAF ჟღერადობის
ხიდი: ფიქსირებული ან FloydRose
ხმა: გავს "ლეს-პოლს" მაგრამ უფრო მრავალფეროვანია
გამომშვებელი: აშშ
სხვა: როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა ფირმებმა დაიწყეს "სუპერსტატების" გამოშვება, გიბსონმა გადაწყვიტა ეპასუხა მათთვის "სუპერლესპოლის" გამოშვებით, შეამცირეს სტანდარტული ლეს პოლის წონა და გაუკეთეს ამ მოდელისათვის უჩვეულო კონტურული ჭრილები, შეცვალეს tun-o-matic ხიდი და ტელეკასტერის მსგავსი დაუყენეს, სიმებიც კორპუსის შიგნით გაატარეს, ლეს პოლისთვის ჩვეული ოთხი ცალი რეოსტატიდანაც მხოლოდ ორი დატოვეს, შეცვალეს სენსორების გადამრთველიც და სტრატისმაგვარი დააყენეს. გამოდიოდა სამი შესრულებით: Standard, Special და Custom. მიუხედავად იმისა რომ გამოშვებისთანავე პრესისა და მუსიკოსების მოწონება დაიმსახურა, ფართო მასებისათვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და მალევე მოიხსნა წარმოებიდან.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ(დნენ): N/A


------------------------


JS Signature Series

გამომგონებელი: Ibanez
დეკის ხე: Basswood
გრიფის ხე: Maple
თითების დაფა: Rosewood
ლადები: 22/6105, საშუალო "Jumbo"
გრიფი: 25 ½ inch, მულტირადიუსი.
სენსორები: ორი ჰამბაკერი, ძველ მოდელებზე აყენებდნენ Dimazio FRED / Dimarzio Paf-Pro კონფიგურაციას, ხოლო ახლებზე Dimazio FRED / Dimarzio Paf-Joe.
ხიდი: Ibanez Lo-Pro EDGE (Floyd Rose კლასის) (გარდა JS 2000 რომელსაც ფიქსირებული ხიდი აქვს)
ხმა: Ibanez-ისათვის დამახასიათებელი ხმა, მაღალი და საშუალო სიხშირეებთ, მდიდარი ობერტონებით.
გამომშვებელი: იაპონია (გარდა ბიუჯეტური მოდელისა JS 100 - მწარმოებელი კორეა)
სხვა: შექმნილია Ibanez-ის ერთ ერთი ყველაზე უნივერსალური მოდელის R (Radius) სერიის ბაზაზე. გამოირჩევა დაბალი წონით. გააჩნია სენსორების მრავალნაირი კომბინაციის ჩართვის შესაძლებლობა რაც ძლიერ აფართოვებს მის შესაძლებლობებს და გამოდგება თითქმის ნებისმიერი სტილის მუსიკის დასაკრავად.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ: Joe Satriani


RG Prestige Series

გამომგონებელი: Ibanez
დეკის ხე: Basswood
გრიფის ხე: Maple
თითების დაფა: Rosewood
ლადები: 24, "Jumbo"
გრიფი: 25 ½ inch.
სენსორები: ორი ჰამბაკერი და ერთი სინგლი, ზოგ შემთხვევაში ორი ჰამბაკერი ან 2 სინგლი და ერთი ჰამბაკერი.
ხიდი: EDGE Pro (Floyd Rose კლასის), არსებობს მოდელები ფიქსირებული ხიდებითაც.
ხმა: Ibanez-ისათვის დამახასიათებელი ხმა, მაღალი და საშუალო სიხშირეებთ, მდიდარი ობერტონებით.
გამომშვებელი: იაპონია (გარდა ბიუჯეტური მოდელისა RG, მწარმოებელი კორეა)
სხვა: თავიდანვე შეიქმნა როგორც სტივი ვაის სახელობის, Jem-ის, ბიუჯეტურ ვერსიად მაგრამ შემდგომ გახდა ძალიან პოპულარული სოლო/შრედ გიტარისტებში შესაბამისად ისეალური არჩევანია ამ გიტარისტებისთვის და იმათთვის ვისაც უნდათ რომ მთავარი გიტარა ქონდეთ 1 ცალი რომელიც იქნება ძალიან უნივერსალური.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ: ძალიან ბევრი შრედერი და სოლო გიტარისტი.




S Prestige Series

გამომგონებელი: Ibanez
დეკის ხე: Basswood
გრიფის ხე: 5 ნაწილიანი Maple/Bubinga
თითების დაფა: Rosewood
ლადები: 24, "Jumbo"
გრიფი: 25 ½ inch.
სენსორები: ორი ჰამბაკერი და ერთი სინგლი, ზოგ შემთხვევაში ორი ჰამბაკერი ან 2 სინგლი და ერთი ჰამბაკერი.
ხიდი: ZR (Zero-Resistance) Floyd-ის ტიპის ტრემოლო.
ხმა: Ibanez-ისათვის დამახასიათებელი ხმა, მაღალი და საშუალო სიხშირეებთ, მდიდარი ობერტონებით.
გამომშვებელი: იაპონია (გარდა ბიუჯეტური მოდელისა S, მწარმოებელი კორეა)
სხვა: ასევებ მორიგი დაუმთავრებელი სტივი ვაისთვის გაკეთებული გიტარა (რომელის კეთებისას ვაის არ მიუღია მონაწილეობა). ვაის ეს გიტარა არ მოეწონა მაგრამ იბანეზმა გადაწყვიდა რომ მოდელი ძალიან საინტერესოა და თავის სერიულ მოდელად აქცია. "S" არის ინგლისური სიტყვა Slim (წვრილი) პირველი ასო... გასაგებია რომ ეს სახელი გიტარას მისი კორპუსის სისქის გამო ერგო.. გიტარა ძალიან წვრილია და შესაბამისად მძიმეც არაა.
ამ ინსტრუმრნტზე უკრავენ: შრედერები, სოლო გიტარისტები


--------------------
"მალმსტინი ტრაქტორის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში"

© manzareka



Go to the top of the page
 
+Quote Post
4 strings
post Mar 12 2009, 07:00 PM
Post #2


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 179
Joined: 10-March 09
From: Wayside
Member No.: 118



ჰოდა კიდევ დამავიწყდა

ამ სტატიებთან ერთად
იქ აღმოჩნდა
კომპრომატები
3 ძველი fოტო
სამივე ადმინშრედერის


რამდენს გადაიხდით :შანტაჟ:


--------------------
"მალმსტინი ტრაქტორის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში"

© manzareka



Go to the top of the page
 
+Quote Post
ლამარა^
post Mar 12 2009, 11:06 PM
Post #3


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 74
Joined: 23-February 09
From: me-5
Member No.: 40



stratze gilmouri rato ar weria? angry.gif


--------------------
back in pit buisness ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Mar 13 2009, 03:33 PM
Post #4


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



vaaaaaaaa shen gaixareeeeee, magas davdebt sadac sajiroa wink.gif


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Mar 14 2009, 01:32 AM
Post #5


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



აბა შანტაჟს არ ვართო? wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 strings
post Mar 14 2009, 03:35 PM
Post #6


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 179
Joined: 10-March 09
From: Wayside
Member No.: 118



ისაა რაქვია,,
ეგ ჩემს დაშანტაჟებას არ ვართ მხოლოდ

:]




--------------------
"მალმსტინი ტრაქტორის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში"

© manzareka



Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Jan 4 2013, 11:20 PM
Post #7


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



ფოტოები? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 24th June 2018 - 03:03 PM