IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
როგორ დავაყენოთ პროცესორზე იდეალური ხმა
arresta
post Mar 3 2012, 12:00 PM
Post #1


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ეს თემა განკუთვნილია ზოგადად პრაქტიკის გასაზიარებლად. გამოთქვით ყველამ აზრი და დააფიქსირეთ ზოგადი პრინციპები, რაც მიგაჩნიათ სწორად და მართებულად, არ აქვს მნიშვნელობა რა მუსიკალური ჟანრისთვის ვეძებთ იდეალურ ხმას, არც კონკრეტულ პროცესორების ჩამონათვალს არ აქვს მნიშვნელობა, არც კონკრეტულ გიტარასა და გახმოვანების მეთოდს. ყველაფერი ზოგადი სახით იყოს.
გნებავთ დაკონკრეტდით.


ჩემი პირადი აზრი:

თითქმის ყველა ამპ მოდელერი პროცესორი მოიაზრებს ეფექტების დაერთების სტანდარტულ ჯაჭვს.

Wah -- Noise Gate/reducer -- Overdrive/Distortion/Compressor/Pitch Shifter -- Amp (Preamp + Power amp) +Cab & Mic sim -- Modulation/Filter&Other -- Delay -- Reverb

არის ბოსის პროცესორები რომელშიც Амп სექციაში თეორიულად Preamp მოდელინგია გამოყენებულიო, თუმცა ესეც ანალოგიური შემთხვევაა.
ყურადსაღებოა ის ფაქტი, რომ შეიძლება ყოველთვის სტანდარტული და დათქმული არ ნიშნავდეს საუკეთესოს, ამიტომ თუ პროცესორი ექსპერიმენტირების საშუალებას იძლევა , მაინცდამაინც ნუ ჩაიციკლებით ამ სტანდარტული დაერთების პრინციპში.


პირველი დეტალი ხმის დაყენებისას- გაითვალისწინეთ რომ ხმა ყენდება მთლიანი მუსიკისთვის და არა მხოლოდ როგორც ცალკე გიტარის ტრეკისთვის, ამიტომ მიქსში ბას გიტარასთან , დასარტყამი ინსტრუმენის , კლავიშისა და სხვა ინსტრუმენტების თანხმოვანებაში უნდა ჭდებოდეს საერთო სიხშირულ დიაპაზონში. მაგალითად რომ ვთქვათ არ შეიძლება გიტარის ხმისას ექუალაიზერ სექციაში Bass სარეგულირებელი დავაყენოთ მაღალ მონაცემებზე იმის გამო რომ გვიყვარს ბასიანი და წვნიანი ხმა. მიქსში ადგილი არ დარჩება ბას გიტარისთვის, დასარტყამის Bass Kick -ისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ამ ხმას რაში ვიყენებთ და როგორ ჩაჯდება კონკრეტულ შემთხვევაში.



მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ არ იყოს ეგრეთ წოდებული ,,Clipping'' , ამიტომ შეამოწმეთ კაბელის სიკარგე, გიტარის პიქაპების სიმაღლე და მისი შიდა ელექტრონიკა ხო მწყობრშია. თუ პრობლემა აქ არაა, მაშინ ის თვითონ პროცესორში დაყენებულ ხმაშია, რადგან რამდენიმე ეფექტი ერთდროულად ჩართული ისეთ მონაცემებზეა დაყენებული (შეიძლება არც იყოს მაქსიმუმი) რომ ამეტებს ციფრული დამუშავების განსაზღვრულ ლიმიტს . სწორედ ამიტომ ხმის სწორი დაყენება ამას მოაგვარებს.

ხმის დამუშავება იწყება Noise gate/reducer ით. ეს ეფექტი გიტარის არ დაკვრის დროს ხმის მასკიროვკაა და კლავს იმ ფონს რომელიც შედარებით ,,დრაივიან'' ხმაზე ისმის თანამდევად. ციფრული დამუშავების მინუსი ისაა რომ მაქსიმალურ მონაცემებზე ყველაფერი ძალიან ყალბი ჩანს. ამიტომ ეს პრინციპი აქაც მოქმედებს. ნუ დააყენებთ მაქსიმალურ მონაცემებზე მის დახშობის მონაცემს რადგან, ის ყურისთვის ნათელს გახდის რომ ხმა ყალბია.

გაითვალისწინეთ , რომ გიტარა რომელიც თქვენ გაქვთ, შეიძლება მოგწონთ, ან შეიძლება სულაც არ მოგწონთ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის გამოუსადეგარია. მე თავიდანვე ვიძახი რომ ჯანსაღი ბგერა კარგ და ძლიერ გიტარაში ფორმირდება, რომელიც შეიძლება გახმოვანების მეთოდმა დაანგრიოს ან პირიქით უფრო უკეთესი გახადოს. ასევე შეიძლება ითქვას შედარებით ,,სუსტ'' ბგერაზეც.ჩვენი გაჭირვების გამო ყველას ან უბრალო ჩინური სქუაიერი აქვს ან რამე იაფასიანი გიტარა. თუმცა ნუ გადაატეხავთ ჯოხს გიტარას, იმის გამო რომ ის არ ჟღერს როგორც ვთქვათ ჟღერს ბრაიან მეის. გიტარა, სტივ ვაის , ჯიმი ჰენდრიქსის, ერიკ კლაპტონის, ჯეიმს ჰეთფილდის და რავიცი ვინც გინდათ. ყველაფერი იწყება თითებიდან, ნამდვილად თითებიდან. თუმცა ეს თემა აქ უადგილოა. შემდეგ მოდის ხის მასალისა და ელექტრონიკის სინთეზი და შემდეგ უკვე მისი გახმოვანება. პროცესორში ხმის დაყენებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ თქვენი გიტარის ბრიჯ პოზიციის ხმა არ მოგწონთ , რადგან ის უფრო მოგუდული და უფრო ბნელია, არ გაგიკვირდეთ , რომ ის პროცესორში დაერთებისას თეთრი ფერია არ გახდება თავისით. მთავარი და უმთავრესი მომენტი არის ის , რასაც ძალიან ბევრი გიტარისტი იყენებს (ისინი პროცესორებს არც ხმარობენ ხო? smile.gif ) ხმის დამუშავება მის დამახინჯებამდე
ანუ, პროცესორის Amp სიმულაციებს, რომლებსაც აქვთ Bass -Middle-Treble- Presence სარეგულირებლები, ეს ყველაფერი არის პოსტამპ სარეგულირებლები და არეგულირებს უკვე დამახინჯებული,ანუ ამპიდან ,,დისტორშენიანი'' ხმის სიხშირულ დარეგულირებას. ასე რომ ის ბნელი გიტარა თეთრი ფერია ვერ გახდება თუ Amp ში დამახინჯებულს მერე მოუმატებ ვთქვათ Middle და Treble სიხშირეებს, რადგან ის ბნელივე დამახინჯდა. იდეა ასეთია, რომ Amplifier -ის წინ, დამახინჯებამდე აუცილებლად უნდა გამოასწოროთ ეს სიბნელე.
ამისთვისაა ,რომ გიტარისტები ხმარობენ თავიანთ $$$$$$ ღირებული ნამდვილი გამაძლიერებლების წინ ანალოგურ ექუალაიზერ/ ოვერდრაივ/ დისტორშენ პედლებს.

ხმის დაყენებისას Amp -ის წინ დამახინჯებამდე, ჩართეთ არ აქვს მნიშნველობა, კომპრესორი, ოვერდრაივი, დისტორშენი თუ რაც არის, დაუწიეთ Gain-ს რო თვითონ ამ ეფექტის დამახინჯებაც აიცილოთ თავიდან და ეწვალეთ მათ ექუალაიზერს, რომ განისაზღვროს სასურველი ხმის ტონი!!! სწორედ ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ Amp სექციაზე.



Amp სექციაში მთავარი პრინციპი ისაა რომ დამახინჯების კოეფიციენტი არაა აუცილებელი გადააჭარბოთ მოცემული 100 პრიცენტიდან 60-70 ს.
იმიტომ რომ მერე ძალიან ყალბი ხმა დგება. უკვე დაყენებული დამახინჯების დონის მიღების შემდეგ, შეეცადეთ ახლა უკვე დამახინჯების შემდგომი ექუალაიზერის დამუშავებას, თუ რამე არ მოგწონთ.

Cabinet+Micროფონის სიმულაცია ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის და ამაზე, როგორც Line 6 HD300 ის მომხმარებელზე მერე დავწერ . თუმცა სხვა პროცესორებში შეიძლება ეს პრობლემა არც იდგეს, რადგან ეს ორი ცნება ცალკე არც კი მოგაწოდეს biggrin.gif biggrin.gif უნამუსოები ეგენი


თქვენ ხვდებით ეფექტების ჩართვა და დამუშავება როგორ ხდება. ზემოთ დაწერილი სტანდარტული ჯაჭვის მარცხნიდან - მარჯვნივ. პირველად რთავ Noise gate ს, დანარჩენი გათიშულია. შემდეგ რთავ მეორე ეფექტს და ასე ამატებ სანა ბოლოში არ გახვალ.

დანარჩენი ეფექტები, მოდულაციები, ფილტრები, დელეები, რევერბაციები პერსონალური დამოკიდებულების განხილვის საგანია და კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულად უნდა გადაწყდეს, თუმცა აქაც არის ძირითადი ბაზისი.
ის რომ არ შეიძლება ვთქვათ ჩორუსის სისწრაფე დააყენო მაქსიმუმზე და პარალელურად რევერბაციაც ბოლომდე აუწიო. ეს ხმას გაანადგურებს. ამიტომ იყავით ძალიან მგრძნობიარე თითოეული ერთეულის მომატებისას ეფექტების სარეგულირებლებზე, და თუ ვერ გრძნობთ განსხვავებას თუ რას ცვლის რომელიმე კონკრეტული სარეგულირებელი, შეეცადეთ ყველაფერი გათიშოთ, დატოვოთ გიტარა ე.წ. Clean ზე და უშუალოდ ის ეფექტი ჩართოთ და იხმაროთ რომელიც ვერ გაგიგიათ რა ჯანდაბაა-კომერციის გამო პროცესორში ჩატენილი ეფექტი თუ ნამდვილი საოცრება.



ესაა მთელი ამბავი.
მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ჯობია მეტი ჩაეძიოთ ვიდრე ერთი შეხედვით მიაგდოთ რამე.
განვითარება ძიებაშია და არა რაღაცის დაზეპირებაში და გადმოტანაში. მოეშვით ვიღაცის გაკეთებული პრესეტების დაკოპირებას თქვენ პროცესორში. იმიტომ რომ ის ისაა, და თქვენ თქვენ biggrin.gif

ჩორუსი - ქორუსი . Аndrew-ს შენიშვნა
Go to the top of the page
 
+Quote Post
scot
post Mar 3 2012, 12:08 PM
Post #2


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,108
Joined: 23-March 10
Member No.: 1,043
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: PRS "Poul Red Smith" mikael akerfeldt



ჰო რა როგორც მარილი და მწვანილი ისე უნდა გამოიყენო . მაგარი თემაა ანდრო . კაი ხარ.


--------------------
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს , ბრიყვი იმეორებს თავის სისულელეს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bacha
post Mar 3 2012, 12:26 PM
Post #3


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 951
Joined: 1-March 09
Member No.: 77
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: ელ–გიტარა



მშვენიერია არესტ

ისე როცა ჯაჭვს ვაგებ ანუ ახალ ხმას ვაყენებ, ასე სტანდარტულად არასდროს მიმოქმედია, ნოის გეიტს თითქმის დაყენებული ხმის შემდეგ ვსვამ და ასე უფრო კარგად ვხვდები თუ რამდენად მაქვს ფონი დასახშობი, აი ამის შემდეგ კი სულ ბოლოში EQ-ს ვამატებ, რომ ხმა მთლიანად მივიყვანო ჩემთვის სასურველ მომენტამდე.


--------------------
მოყვარული კუ ნინძა
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Mar 3 2012, 12:33 PM
Post #4


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ციტატა(Bacha @ Mar 3 2012, 01:26 PM) *
მშვენიერია არესტ

ისე როცა ჯაჭვს ვაგებ ანუ ახალ ხმას ვაყენებ, ასე სტანდარტულად არასდროს მიმოქმედია, ნოის გეიტს თითქმის დაყენებული ხმის შემდეგ ვსვამ და ასე უფრო კარგად ვხვდები თუ რამდენად მაქვს ფონი დასახშობი, აი ამის შემდეგ კი სულ ბოლოში EQ-ს ვამატებ, რომ ხმა მთლიანად მივიყვანო ჩემთვის სასურველ მომენტამდე.

ექუალაიზერის ბოლოში დადების შესაძლებლობა უმრავლეს პროცესორს არ აქვს, და ეგ კი მართლა აუცილებელია. ნუ თუ თვითონ პროცესორზე ვერ დაადებს კაცი , ჩაწერისას DAW ში არ გაუჭირდება.

გეითერს ბოლოში მე თუ ჩავრთავ მხოლოდ მშრალ ხმაზე, ანუ მოდულაციების და რევერბაციების გამოკლებით. იმიტომ რომ მერე შედარებით მიჭირს კონტროლი
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Mar 3 2012, 02:15 PM
Post #5


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესორს რაში აერთებთ.
ძირითადად ყველაზე გამართლებული მაინც PA სისტემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Andrew
post Mar 3 2012, 07:05 PM
Post #6


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,057
Joined: 20-March 09
Member No.: 159
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



მაგარია, ანდრიანო! smile.gif
ოღონდ Noise Gate ჩემს BOSS-ში დგება მხოლოდ დრაივის მერე და ძალიან კარგად მუშაობს, 99% იდეალურია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Mar 3 2012, 07:06 PM
Post #7


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ასევე, ერთი ისეთი მომენტი რაც აუცილებლად ხასგასასმელია.

ჩვენი გემოვნება თავისთავად ყალიბდება გავლენით, ჩვენ ვიღაცას მოვუსმენთ და მასთან მიახლოვებული საუნდი არის ჩვენთვის იდეალური.


ამიტომ, ხმის დაყენებისას შესაძლებელია ავიღოთ საყვარელი გიტარისტების Guitar Stem ანუ იზოლირებული გიტარები (ინტერნეტში ასე თუ ისე იშოვნება,ზოგი იყიდება) ამ იზოლირებულ გიტარ თრექს დრაგ ენდ დროფით
ჩავაგდებთ ვთქვათ Cubase 5 ში, რომელიც კონტექსტურ მენიუს გამოგვიგდებს Import options:
და ავირჩევთ Split Channels. ხშირად 2 მაგ ტრექად წერენ გიტარას და ის უნდა განვაცალკევოთ . განცალკევების შემდეგ ერთ ერთს გავთიშავთ, ავიღებთ მეორე არსებულს და ხმის დაყენებას ზემოთ აღწერილი პრინციპით მივუყვებით და თან სმენით ვამსგავსებთ.
იდეაში ასეთი მარტივია laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reser
post Apr 1 2012, 01:04 PM
Post #8


this is my life :guitar:
****

Group: ფორუმელები
Posts: 446
Joined: 2-March 11
Member No.: 2,622
ინსტრუმენტი: fender squier affinity



არესტ მაგარი თემაა, საკმაოდ გამოსადეგი და გუშინ მუღამზე მოვედი რომ ჩემი ხმა დამეყენებინა, 1 საათზე მეტი ვეჩალიჩე, რაღაც ხმა მივიღე (არც ისე საზიზღრობა, მაგრამ მაინც საზიზღრობა) მაგრამ საქმე იმაშია, ყველაფერს გავუგე რა როგორ ხდება, ერთი დისტორშენი ვერ დავადე ნორმალური, comfortably numb-ის დაკვრა მინდოდა მარა ვერ ვიპოვე ისეთი დისტორშენი რომელიც არ იქნება ძალიან მჭახე ხმით(ალბათ ხვდებირ ასაც ვგულისხმობ) და ადვილად გაკეთებდა პინჩ ჰარმონიკები, ანუ იმის თქმა მინდა რომ ოვერდრაივი მაგალითად, არ გამოდის მაგზე პინჩები აი zone death და კიდე რამდენიმე ძალიან მჭახე ხმა აქვს
ვერაფრით მივიღე თბილი ხმა, ისე რომ ზედ სვისტი კეთდებოდეს, ან მჭახეა და სვისტი კეთდება ან თბილია და არ კეთდება :/
ვერ მირჩევ რამეს?


--------------------
"შენ რა კაი კაცი ყოფილხარ და მეტლებს რატო უკრავ?" © Nodar_fcb 2012
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Jun 28 2012, 09:26 PM
Post #9


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ციტატა(Reser @ Apr 1 2012, 02:04 PM) *
არესტ მაგარი თემაა, საკმაოდ გამოსადეგი და გუშინ მუღამზე მოვედი რომ ჩემი ხმა დამეყენებინა, 1 საათზე მეტი ვეჩალიჩე, რაღაც ხმა მივიღე (არც ისე საზიზღრობა, მაგრამ მაინც საზიზღრობა) მაგრამ საქმე იმაშია, ყველაფერს გავუგე რა როგორ ხდება, ერთი დისტორშენი ვერ დავადე ნორმალური, comfortably numb-ის დაკვრა მინდოდა მარა ვერ ვიპოვე ისეთი დისტორშენი რომელიც არ იქნება ძალიან მჭახე ხმით(ალბათ ხვდებირ ასაც ვგულისხმობ) და ადვილად გაკეთებდა პინჩ ჰარმონიკები, ანუ იმის თქმა მინდა რომ ოვერდრაივი მაგალითად, არ გამოდის მაგზე პინჩები აი zone death და კიდე რამდენიმე ძალიან მჭახე ხმა აქვს
ვერაფრით მივიღე თბილი ხმა, ისე რომ ზედ სვისტი კეთდებოდეს, ან მჭახეა და სვისტი კეთდება ან თბილია და არ კეთდება :/
ვერ მირჩევ რამეს?

თანამედროვე პროცესორების და ძველი პროცესორების უმრავლესობის ყველაზე შესამჩნევი სისუსტეა ხმის დამახინჯება(მისი არაბუნებრივობა). დამახინჯების არაბუნებრივობა მაინც სუბიექტური შესაფასებელია ,მართალია, მაგრამ არის გასათვალისწინებელი ის ფაქტი რის ფონზე არის ის არაბუნებრივი?--- რა არის ბუნებრივი დამახინჯება? ნუ ის რათქმაუნდა რაც ანალოგურ მოწყობილობებიდან წამოვიდა... პროცესორები ხო მათ ბაძავენ და მათი გაუმჯობესება უნდათ?

Amp Modeling პროცესორების ნაკლია კიდე სწორედ გამაძლიერებლის დამახინჯების ხასიათის მიბაძვისას შედარებითი არარეალურობა. მოკლედ
შენი პროცესორის შემთხვევაში დამახინჯების ნაკლოვანება არის იმის წინაპირობა რომ სვისტი არ კეთდება(თუ სვისტის ტექნიკური შესრულება შეგიძლია) . ხოლო ექუალაიზინგი- ხმის სითბო და სიმჭახე მეორე პლანზეა.
იმას გირჩევ რომ დამახინჯების ხარისხი აკონტროლე. ეგაა რა მთელი ტვინის ბურღი რომ პროცესორზე კარგი დამახინჯება უნდა მიიღო ამპის დამახინჯების და ოვერდრაივ/დისტორშენის სტომპოქსის დამახინჯების ურთიერთმიმართებითა და კომპრომისებით და მერე სხვათა ჯაჭვით.. ეს კითხვაც კაი ხნის წინ დაგიწერია. დაგვიანებული პასუხისთვის უკაცრავად
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Jun 29 2012, 04:21 PM
Post #10


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



კიდე ჩემი აზრით ხმის მიბაძვა თუ გინდა აუცილებლად ბექინგ თრეკთან ერთად უნდა დააყენო.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Jun 29 2012, 04:40 PM
Post #11


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ხმის ამბავში პროცესორების მიმართ ცხადია უარყოფითი განწყობა მაქვს ანალოგებთან შედარებით, მაგრამ აქტიურად ვიყენებ ბოსის მე-70 პროცესორს მხოლოდ იმის გამო, რომ სტომპ ბოქსის ნაირად შეიძლება მისი რეგულირება. მასზე პრესეტების დაყენება და დამახსოვრება არც კი ვიცი როგორ კეთდება biggrin.gif ყველაფერს real time-ში ვაყენებ ხოლმე იმისდა მიხედვით თუ სად ვაერთებ.

ძალიან ცოტა პროცესორი არსებობს, რომელსაც ასეთი მარტივი რეგულირება აქვს. რეალურად მხოლოდ ეს და მგონი ვოქსის პროცესორია ასეთი user friendly დიზაინის. დანარჩენებში მენიუში უნდა შეხვიდე და იქიდან არეგულირო, რაც ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის. რეალურად რიალ თაიმში ხმაზე ექსპერიმენტების გაკეთების საშუალებას მხოლოდ ეს მე-70 გაზლევს. ამიტომაც პროცების ამბავში მასზე გავაჩერე არჩევანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Foxtrot
post Apr 24 2013, 03:49 PM
Post #12


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 157
Joined: 18-October 12
Member No.: 24,039
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Guitar, Vocal.



იგივე რო ამიხსნათ KORG AX5G-ზე სრულად შეგიძლიათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Makhra
post Apr 25 2013, 05:52 PM
Post #13


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 165
Joined: 29-April 12
Member No.: 23,410
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Rockson(



აქ რომელიმე კერძო პროცესორზე არაა საუბარი, ეს ფუნქციები მაგ პროცესორსაც ექნება, ნუ შეიძლება ზოგიერთი არა. User Manual არ მოჰყოლია შენს პროცესორს ?


--------------------
Forty Six & 2
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 24th June 2018 - 08:57 PM