IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
ოპერაციული გამაძლიერებელი / Op-amp, როგორ აძლიერებს ხმას Amplifier
Levani
post Mar 9 2014, 11:24 PM
Post #1


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



გამომდინარე იქიდან რომ ელექტრონიკაზე ვსწავლობ, ხანდახან დავწერ ხოლმე პატარა თემებს რაც ელექტრონიკას ეხება, თან თქვენ აზრსაც მოვისმენ ხოლმე და ვისწავლი. მოკლედ შეიძლება არც ისე საინტერესო და გამოსადეგი თემაა, მაგრამ მაინც დავწერ თუ როგორ მუშაობს ოპერაციული გამაძლიერებელი. ეს კომპონენტი გამოიყენება თქვენს გიტარის ან სხვა ინსტრუმენტის კომბებში, ლაინერებსა თუ უბრალოდ კომპიუტერის პატარა დინამიკებში.

აი ასე გამოიყურება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაციული გამაძლიერებელი LM386 რომელსაც რვა Pin-ი აქვს: Gain, -Input, +Input, Ground, Output, VCC, Bypass და Gain


დავიწყოთ თავიდან.

რა არის ოპერაციული გამაძლიერებელი?

ოპერაციული გამაძლიერებელი არის კომპონენტი ელექტრონიკაში, რომელიც აძლიერებს ამა თუ იმ სიგნლს. ეს სიგნალი შეიძლება იყოს იმპულსი, რადიო-ტალღა, ხმა, ძაბვა და ასე შემდეგ. ანუ როდესაც ოპერაციული გამაძლიერებლის შესასვლელში შედის სიგნალი, გამოსასვლელიდან გამოდის გაძლიერებული.

როგორ მუშაობს?

ოპერციული გამაძლიერებელი ასე გამოიყურება.

როდესაც შესასვლელში შევა სიგნალი, გამოსასვლელში მივიღებთ გაძლიერებულ სიგნალს.
მას ძირითადად აქვს ორი შესასვლელი, რომელშიც რათქმაუნდა დენი უნდა მივაწოდოთ. თუმცა ოპერაციული გამაძლიერებლების უმეტესობას დამატებითი კვების Input-ები აქვთ. ერთი შესასვლელი არის მაინვერტირებელი, მეორე კი არამაინვერტირებელი.

ანუ რას ნიშნავს ეს. როდესაც მაინვერტირებელ შესასვლელზე მივაწოდებთ სიგნალს, გამოსასვლელზე მივიღებთ შებრუნებულ სიგნალს, რომლის ფაზა არის გადანაცვლებული 180 გრადუსით.

როგორ ვარეგულიროთ თუ რამდენი ერთეულით გაიზარდოს სიგნალი?

მოდით დავხაზავ ყველაზე მარტივ სქემას და ვეცდები ავხსნა როგორ ვცვალოთ სიგნალი.

ამ ფორმულით მარტივად მიხვდებით თუ როგორ გავაძლიეოთ სიგნალი... მაგალითად პირველი რეზისტორი თუ იქნება 10 ომი და მეორე 200 ომი, სიგნალი გაძლიერდება 20 ერთეულით. ანუ ასეთი სქემის შემთხვევაში 1 ვოლტის გამაძლიერებელში შეშვებისას გამოსასვლელზე 20 ვოლტს მივიღებთ. მეორე რეზისტორის მაგივრად თუ დავაყენებთ პოტენციომეტრს, ანუ ცვლად რეზისტორს, დაახლოებით ისეთს კომპიუტერის დინამიკებს რომ აქვთ ხმის ამწევი და დამწევი, ანუ ხელით შეგვიძლია ვცვალოთ წინაღობა და შესაბამისად ამ სქემაში გამოსასვლელზე K, ანუ გაძლიერების კოეფიციენტი.

ამ მარტივ სქემას ჩვენ შეგვიძლია უამრავი რამ დავუმატოთ. მაგალითად ფილტრი.ვეცდები შემდეგი პოსტი ფილტრებზე გავაკეთო. ანუ როგორ როგორ გავაკეთოთ დინამიკი რომლიდანაც დაბალი სიხშირეები გამოდის ან პირიქით მაღალი. ანუ ბასები ისმოდეს ან პირიქით, მარტივად რომ ვთქვათ biggrin.gif

მოდით მეტს აღარ დავწერ დეტალებში რადგან ძალიან დიდი და უაზრო პოსტი გამოვა და აღარავინ წაიკითხავს biggrin.gif smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Mar 10 2014, 12:32 AM
Post #2


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



უი ხო დამავიწყდა ერთი მთავარი რაღაც. თუ ოპერაციულ გამაძლიერებელს ვამუშავებთ მაგალითად 12 ვოლტიან ი აკუმლატორით, ის რათქმაუნდა ვერ გააძლიერებს ძაბვას, რადგან არ ექნება რესურსი. ამ ოპერაციის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ ტრანსფორმატორი, ინდუქტორი რომელიც ძაბვას გააძლიერებს და შემდეგ შეგიძლიათ დაარეგურილოთ ოპერაციული გამაძლიერებელით რომელსაც მართავს პოტენციომეტრი ან თუნდაც მიკროპროცესორი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Mar 10 2014, 01:27 AM
Post #3


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მადლობა ლევან საინტერესო და ინფორმაციული სტატიისათვის, ციფრულ გამაძლიერებელთან ერთერთ პროექტზე მომიწია უნივერსიტეტში შეხება, jeopardy-ს პონტში იყო თამაში და ღილაკების დაჭერის შემდეგ და ტაიმერისთვის ხმის გამოსაშვებად.. თავიდან 1 ცალი დავწვი რაღაც არასწორად შევაერთე biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Mar 10 2014, 01:41 AM
Post #4


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



საინტერესოა, მადლობა ლევან smile.gif


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Mar 10 2014, 01:47 AM
Post #5


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



მადლობა გიო happy.gif
Demonna
აუ დემე მეც დამიწვავს რა შევაერთე არასწორად არ ამხსოვს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 24th June 2018 - 08:53 PM