IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
კილოები, და მათი გამოყენება
nakash
post Apr 5 2009, 01:44 AM
Post #1


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



კილოები არის სულ 7. მათ შორის ორი – იონიური და ეოლიური ემთხვევა ნატურალურ მაჟორსა და მინორს..
ეხლა ასე ერთ პოსტში პაწა ძნელი ასახსნელია მაგრამ რომ ავიღოთ ნატურალური მაჟორული გამა და ავაგოთ C დან ანუ დო დან გამაში გვექნება შემდეგი ნოტები
C D E F G A B და მისი ფორმულა იქნება 1-2-3-4-5-6-7, ინტერვალებით კიდევ w w h w w w h .. (w ერთ ტონს აღნიშნავს, h ნახევარს) ინტერვალების დამახსოვრება შეგიძლია უფრო ადვილად თუ გამას კვარტა და კვინტას (4 და 5 საფეხურები) შორის შუაზე გაყოფ.. მაშინ მაჟორული გამა გამოვა როგორც ორი w w h თანმიმდევრობა ერთმანეთისაგან 1 ტონით დაშორებული (ეს შუა გამყოფი გაბოლდებული მაქვს) .. ეს გრიფზე უფრო კარგად ჩანს ვიზუალურად... (ამ ოთხნოტიან ჯგუფებს ტერტაქორდებს უწოდებენ ანუ 1-4 საფეხურიარისპირველი ტეტრაქორდი და 5-8 მეორე)
ეს არის დო მაჟორული გამა.. ანუ ნოტების დიატონიკური თანმიმდევრობაა სადაც ტონიკა (ანუ ყველა სხვა ნოტის მიზიდულობის წერტილი) არის C. კილოებში ამ გამას შეესაბამება იონიური

ჰოდა ეხლა რომ ავდგეთ და ამ თანმიმდევრობაში ტონიკად ავიღოთ მისი არა პირველი არამედ მეორე საფეხური ანუ D მივიღებთ დორიულ მინორულ კილოს D E F G A B C რომელიც ნატურალური მინორისგან განსხვავდება გადიდებული მე6 საფეხურით.. ანუ თუ მინორში ეს არის პატარა სექსტა... დორიულში უკვე დიდი სექსტაა... ნუ ჟღერადობით ცოტა უფრო პოზიტიურია ვიდრე ნაღვლიანი ნატუალური მინორი ანუ მისი ფორმულაა 1-2-b3-4-5-6-b7 (b - ბემოლი), ინტერვალებით გამოდის w h w w w h w... ანუ ესეც მაჟორის არ იყოს ორი ერთნაირი w h w თანმიმდევრობის კომბინაციაა

თუ გავაგრძელებთ და ტონიკად ავირჩევთ მე3 საფეხურს ანუ E (მი) ს მივიღებთ ფრიგიულ მინორულ კილოს... ეს კილო იმით განსხვავდება ნატურალური მინორისაგან რომ მას დადაბლებული მე2 საფეხური აქვს და ეს დამატებითი დაძაბულობა ამ საფეხურს უფრო გამოკვეთილს ხდის... მისი ფორმულაა 1-b2-b3-4-5-b6-b7...ინტერვალებით h w w w h w w როგორც ხედავ აქაც ერთი და იგივე თანმიმდევრობა მეორდება... ეს კილო ხშირად გვხვდება მეტალში როცა უნდათ აღმოსავლურ- ეგზოტიკური ჟღერადობა მიცენ.. მაგალითად მეტალიკას wherever I will Roam... თუ ამ კილოში მე 3 საფეხურს ნახევარი ტონით ავწევთ და გავამაჟორებთ მივიღებთ ე.წ. ფრიგიულ დომინანტ კილოს.. რომელსაც ამის გარდა კიდევ ფლამენკოს კილოს უწოდებენ... ნუ ჟღერადობა ადვილი მისახვედრია რომ ესპანურ და საერთოდ აზიურ ხალხურ მუსიკას ემთხვევა

ტააკ ამის მერე მოდის მე4 საფეხურზე (F) აგებული ლიდიური მაჟორული კილო მისი ფორმულაა 1-2-3-#4-5-6-7.. (w w w h w w h) ეს ცოტა სტრანნი კილოა იმიტომ რომ ნატურალური მაჟორისგან განსხვავებით აწეული მე4 საფეხური (გაზრდილი კვარტა) ინტერვალ ტრიტონს ქმნის ტონიკასთან რაც მაინდამაინც მელოდიურად ვერ ჟღერს.. ამიტომ ამ კილოს როკში ძირითადად მეტალისტები და პროგროკერები იყენებენ (ნუ ჯაზზე არ ვლაპარაკობ) .. როგორც ამბობენ სატრიანის Flying in a blue dream თითქმის მთლიანად ამ კილოშია დაწერილი.. smile.gif

შემდეგი კილოა 5 საფეხურიდან აგებული მიქსოლიდიური მაჟორი და მისი ფორმულაა 1-2-3-4-5-b6-7.. ანუ ესაა მაჟორული გამა დადაბლებული მე7 საფეხურით .. თუ ინტერვალებით შევხედავთ (w w h w w h w) ვნახავთ რომ მისი მეორე ნახევარი დორიულს ემთხვევა, რაც ასევე აადვილებს მისი აპლიკატურის დამახსოვრებას...მიქსოლიდიური საკმაოდ ნათელი კილოა.. ის გამოიყენება ბევრ ხალხურ სიმღერაში (მათ შორის თუ არ ვცდები ქართულშიც) და ამერიკულ ქანთრიში საუზერნ როკში (Sweet Home Alabama) ... ხო სანტანა უკრავს კიდევ ძირითადად ამ კილოში

მე6 საფეხურზე ანუ A ზე აგებული ეოლიური კილო არის ჩვეულებრივი ნატურალური მინორი 1-2-b3-4-5-b6-b7 და მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ

აი მე7 კილო კიდევ იგება B დან და მას ლოკრიული შემცირებული (diminished) კილო ჰქვია... მისი ფორმულაა 1-b2-b3-4-b5-b6-b7.. ნატურალური მინორისაგან განსხვავებით მასში მე2 და მე5 საფეხურებია შემცირებული.. შემცირებული კვინტა მას საკმაოდ დისონანსურს ხდის და კლასიკურ მუსიკაში ამ კილოს უბრალოდ თეორიულს უწოდებდნენ.. ანუ პრაქტიკულად არ იყენებდენ.. თუმცა ჯაზში და პროგში მან თავისი გამოყენება ნახა.. მაგრამ ლიდიურის არ იყოს ესეც შეიძლება სემღერის ან კომპოზიციის რაღაც ფრაგმენტში იყოს გამოყენებული მაგრამ იშვიათად რომ თავიდან ბოლომდე ლოკრიულ კილოს შეხვდე სადმე.

მოკლედ ძაან რომ არ გაიცხელო თავი დასაწყისში სავსებით გეყოფა შემდეგი კილოების ცოდნა იმჰო
1. ნატურალური მაჟორი (იონური)
2. ნატურალური მინორი (ეოლიური)+მელოდიური მინორი (მინორი მაჟორული გამის მეორე ტეტრაქორდით ანუ w h w w w w h)
3.ფრიგიული (მინორი დაწეული მე2 საფეხურით)+ფრიგიული დომინანტი (ესპანური გამა)
4. დორიული (მინორი w h w მეორე ნახევრით)
და
5. მიქსოლიდიური (მაჟორი ასევე w h w მეორე ნახევრით)

წესით არ უნდა იყოს ძნელი გასაგები და დასამახსოვრებელი.. wink.gif


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Apr 5 2009, 01:56 PM
Post #2


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



რამოდენიმე დიაგრამას დავამატებ:

ტრადიციული აპლიკატურა:


თანამედროვე აპლიკატურა:


და კილოების მიხრილობების დიაგრამა:


Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Apr 5 2009, 02:51 PM
Post #3


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



QUOTE (Sandro M @ Apr 5 2009, 01:55 PM) *
ნაკაშ ეს ყველაფერი კარგი მაგრამ, რაიმე წიგნი ხომ არ იცი ამ ყველაფერზე? ანუ აქამდე რაც არი იმაზე, ამ თემაზეც და მერე რავი smile.gif თუ კიდევ არი რამე smile.gif


http://nakashh.blogspot.com/2009/01/fretbo...oy-stetina.html
აი ეს წიგნი დაქაჩე... პაროლია guitars.ge


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandro M
post Apr 5 2009, 03:43 PM
Post #4


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 271
Joined: 21-February 09
Member No.: 15



QUOTE (nakash @ Apr 5 2009, 11:51 AM) *
http://nakashh.blogspot.com/2009/01/fretbo...oy-stetina.html
აი ეს წიგნი დაქაჩე... პაროლია guitars.ge


მადლობა ნაკაშ smile.gif


--------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post
master
post Apr 7 2009, 12:41 AM
Post #5


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 180
Joined: 8-March 09
Member No.: 105



ყველაზე სრულყოფილად და თანამედროვედ კილოები და აპლიკატურები შეგიძლიათ ნახოთ აქ __Guthrie Govan - Creative Guitar 2 - Advanced Techniques.


--------------------
Practice slowly and relaxed a lot, and after you'll be able to play faster!
Go to the top of the page
 
+Quote Post
DirtyHarry
post Jun 1 2009, 11:44 PM
Post #6


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 91
Joined: 8-May 09
Member No.: 290



vinmem rame jigruli teoriis dvd icit?ai basic-ebidan ro daicyos(intervalebidan a.sh). da linki ro gadmovcero
Go to the top of the page
 
+Quote Post
linkinpark
post Aug 1 2009, 02:12 PM
Post #7


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 28
Joined: 23-July 09
Member No.: 469



gamarjoba nakash dzalian midna am kiloebis kargad damugameba da tua r dageezareba rame video ar gaq sadac kargad iqneba es 7 kilo axsnilida gamoyenebuli anu rogor unda gamoiyeno da ra xdebas aertod
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Aug 1 2009, 05:08 PM
Post #8


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



QUOTE (linkinpark @ Aug 1 2009, 02:12 PM) *
gamarjoba nakash dzalian midna am kiloebis kargad damugameba da tua r dageezareba rame video ar gaq sadac kargad iqneba es 7 kilo axsnilida gamoyenebuli anu rogor unda gamoiyeno da ra xdebas aertod

http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1302045


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaxanti
post Jan 17 2010, 07:27 PM
Post #9


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 2
Joined: 17-January 10
Member No.: 883
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



eg kiloebi poziciebis pontshia?blusesuri opoziciebi vici da eg rogor unda gamovikeno?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Jan 17 2010, 09:01 PM
Post #10


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ციტატა(vaxanti @ Jan 17 2010, 08:27 PM) *
eg kiloebi poziciebis pontshia?blusesuri opoziciebi vici da eg rogor unda gamovikeno?

პოზიცია არაფერ შუაშია...სხვადასხვა კილოში შესრულებულ ნაწარმოებს აქვს სხვასდასხვანაირი ხასიათი,ჟღერადობა...
უკეთ რომ გაიგო მაგალითისათვის მაჟორული გამა ემთხვევა იონურ კილოს, მინორული კიდევ ეოლიურს. როგორც ხვდები მაჟორულსა და მინორულ გამებში დაწერილ ნაწარმოებებს სხვადასხვანაირი ჟღერადობა აქვთ. დანარჩენი პირველ პოსტში წერია.

p.s. ქართულად წერე!!!!


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 7 2010, 10:20 AM
Post #11


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



http://met.open.ac.uk/group/jwl/scales.htm
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kramer
post Feb 11 2010, 12:52 AM
Post #12


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 128
Joined: 21-February 09
Member No.: 7
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



ისა, მაინც, ვიტყვი:
კილო შვიდი კი არა, ძალიან ძალიან ბევრი არსეობს.
შვიდი არის ბუნებრივი მაჟორის შებრუნება.
როგორც სამხმოვანებას აქვს სამი ფორმა და არა სულ სამი აკორდი არსებოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Feb 11 2010, 02:07 AM
Post #13


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



უმმ.. აქ ალბათ უნდა ჩამოვყალიბდეთ გამებზე ვლაპარაკობთ (scales) თუ კილოებზე (modes) იმიტომ რომ ამ ორ ცნებას ხშირად ურევენ და ანაცვლებენ ხოლმე ერთმანეთში.

იმიტომ რომ დიატონიკური გამის კილო ვაფშე ტა მაინც მხოლოდ 7 არსებობს smile.gif იონური, დორიული, ფრიგიული, ლიდიური, მიქსოლიდიური, ეოლიური და ლოკრიული smile.gif... მეტი ფიზიკურად ვერ იქნება იმიტომ რომ სულ 7 საფეხურია, და ცნება კილოს კიდევ ძირითადად სწორედ დიატონიკურ გამასთან მიმართებაში ხმარობენ.
უბრალოდ სხვადასხვა გამას რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად მჟღერი კილოები აქვს.... აქ რაც დავწერე ესაა ყველაზე გავრცელებული ნატურალური მაჟორული გამის კილოები, რომლებიც 100 დან 90 შემთხვევაში იგულისხმება როცა კილოებზე მიდის ლაპარაკი... სხვა გამებს (მაგალითად მინორულ ჰარმონიულსა და მელოდიურს) კიდევ აქვთ კილოები რომლებიც რა თქნმა უნდა განსხვავდება ჟღერადობით მაგრამ სახელები იგივე ქვია ისევ მაჟორის კილოებთან ანალოგიითა და მიმსგავსებით.. ანუ ფრიგიული დომინანტი არის ჰარმონიული მინორის დომინანტადან (მე5 საფეხური) აწყობილი კილო მაგრამ მაინც ფრიგიული ქვია (!!!) მიუხედავად იმისა რომ მაჟორულია smile.gif რადგანაც ჟღერადობითა და დანარჩენი საფეხურების განლაგებით მაინც ფრიგიულთანაა ახლოს..


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 12 2010, 06:02 PM
Post #14


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს. კილოებს იყენებ სიტყვაზე იმპროვიზაციისთვის, ხო. ერთ ვარიანტია როდესაც მოცემულია აკორდების "პროგრესია" და შენ სათაოდ ყველა აკორდზე მისი ტიპის მიხედვით უსადაგებ კილოს.
მაგრამ ავიღოთ ესეთი შემთხვევა როდესაც აკორდების "პროგრესია" არის შემდგარი რამდენიმე სხვადასხვა გამისგან C-E7-Am-A7-Dm-G7-C (მაგალითი) და შენ გინდა რომ შესაბამისი გამის მიხედვით აგებულ აკორდების ჯგუფს შეუსაბამო კილო, ასეთი კი რამდენიმეა ხო ამ მაგალითში.
1.რის მიხედვით უნდა განსაზღვრო აკორდების პროგრესიის გამები ცალ -ცალკე-?
2.და კიდე რას ვერ ვაანალიზებ, c major მოიცავს c- dm- em -f-g-am -b-c .რომაულად აღნიშნული მეორე ,მესამე,მეექვსე აკორდები რატო არის მინორული? ანუ რას ნიშნავს მინორული ფორმა?(MINOR SHAPE)ანუ მაგალითად D MAJOR ის დროს მე-3 ნოტი F # ია და D MINOR -ის მესამე F (ნახევარტონით ნაკლები)ანუ რეალურად მინორულ ფორმას აკორდული პროგრესიის დამახასიათებელი გამის იმ ნოტის მაჟორული ფორმის გათვალისწინებით ვიძახით იმისდა მიხედვით რომელ საფეხურზეა.? biggrin.gif ცოტა ჩაიხლართა მარა ნუ ალბათ მიხვდით რას ვკითხულობ
მადლობთ წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 12 2010, 10:26 PM
Post #15


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



http://en.wikipedia.org/wiki/Modulation_(music) პირველი კითხვა ამ თემას ეხება. მიშველეთ ხალხო :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Feb 13 2010, 01:31 AM
Post #16


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ციტატა(arresta @ Feb 12 2010, 07:02 PM) *
მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს. კილოებს იყენებ სიტყვაზე იმპროვიზაციისთვის, ხო. ერთ ვარიანტია როდესაც მოცემულია აკორდების "პროგრესია" და შენ სათაოდ ყველა აკორდზე მისი ტიპის მიხედვით უსადაგებ კილოს.
მაგრამ ავიღოთ ესეთი შემთხვევა როდესაც აკორდების "პროგრესია" არის შემდგარი რამდენიმე სხვადასხვა გამისგან C-E7-Am-A7-Dm-G7-C (მაგალითი) და შენ გინდა რომ შესაბამისი გამის მიხედვით აგებულ აკორდების ჯგუფს შეუსაბამო კილო, ასეთი კი რამდენიმეა ხო ამ მაგალითში.
1.რის მიხედვით უნდა განსაზღვრო აკორდების პროგრესიის გამები ცალ -ცალკე-?
2.და კიდე რას ვერ ვაანალიზებ, c major მოიცავს c- dm- em -f-g-am -b-c .რომაულად აღნიშნული მეორე ,მესამე,მეექვსე აკორდები რატო არის მინორული? ანუ რას ნიშნავს მინორული ფორმა?(MINOR SHAPE)ანუ მაგალითად D MAJOR ის დროს მე-3 ნოტი F # ია და D MINOR -ის მესამე F (ნახევარტონით ნაკლები)ანუ რეალურად მინორულ ფორმას აკორდული პროგრესიის დამახასიათებელი გამის იმ ნოტის მაჟორული ფორმის გათვალისწინებით ვიძახით იმისდა მიხედვით რომელ საფეხურზეა.? biggrin.gif ცოტა ჩაიხლართა მარა ნუ ალბათ მიხვდით რას ვკითხულობ
მადლობთ წინასწარ

ეუფ smile.gif

ნამეტანი ბევრი რაღაცის გაგება მოგიწადინებია ჩემო ძმაო და ეგ რაიმე კარგი თეორიის სახელმძღვანელოს (ან მთლად უკეთესი - მასწავლებლის) გარეშე გაგიჭირდება smile.gif

კაი შევეცდები ჩემი მწირი ცოდნის ფარგლებში შეძლებისდაგვარად რაღაც პასუხები გაგცე.. თუ შემეშლება სხვები შემისწორებენ.

მოდი მეორე კითხვით დავიწყებ და მერე გადავალ პირველზე.

მცირედი შესავალი:

C მაჟორული გამა შედგება 7 საფეხურისაგან

C--D--E-F--G--A--B-C

აქ '-' ნახევარ ტონს ნიშნავს '--'კი შესაბამისად ერთ ტონს. შვიდი ნოტისაგან შემდგარ ამ ინტერვალურ თანმიმდევრობას (მერვე ნოტი 'ოქტავაა" ანუ იმეორებს პირველს ერთი ოქტავით ზევით) ჰქვია დიატონიკური წყობა და ინტერვალური ფორმულით ასე გამოისახება W W H W W W H (ანუ WHOLE და HALF). თუ ამ ხუთ მთელსა (W) და ორ ნახევარტონს (H) შეკრიბავ, ნახავ რომ ოქტავა მთლიანობაში შეადგენს 6 ტონს (ანუ 12 ნახევარტონს) და ეს იგივეა რაც გიტარის 12 ლადი, რომელიც როგორც მოგეხსენება ოქტავას უდრის. ასე რომ წარმოსახვის გასაადვილებლად სადაც ტონს ვიტყვი ორი ლადი შეგიძლია იგულისხმო სადაც ნახევარტონს ერთი ლადი.

ორ ნოტს შორის ინტერვალი შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

I - პრიმა ანუ უნისონი, ტოლია ნოლი ტონისა რაც ნიშნავს რომ ორივე ნოტი თანაბარი ტონალური სიმაღლისაა.

II - სეკუნდა. არსებობს მისი ორი სახეობა: პატარა სეკუნდა (ნახევარი ტონი) და დიდი სეკუნდა (ერთი ტონი)

III - ტერცია,. ესეც ორნაირია - პატარა (1.5 ტონი) და დიდი (2 ტონი)

IV - სუფთა (წმინდა) კვარტა. კვარტა დიდი ან პატარა არ არსებობს, ის ერთია და 2.5 ტონს 'იწონის'. თუმცა შეიძლება შეგვხვდეს 3ტონიანი გადიდებული კვარტაც (იგივე ტრიტონი, diabolus in musica და ა.შ) და შემცირებული 2 ტონიანი კვარტაც რომელიც დიდი ტერციის ენჰარმონიულია (ანუ ნოტის სიმაღლით ემთხვევა) თუმცა განსხვავებული ფუნქცია აქვს.

V - ასევე სუფთა კვინტა 3.5 ტონი, ამ შემთხვევაშიც არსებობს შემცირებული (3 ტ) და გადიდებული (4 ტ) კვინტებიც.

VI - სიქსტა, ეს ისევ ორმაგი ბუნების ინტერვალია და გვხვდება როგორც პატარა (4 ტ) ასევე დიდი (4.5ტ)

VII- სეპტიმა, აქაც არის პატარა სეპტიმა (5ტ) და დიდი (5.5)

VIII- ოქტავა - თანამედროვე თანაბრადტემპერირებულ სისტემაში ერთადერთი ნატურალური ინტერვალი რომელიც მხოლოდ სუფთა სახით არსებობს და არ ექვემდებარებაა არც გადიდებას და არც დაპატარავებას. ის ზუსტად 6 ტონითაა დაშორებული ტონიკიდან და მას იმეორებს ერთი ოქტავით მაღლა.

ნუ ეს ტერმინები რაც დაგიწერე გამოიყენება კლასიკურ მუსიკაში. როკ ლიტერატურაში, რომელიც ინგლისურენოვანია ძირითადად ამაზე თავს არ იტკიებენ და ინტერვალებს უბრალოდ ეძახიან first, second, third და ა.შ.

ამ წყობაში შვიდივე საფეხურს თავისი ფუნქცია და ხასიათი აქვს მაგრამ ხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტონიკა, ანუ გამის ტონალური მიზიდულობისა და მელოდიურ/ჰარმონიული წონასწორობის ცენტრი, - საფეხური რომლისკენაც ყველა დანარჩენი 6 მიიზიდება, რომელში ‘გადაწყვეტასაც’ ცდილობს ყველა ნოტი, ნოტებისაგან შემდგარი მელოდიური ფრაზა თუ აკორდი. ჰოდა კილოს განსხვავებული ჟღერადობას ის განსაზღვრავს თუ დიატონიკური გამის რომელ საფეხურს აირჩევ ტონიკად . შესაბამისად დანარჩენი 6 საფეხური მის მიმართ სრულიად უნიკალურ ინტერვალურ "კომპლექტში" დალაგდება, რომელიც არც ერთ სხვა საფეხურიდან აწყობილი ინტერვალების კომბინაციას არ დაემთხვევა ბოლომდე, რაც განსაზღვრავს სწორედ ერთი კონკრეტული კილოს განსხვავებულ ხასიათს სხვა კილოებისაგან. ასე მაგალითად, მაჟორული გამის პირველი საფეხურიდან აწყობილი იონიური კილო შემდეგ ინტერვალურ ურთიერთობას ამყარებს დანარჩენ საფეხურებთან: პრიმა, დიდი სეკუნდა, დიდი ტერცია, სუფთა კვარტა, სუფთა კვინტა, დიდი სიქსტა და დიდი სეპტიმა (ოქტავა ფუნქციურად ტონიკას ემთხვევა და ამიტომ არ მოიხსენიება), რომელიც ფორმულის სახით ასე ჩაიწერება: 1 2 3 4 5 6 7.

მაგრამ ამავე დროს თუ, მაგალითად, ტონიკად მაჟორული გამის მე5 საფეხურს ავიღებთ (ანუ G ს), მივიღებთ შემდეგ ნოტებს (G A B C D E F ) რაც შემდეგ ინტერვალურ სეტს მოგვცემს: პრიმა, დიდი სეკუნდა, დიდი ტერცია, სუფთა კვარტა, სუფთა კვინტა, დიდი სიქსტა და პატარა სეპტიმა, ანუ 1 2 3 4 5 6 -7

როგორც ხედავ მე5 საფეხურიდან აგებული გამის ფორმულა პირველისაგან დადაბლებული სეპტიმით განსხვავდება. ჰოდა სწორედ მე7 საფეხურის "სტრანნობაა" ის, რაც განასხვავებს მიქსოლიდიურ მაჟორულ კილოს ნატურალური მაჟორისაგან (ანუ იონური კილოსაგან).

შესავალს მოვრჩით. ეხლა რაც შეეხება სახელდობრ მეორე კითხვას.

საბაზო ელემენტარული აკორდი (ინგლისურენოვან ლიტერატურაში ტრიადა, Triad) შედგება სამი საფეხურისაგან: პირველი, მესამე და მეხუთე (იგივე პრიმა, ტერცია და კვინტა). პირველი საფეხური განსაზღვრავს აკორდის ტონალობას, მესამე კი მის კილოურ გადახრას (ინგლისურად mood) . როგორც უკვე ვიცით, ის პირველი საფეხურიდან დაშორებულია ან პატარა ტერციით (1.5 ტონი, 3 ლადი) ან დიდი ტერციით (2 ტ, ოთხი ლადი), პირველ შემთხვევაში აკორდი არის მინორული მეორეში კი მაჟორული. მეხუთე საფეხური როგორც წესი სუფთა კვინტაა ( სამნახევარი ტონი, 7 ლადი) და უბრალოდ ტონიკის ჟღერადობას ავსებს და უსვამს ხაზს. თუმცა არის გამონაკლისებიც ე.წ. dim და aug აკორდები სადაც შესაბამისად შემცირებული და გადიდებული კვინტა გვხვდება, თუმცა ეს აკორდები საკმაოდ დისონანსურად (ანუ არაკეთილხმოვანად) ჟღერენ და მათ როგორც წესი ძირითადად სხვა აკორდებით ანაცვლებენ თუ რა თქმა უნდა გამიზნულად არ სჭირდებათ მათი დისონანსური ჟღერა. ტრიადის შემდეგ მოდის სეპტაკორდი სადაც სამ საფეხურს ემატება კიდევ ერთი ამჯერად მეშვიდე საფეხური (ანუ სეპტიმა). სეპტიმაც როგორც ვიცით შეიძლება იყოს დიდი ან პატარა.

თავიდანვე ძალიან „ჯაზებში“ biggrin.gif ნუ გადავვარდებით მოდი თავიდან ამ აკორდებს დავჯერდეთ. ისე ზოგადად უამრავი სახის აკორდი არსებობს, თუმცა მათი დიდი ნაწილი პრაქტიკაში (მითუმეტეს როკსა და მეტალში) მეტად იშვიათად გვხვდება.

ანუ თუ ტონიკად ავიღებთ C ს, გვექნება შემდეგი სახის საბაზო აკორდები;

C (C E G)- მაჟორული აკორდი. პირველ, მესამე და მეხუთე საფეხურებს შორის დაშორება არის შესაბამისად 2 და 1.5 ტონი; ფორმულა გამოისახება ასე 1 3 5 ანუ პრიმა, დიდი ტერცია და სუფთა კვინტა.

Cm (C Eb G) - მინორული აკორდი, (b-თი ბემოლს აღვნიშნავ #-თი დიეზს) აქ პირიქითაა ჯერ 1.5 ტონია და მერე 2. ფორმულა: 1 -3 5

Caug(C E G#) - augmented ანუ გაფართოებული მაჟორი გადიდებული კვინტათი აქ ორივე მეზობელი საფეხური ერთმანეთისაგან ორტონიანი ინტერვალითაა დაშორებული (1 3 +5)

Cdim (C Eb Gb) –აქ პირიქით ერთნახევარი ტონია ორივეგან. (1 -3 -5)

Cmaj (C E G B ) -ეს არის მაჟორული აკორდი რომელსაც დამატებული აქვს მე7 საფეხური რომელიც ტონიკადან დიდი სეპტიმათი (ხუთნახევარი ტონითაა და შორებული) და მას უბრალოდ მაჟორული სეპტაკორდი ქვია. (1 3 5 7)

C7 (C E G Bb) -ესეც მაჟორული აკორდის ბაზაზეა შექმნილი ოღონდ აქ მე7 საფეხური ნახევარი ტონით უფრო დაბლაა და მას დომინანტსეპტაკორდი ქვია. სახელი მოდის გამის მე5 საფეხურიდან რომელსაც დომინანტას ეძახიან. სწორედ ამ საფეხურიდან აწყობილ მაჟორულ სეპტაკორდს აქვს ასეთი ფორმა. (1 3 5 -7)

Cm7 (C Eb G Bb)- ეს არის მინორული აკორდი+პატარა სეპტიმა და ამას მინორული სეპტაკორდი ქვია. (1 -3 5 -7)

ტაკ აკორდების სახეობები გავარკვიეთ. ეხლა რომელ გამაზე რომელი აკორდები „მიდის“ smile.gif...

გამიდან აკორდების „გამოყვანის“ პროცესს გამის "ჰარმონიზაცია" ჰქვია და საკმაოდ ადვილია თუ მანამდე ინტერვალებში გაერკვევი.

მაგალითად ავიღოთ გამა დო (C ) მაჟორი. მასში არის 7 საფეხური ანუ უნდა მივიღოთ 7 აკორდი რომელთა ტონალობები გამომდინარე გამის შემადგენელი ნოტებიდან იქნება (C D E F G A B ).

ჰოდა ავაწყოთ ეხლა აკორდები. პირველ საფეხურზე რომელი ნოტები იმონაწილევებს აკორდის შექმნაში? C, E, G და სეპტაკორდში კიდევ B ხო? C ტონიკაა, E ტონიკისაგან ორი ტონითაა დაშორებული, ანუ ინტერვალი დიდი ტერციაა და შესაბამისად, აკორდიც მაჟორული იქნება. G სამნახევარი ტონითაა დაშორებული ტონიკიდან ანუ სუფთა კვინტაა. ესეიგი მივიღეთ მაჟორული აკორდი დო მაჟორი ანუ C (კიდევ Cdur ით აღნიშნავენ ხოლმე)... მე7 საფეხური ტონიკიდან 5.5 ტონითაა დაშორებული ანუ დიდი სეპტიმაა და შესაბამისად მაჟორულ სეპტაკორდს ვღებულობთ (Cmaj). ესეიგი პირველი საფეხურის აკორდები გავარკვიეთ.

გადავედით მეორე საფეხურზე ანუ რე-ზე (D), აქ აკორდის შექმნაში უნდა იმონაწილევოს შემდეგმა ნოტებმა (D, F, A, C). ამ შემთხვევაში აკორდის ტონიკად უკვე D გვევლინება. D დან F მდე ინტერვალი პატარა ტერციის ტოლია (ერთნახევარი ტონი), ანუ აკორდი მინორული იქნება, A ტონიკიდან 3.5 ტონითაა დაშორებული რაც სუფთა კვინტას უტოლდება, C კი პატარა სეპტიმაა აკორდის ტონიკასთან მიმართებაში, შესაბამისად ვღებულობთ მინორულ სეპტაკორდს.
ამ გზით თუ გავალთ ბოლოში გამა დო მაჟორის ჰარმონიზაციით გამის შვიდ საფეხურზე მივიღებთ შემდეგ აკორდებს:

I C, Cmaj

II Dm, Dm7

III Em, Em7

IV F, Fmaj

V G, G7


VI Am, Am7

VII Bdim, Bm7(b5)

როგორც ხედავ გამის ჰარმონიზაციის შედეგად მივიღეთ სამი წყვილი მაჟორული აკორდებისა, სამი წყვილი მინორული და ერთიც შემცირებული.

მაჟორული გამის პირველი, მეოთხე და მეხუთე საფეხურიდან აწყობილი აკორდები არის მაჟორული, მეორე მესამე და მეექვსე საფეხურიდან ვღებულობთ მინორულ აკორდებს და მე7 საფეხურზე კი შემცირებულს. ამ შემცირებულს ხშირად ან ისევ მინორით ანაცვლებენ ან ჰარმონიული მაჟორიდან სესხულობენ Bb ნოტს და მისგან აწყობენ მაჟორულ სი ბემოლ აკორდს (Bb) , გააჩნია კონტექსტს რა თქმა უნდა smile.gif.

რაკი აქამდე მოვედით აქვე გეტყვი, რომ ნატურალურ მაჟორულ (და ნატურალურ მინორულ) გამაში სამი აკორდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დანარჩენი ოთხი. ესენია პირველ საფეხურზე აწყობილი აკორდი (ტონიკა), მეხუთე საფეხურზე აწყობილი აკორდი (ე.წ. დომინანტა) და მეოთხე საფეხურზე აწყობილი აკორდი (ე.წ. სუბდომინანტა)(აბა გაიხსენე კლასიკური ბლუზური ქორდ ჩეინჯი smile.gif). ეს აკორდები როგორც წესი იგივე mood ის არიან რაც თავად გამა, ანუ მაჟორულ გამაში სამივე აკორდი მაჟორულია და მინორულში სამივე მინორულია (თუმცა ეს წესი არ ვრცელდება კილოებზე). ეხლა რას ნიშნავს ეს სუბდომინანტა და დომინანტა. დომინანტა რა თქმა უნდა მთავარს ნიშნავს და სუბდომინანტა ნუ ტიპა ქვე-მთავარს smile.gif. შესაბამისად დო მაჟორ ტონალობაში ყველაზე მყარი არის დო მაჟორ აკორდი (ანუ ტონიკა), მის შემდეგ შედარებით გაწონასწორებულია სოლ მაჟორ დომინანტა (V) და ოდნავ გაწონასწორებულია ფა მაჟორ სუბდომინანტა (IV) ყველა დანარჩენი აკორდი მხოლოდ იქით მიისწრაფვის რომ ან პირდაპირ ტონიკაში გადაიწყვიტოს ან დომინანტას გავლით ისევ ტონიკაში. სუბდომინანტას სიმყარე იმითია გამოწვეული რომ თუ მას წარმოვიდგენთ ტონიკად მაშინ არსებული ტონიკა მისი დომინანტა აღმოჩნდება.. შესაბამისად ეს "შორი სიმპათია" გარკვეულწილად აწონასწორებს ამ აკორდს და ერთგვარ შებრუნებულ დომინანატად აქცევს. კსტატი ცნობილი ჯაზური ii-V-I პროგრესიაც სწორედ მეხუთე საფეხურის პირველში გადაწყვეტაზეა აგებული... მეორე საფეხური მეხუთესგან სწორედ კვინტითაა დაშორებული, ისევე როგორც მეხუთე პირველისაგან, შესაბამისად ეს პროგრესია უბრალოდ "მეხუთედან პირველში" გადაწყვეტის ორმაგი კასკადია smile.gif

ტაკ მგონი მეორე კითხვას პასუხი გავეცი, თან საკმარისზე მეტი ინფოც დაგიდე. მოდი ეხლა ეს კარგად წაიკითხე და გაიაზრე, შეეცადე გიტარის გრიფზე ერთი სიმის ფარგლებში ვიზუალურად წარმოიდგინო ამ ინტერვალებისა და აკორდების "არქიტექტურა". თუ რამე ვერ გაიგო მკითხე და ამ საკითხს რომ დავხურავთ მერე დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას smile.gif.


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 13 2010, 11:37 AM
Post #17


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



nakash, ასეთი უზარმაცო ადამიანი ხარ, ნამდვილად დასაფასებელია შენი საქციელი ძმა. საკითხი ისე დეტალურადაა ახსნილი რო გაგონილიც რომ არ ქონდეს ვინმეს , ამ ტექსტში ყველაფერს გაიგებს. ისე ამ ფორუმზე შენი ნამსჯელი რომ ამოიღო და შეაერთო ცოტა რედაქტირება და ეგაა, შესანიშნავი სახელმძღვანელო გამოვა biggrin.gif გაიხარე ამ შრომისთვის. მეორე კითხვა იმენა შეასრულე .ზედმეტ თავხედობად თუ არ მოგეჩვენება , მოდულაციის კლასიფიკაცია იქნებ შესძლო მერე . და მეთოდოლოგის განსაზღვრა ”central key" ს დასადგენად.
კიდევ ერთხელ მადლობა ძმაო. (სიმართლე გითხრა შენს გამოხმაურებას ველოდი :დ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 13 2010, 12:19 PM
Post #18


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ნაკაშ , საბაზოდ თუ შეგვიძლია ჩავთვალოთ
Cm(maj7) (C Eb G B ) 1 -3 5 7
(მგონი ფრეთბოარდ მასთერითში იყო ჩამონათვალში ეს ოთხი ძირითადი სეპტაკორდი)
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Feb 13 2010, 05:58 PM
Post #19


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ციტატა(arresta @ Feb 13 2010, 12:19 PM) *
ნაკაშ , საბაზოდ თუ შეგვიძლია ჩავთვალოთ
Cm(maj7) (C Eb G B ) 1 -3 5 7
(მგონი ფრეთბოარდ მასთერითში იყო ჩამონათვალში ეს ოთხი ძირითადი სეპტაკორდი)

კი არის ეგეთი აკორდიც.. ხო გითხარი აკორდები ბევრია მაგრამ მინორული სეპტაკორდი დიდი სეპტიმით მაინც იშვიათობაა.

პირველ კითქვას და მოდულაციებს დღეს ან ხვალ დაგიწერ.. ნუ რა დონეზეც ვიცი იმ დონეზე smile.gif


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 13 2010, 08:54 PM
Post #20


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



i love u , biggrin.gif rolleyes.gif man
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 19th July 2018 - 02:03 AM