IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ვსწავლობთ აკუსტიკურ ფინგერსტაილს, აკუსტიკური სოლო-ფინგერსტაილ ტექნიკა
Schertler1
post Nov 11 2011, 05:03 PM
Post #1


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



უშუალოდ აკუსტიკური სოლო-ფინგერსტაილ ტექნიკის შესახებ მასალების გაცნობამდე, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები ძალიან მოკლედ.

აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა დღეს იმდენად პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რომ მიმდინარე მუსიკალური პერიოდი მიჩნეულია როგორც ფინგერსტაილ გიტარის ერა. ადვილია ამაში დარწმუნდეთ, თუკი მარტივ არითმეტიკას მიმართავთ და შეადარებთ ციფრებს - უბრალოდ შეადარეთ ვიდეო-რგოლების ნახვების რაოდენობა არხზე YouTube. ნუ მოერიდებით შეადაროთ აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა ნებისმიერი სხვა მუსიკალური სტილისა და მიმართულების თქვენთვის ყველაზე მეტად ცნობილ ცალკეულ მუსიკოს-შემსრულებლებს და/ან ჯგუფებს, თუნდაც პოპ-მუსიკის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს. YouTube ზოგადი ძიებით ”fingerstyle” და/ან ჩეტ ატკინსის (Chet Atkins), მაიკლ ჰეჯესის (Michael Hedges), ტომი ემანუელის (Tommy Emmanuel), ენდი მაკკიის (Andy McKee), მაიკლ ჩეპდელეინის (Michael Chapdelaine), ადამ რაფერტის (Adam Rafferty) და სხვათა ვიდეო-რგოლები გიჩვენებთ აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის პოპულარობას. მაგალითად, მაიკლ ჯექსონის (Michael Jackson) ვიდეოთა საერთო ნახვების რაოდენობა (მისი ოფიციალური ’იუ-თუბ’ არხის მონაცემებით. ნოემბერი, 2011) აღემატება 633 მილიონს, ხოლო ახალგაზრდა კორეელი ფინგერპიკერის, სონჰა ჩონის (Sungha Jung) ვიდეოთა ნახვები 357 მილიონს (მისი ოფიციალური ’იუ-თუბ’ არხის მონაცემებით. ნოემბერი, 2011). ’იუ-თუბ’ არხზე ამ პატარა კორეელმა გიტარისტმა იმის ნახევარზე მეტი შეძლო, რაც შეძლო ჯექსონმა მთელი მსოფლიო მედიის და გამომცემლობათა საშუალებებით (!!!). სონჰა ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ მისი შესრულება პროფესიონალ არტისტებს შევადაროთ, თუმცა ის უკვე სრულფასოვანი საერთაშორისო საკონცერტო ტურებით მოგზაურობს და კარგი მაგალითია მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსი-მოყვარულისათვის.აკუსტიკური სოლო-ფინგერსტაილ გიტარის პოპულარობა და ინტერესი არანაკლებია აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებშიც, კორეელი ახალგაზრდა ამის კარგი მაგალითია. მიუხედავად ამისა, სოლო-ფინგერსტაილი და, მთლიანად, აკუსტიკური გიტარის მუსიკა ჩვენთან (საქართველო, ევროპა!), უკეთეს შემთხვევაში, უცნობია.

ამ გვერდზე თქვენ ყოველთვის შეძლებთ იხილოთ საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია აკუსტიკურ ფინგერსტაილ გიტარაზე, თანმიმდევრული თეორიული და პრაქტიკული მასალები ფინგერსტაილ ტექნიკის გამომუშავებაზე. თუკი ვინმეს დამოუკიდებლად მუშაობასთან ერთად ინდივიდუალურად მეცადინეობის სურვილიც ექნება, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ამ ლინკის საშუალებით.

გისურვებთ მხიარულ პიკინგს!


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 03:02 AM
Post #2


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



1.

დასაწყისისათვის საინტერესო და სასარგებლო შეხედულება სწავლასა და ცოდნაზე ზოგადად და კონკრეტულად რითი უნდა დავიწყოთ?

ფინგერსტაილ ტექნიკის ძირითადი შემადგენელია ცერი თითის დამოუკიდებელი გამოყენების უნარი, რადგან ამ ტექნიკის გამოყენებით დაკვრისას ერთდროულად სრულდება მუსიკალური ნაწარმოების რამდენიმე პარტია, უფრო ზუსტად, სრულდება ყველაფერი რისი შესრულებაც კი შეუძლია მუსიკოსს ერთდროულად - მელოდია, ჰარმონია (აკორდები), ბასი, იმპროვიზაცია, უამრავი პერკუსია და ა.შ. პირველი მცდელობისასვე შეამჩნევთ, რომ ცდილობთ გააკეთოთ თქვენთვის ახალი, უცნობი და, ალბათ, აბსოლუტურად უჩვეულო რამ, რაც აქამდე არასოდეს არც გინახავთ და, მითუმეტეს, არც გიცდიათ. შესრულების ნებისმიერი სხვა სტანდარტული მუსიკალური ტექნიკა და, მათ შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი - კლასიკური, არცერთი არ იყენებს ასეთ ინტენსიურ ბასს, რომელიც ფინგერსტაილში წარმოადგენს ცვალებად ბასს (Alternating Bass). და, ეს არის არამარტო ცვალებადი ბასი, არამედ ცვალებადი + სხვადასხვაგვარი + სრულდება ცერ თითზე გაკეთებული სპეციალური პიკით. ჯაზური მუსიკის ფინგერსტაილ ვერსიის შემთხვევაში ხშირად სრულდება ე.წ. მოსიარულე ბასი (Walking Bass) და + ყველაფერი დანარჩენი...

მოკლედ, ჩემთვის ახალი და უჩვეულო ტექნიკის გაცნობასთან ერთად საინტერესო შეხედულება გამიჩნდა ზოგადად სწავლისა და ცოდნის შესახებ: სწავლა სხვა არაფერია თუ არა ერთიდაიგივეს ინტენსიური და რეგულარული გამეორება, ხოლო ცოდნა - ამ გამეორებების შედეგი. გავიხსენოთ "გამეორება ცოდნის დედაა" და დავუკვირდეთ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ 'გამეორება' არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ცოდნაზე და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც - გამეორებაა 'დედა', ცოდნა კი 'შვილი' გამოდის. :-)

ნუ გაგიკვირდებათ, რომ თითქოს პირველად აიღეთ ინსტრუმენტი ხელში, გაიკეთეთ ცერი თითის პიკი და ყოველდღიურად შეასრულეთ გამები და სავარჯიშოები მხოლოდ ცერით. არ დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად გამეორებაა ცოდნის დედა და არა პირიქით.

მეორე იქნება ის, რაც ალბათ უფრო პირველი უნდა ყოფილიყო - რითი უნდა დავიწყოთ.


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Perfector
post Nov 12 2011, 03:36 PM
Post #3


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 67
Joined: 18-September 11
From: tbilisi
Member No.: 17,323
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ყველაფერი რაც პოპულარულია არ არის კარგი.მე არ ვიცი დღეს რომელი გიტარის სკოლა უფრო პოპულარულია,მაგრამ ფაქტი ერთია,რომ დღევანდელი მუსიკის (თუნდაც როკში) 80% ნაგავია.ის რომ ფინგერსტაილი პოპულარულია,არ ნიშნავს იმას რომ ყველაზე კარგია/ტექნიკურია და ა.შ.ის რომ ცერი თითი ხშირად არის გამოყენებაში,ამ სკოლის თავისებურება და ინდივიდუალურობა სულაც არ არის,რადგან ფლამენკოს სკოლაში ჯერ კიდევ მერამდენე საუკუნეში იყო ცერი თითი ყველაზე ხშირ გამოყენებაში ასევთქვათ.ჩემის აზრით ეს სტილი სულაც არ არის ის საუკეთესო,რომელსაც კაცმა უპირატესობა 100%-ით შეიძლება მისცეს.ვფქირობ რომ სწორედ ფლამენკო არის ყველაზე ძლიერი სტილი თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით და ამას წყალი არ გაუვა.გადახედეთ Paco de lucia (კლასიკური გიტარის მამა და ადამიანი,რომელსაც სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს) ნაწარმოებებს და მერე რომელ ფინგერსტაილზე უნდა ვილაპარაკოთ?ბევრი შემედავება,მაგრამ ვთვლი,რომ ფინგერსტაილი არის სხვადასხვა სკოლების ტექნიკის ნაჯვარი.შეიძლება ჩემში ეს შთაბეჭდილება დღევანდელმა ფინგერსტაილ გიტარისტებმა დატოვეს.არ ვიცი.ეს ჩემი მოსაზრებაა.


--------------------
Our shadow taller than our soul.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Nov 12 2011, 03:39 PM
Post #4


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



კაი ნამუშევარია, ყოჩაღ smile.gif

Don Ross ეგეთი გიტარისტიც გავითვალისწინოთ ამ ჟანრში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 05:45 PM
Post #5


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



გმადლობთ თქვენი აზრის გამოთქმისათვის.
მე მგონი, აქ არავინ არავის არაფერს არ უმტკიცებს ან არწმუნებს რამეში:-)
ფოლადისსიმიანი სოლო აკუსტიკური გიტარა და ფინგერსტაილი საქართველოში პოპულარული არ არის; ის ან თითქმის, ან საერთოდ უცნობია. ჩემთვის პირადად, მიუხედავად დიდი ინტერესისა, არ არის ცნობილი ვინმე თუ უკრავს ამ მუსიკას აქ. ფაქტია, რომ ქართულენოვან ინტერნეტში ერთი წლის წინ ერთხელაც კი არ იყო ეს სიტყვა ნახმარი, შესაბამისად - ნაპოვნი. :-)

ერთი თხოვნა: ამ თემის გარშემო კომენტარებისათვის და შენიშვნებისათვის არის რამდენიმე ადგილი ამ ფორუმზე, სადაც უფრო მიზანშეწონილი უნდა იყოს აზრის გამოთქმა, ალბათ. დიდი მადლობა, რომ ამ კონკრეტულ თემაში აღარ მიპასუხებთ.
გისურვებთ წარმატებებს!


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 08:47 PM
Post #6


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



2.

- სიმები აკუსტიკურ გიტარაზე.
- გრიფზე სიმების სიმაღლის რეგულირება.
- თითების ტკივილი.

დღეს, ინტერნეტის ინტენსიური განვითარების ეპოქაში, შესაძლებელია თქვენთვის აბსოლუტურად ახალი საგნით დაინტერესდეთ და, ალბათ თუკი საკმარის დროს დაუთმობთ, სრულად თუ არა, მაქსიმალურად კარგად შეისწავლოთ ნებისმიერი სიახლე. ზუსტად ასე მომიწია მე აკუსტიკური ფინგერსტაილის შესწავლა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რონ ინტერნეტი არის ერთგვარი დიდი 'სკოლა' და, დიდი მონდომების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაეუფლოთ მრავალ საინტერესო და სასარგებლო ცოდნას და, ნაკლებად ჩამორჩეთ ამათუიმ საკითხში დანარჩენ მსოფლიოს. ზუსტად ასეთ ფორუმებში, სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალებში ნახავთ ყველაფერს რაც გჭირდებათ, მხოლოდ უცხო ენაზე. ახლა ქართულენოვან ინტერნეტშიც იქნება შესაძლებელი ამ, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვებზე პასუხების ერთ ადგილზე მიღება. საინტერესოა ინფორმაციაა თავმოყრილი აკუსტიკური გინგერსტაილ გიტარის ჯერჯერობით ერთადერთ ქართულენოვან ვებ-რესურსზე.

პირველი, რაც დაკვრის სურვილს მოყვება შემდეგ, არის ინსტრუმენტი - ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარა. დაკვრის სურვილი ისევე უცბად რომ არ გაქრეს, როგორც ის გაჩნდა, ამისათვის ინსტრუმენტი უნდა იყოს სწორად დარეგულირებული. ნებისმიერს ექნება შემჩნეული, რომ ფოლადისსიმიან აკუსტიკურ გიტარაზე დაკვრა გარკვეულ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, რაც უფრო მეტად შესამჩნევი გახდება, როდესაც გადაწყვეტთ დაუკრათ სოლო-ფინგერსტაილი. და, არ დაგავიწყდეთ, რომ აკუსტიკური გიტარისტები ძირითადად იყენებენ .012-.054" და ზოგიერთ შემთხვევაში (დადაბლებული წყობები, დიდტანიან ინსტრუმენტებზე Jumbo, Super Jumbo) .013-.056" და .014-.058" დიამეტრის სიმებს. უფრო წვრილი სიმების გამოყენება ძალიან არასასურველია მათი ჟღერადობის ხარისხის შემცირებისა და წყობის შენარჩუნების შესუსტების გამო. ინსტრუმენტის დაბალანსება გრიფზე სიმების სიმაღლის რეგულირებით იწყება. შეეცადეთ მონახოთ ყველაზე დაბალი წერტილი. არის აკუსტიკური გიტარები, რომელთაც ქვედა ჯორაკის მექანიკური რეგულირება აქვთ.




თუ ლუთიერი (მუსიკალური ინსტრუმენტის ოსტატი) არ არეგულირებს თქვენს ინსტრუმენტს და თავად აკეთებთ ამას, მოგიწევთ რამდენიმეჯერ მოხსნათ და დააყენოთ ქვედა ჯორაკი, რათა სიმების სიმაღლე გრიფზე მინიმალური იყოს. სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე ყველგან განსხვავებული მონაცემებია, ძირითადად მითითებულია პირველი სიმისთვის 2,0 მმ და მე-6 სიმისათვის 2,5 მმ მე-12 ლადზე. პირადად მე, სამჯერ მომიწია სიმების გრიფზე სიმაღლის დარეგულირება. პირვანდელი მანძილი დაახლოებით 2,5 მმ იყო მე-6 სიმისთვის, სამჯერ შემცირების შემდეგ აღარ შემიმოწმებია ეს მანძილი, მაგრამ, ალბათ 1 მმ ბევრად არ უნდა აღემატებოდეს.
!!! მოძებნეთ მაქსიმალურად დაბალი წერტილი, დაიცავით ერთადერთი წესი: სიმები დაკვრისას არ უნდა მიედოს ლადებს !!!
პლასტმასის ან ძვლის ჯორაკები ადვილი დასამუშავებელია და, თუ არ იჩქარებთ, არაფერი შეგეშლებათ და ადვილად დაარეგულირებთ ჯორაკს.

!!!კითხვაზე 'მტკივნეულია თუ არა აკუსტიკურ გიტარაზე დაკვრა' პასუხი არის: დიახ, მტკივნეულია!!!
და, თუკი თქვენ გადაწყვიტეთ სერიოზულად დაუკრათ ფოლადისსიმიან აკუსტიკურ გიტარაზე და არ გტკივათ თითები, ესე იგი, თქვენ უკრავთ არასწორად. უფრო მტკივნეულია დაკვრა საწყის ეტაპზე, შემდეგ ტკივილი გადის, თუმცა ინტენსიური დაკვრისას თითები ყოველთვის განიცდის გაღიზიანებას და შეშუპებას.
!!! თითების ’გადატყავების’ გარეშე რთულია სრულფასოვან შედეგს მიაღწიოთ!!!
გაღიზიანებული თითები უბრალოდ დაასვენეთ. არ შეიძლება ყინულით თითების ’გაგრილება’, შეიძლება ე.წ. ხელის კრემის გამოყენება, მაგრამ საუკეთსო საშუალებაა თბილი წყლის აბაზანა და კარგი დასვენება - თითების კანი ბუნებრივად გამაგრდება.
!!! ეცადეთ არ გამოტოვოთ არც ერთი დღე დაკვრის გარეშე, რადგან თითები ამით მხოლოდ შესუსტდება. დაუკარით თუნდაც 20-30 წუთით!!!


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Perfector
post Nov 12 2011, 10:10 PM
Post #7


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 67
Joined: 18-September 11
From: tbilisi
Member No.: 17,323
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



მე მაპატიე რამე თუ გაწყენინე,უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე,მაგრამ ეტყობა ცუდ ადგილას მომივიდა sad.gif


--------------------
Our shadow taller than our soul.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 10:35 PM
Post #8


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



აი აქ შეიძლება და საინტერესოც არის ამ თემაზე საუბარი http://guitars.ge/index.php?showtopic=3624


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 10:54 PM
Post #9


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ითვლება, რომ ყველაზე პოპულარული ფინგერსტაილ ინსტრუმენტები არის 000 (აუდიტორიუმი, Auditorium) და OM (საორკესტრო მოდელი, Orchestra Model) ტიპი გიტარის მოდელები. შედარებით მცირე კორპუსის მქონე ეს ინსტრუმენტები ხასიათდება ’დაბლების’ და ’მაღლების’ უფრო დაბალანსებული ჟღერადობით და მსუბუქი (Light) დაჭიმულობის სიმების გამოყენებით თითებისათვის უფრო ნაკლებ დატვირთვას წარმოადგენს. ამ გიტარებს აქვთ შედარებით უფრო განიერი ნატი - 44-45 მმ (1¾”), არის მოდელები 46-48 მმ და უფრო განიერი ნატით. ფინგერსტაილ გიტარისტები კონკრეტული ჟღერადობის მისაღწევად მრავალგვარ ტექნიკურ ხერხებს იყენებენ, რისთვისაც მათ ხშირად უწევთ მარჯვენა ხელის თითების სიმებს შორის ჩაყოფა და სპეციფიური გამოკვრა და, ამიტომ, სიმებს შორის მეტ სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არსებობს სამართლიანი მოსაზრება, რომ ეს, ასევე, დამოკიდებულია შემსრულებლის თითებზე (პატარა/დიდი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგიერთისათვის ნაკლები სივრცეც შეიძლება საკმარისი იყოს ასეთი ტექნიკის გამოყენებისათვის.

მიუხედავად ამ პოპულარული მოდელებისა, შეიძლება ითქვას, რომ ფინგერსტაილ მუსიკოსები თითქმის ყველა ტიპის აკუსტიკურ მოდელებზე უკრავენ - მათ შორის დრედნოუტ (Dreadnought), 0 კონცერტ (Concert), 00 გრანდ კონცერტი (Grand Concert) 0000 გრანდ აუდიტორიუმ (Grand Auditorium), J ჯუმბო (Jumbo) და სხვა.



როგორც ალბათ ყველამ იცით, აკუსტიკური გიტარები ყველა ხის მასალისგან არის დამზადებული, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ნაწილი გიტარებისა მასიური ხის კონსტრუქციას წარმოადგენს და, ნაწილი კი - ლამინირებული ხისას (ე.წ. ფანერი). მასიური ხისაგან დამზადებული ინსტრუმენტების ალბათ ყველაზე დიდი ფასეულობა არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მატულობს მათი ჟღერადობის ხარისხიც (რაც ძველია ე.ი. გამომშრალია ხე, მით მეტად რეზონირებს ის). მასიური ხის ინსტრუმენტებს შედარებით მაღალი ფასი აქვთ, ხოლო უფრო ძვირადღირებული ინსტრუმენტები გამოირჩევა ნიუანსებისადმი უფრი დეტალური მიდგომით, უფრო მაღალი მუსიკალური და მექანიკური მახასიათებლებით და ა.შ.

არის გიტარების ტიპი, რომელთაც მასიური დეკა და ლამინირებული ხის გვერდები და ზურგი აქვთ. ბევრი ასეთი ინსტრუმენტი საკმაოდ კარგი ჟღერადობისაა და ღირებულებით ზოგჯერ უახლოვდება მასიური ხის გიტარებს. უდაოდ საინტერესოა ლარი ფიშმანის (www.fishman.com) გამოცდილება, მისი პრაქტიკული გამოკვლევების შედეგად იგი ამბობს, რომ გიტარის ხმას გამოიმუშავებს მხოლოდ დეკა, ხოლო გიტარის გვერდებსა და ზურგს არაფერი არ შემოაქვთ ინსტრუმენტის ჟღერადობაში. შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ პიკაპის სისტემები გიტარების კორპუსების გვერდებშია ჩამონტაჟებული.
გიტარების შემდეგი ტიპი მთლიანად ლამინირებული ხისაგან არის დამზადებული. გიტარების ეს კატეგორია ალბათ სამ ქვეკატეგორიად შეიძლება განვიხილოთ. პირველი, ეს არის ობიექტურად კარგი ჟღერადობის და მექანიკური მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტები, საუკეთესო სამეცადინოდ და დამაკმაყოფილებელი სასცენო გამოსვლებისათვის. მეორე, ნორმალური სამეცადინო ინსტრუმენტები და, მესამე - ყველა დანარჩენი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ლამინირებული ხის ხარისხიანი, მასიური დეკის მქონე და მთლიანად მასიური ხის შედარებით უბრალო გიტარები თითქმის ერთნაირი ფასის კატეგორიაშია - 400-500 აშშ დოლარი.
არსებობს გამოცდილება, რომ მასიური ხის გიტარები ყველა არ არის იმ ხარისხის, რომელსაც მუსიკოსი მოელის ასეთ შემთხვევებში. მასიური დეკის მქონე და ლამინირებული ხისაგან დამზადებული გიტარა კი არ ნიშნავს უხარისხო ინსტრუმენტს, მისი მცირე მოდიფიკაციისა და დაბალანსების შედეგად თქვენ მიიღებთ გიტარას, რომელიც მომავალში მეორე, უკვე ძვირფასი ინსტრუმენტის შეძენის შემდეგაც კვლავ არაერთხელ მოგანიჭებთ სიამოვნებას.
დღეს, ინსტრუმენტების დამზადების ტექნოლოგია იმდენად არის უკვე განვითარებული, რომ ნებისმიერი სერიოზული დიდი თუ პატარა კომპანია, თითქმის ყველა, უნაკლო ინსტრუმენტებს უშვებს იქნება ეს მასიური ხის ძვირადღირებული, თუ ლამინირებული ხის გიტარები.
მუსიკისა და გიტარის ნამდვილი მოყვარულისათვის ნებისმიერი, თუნდაც მცირებიუჯეტიანი ინსტრუმენტი, რომელიც სწორად და კარგად ჟღერს და, რომელზეც ფიზიკურად რთული არ არის დაკვრა, სასიამოვნო და ძვირფასია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა არ არის გვერდით.
თუკი თქვენ ჯერ არ გაქვთ აკუსტიკური გიტარა და ახლა აპირებთ მის შეძენას, იმედია, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ინსტრუმენტი როგორც თქვენი სურვილისა და საჭიროების, ასევე, შესაძლებლობის მიხედვით და ეს შესაძლოა ერთერთ სასიხარულო და დასამახსოვრებელ დღედ დარჩეს თქვენს მეხსიერებაში.



აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის უპირველესი აქსესუარი არის, ალბათ, ცერი თითის პიკი (Thumbpick). პლექტრუმის (მედიატორი) ეს ნაირსახეობა არის ძირითადი აქსესუარი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ფინგერსტაილ-გიტარისტი. ცერის პიკი გაძლევთ სისწრაფეს, მკაფიო და სუფთა ბგერას, ტექნიკურ თავისუფლებას და ხელის გულის უფრო ეფექტური გამოყენების საშუალებას, როდესაც ხელის გული ხურავს დაბალ (ბას) სიმებს და ცერი კი ასრულებს ბას-პარტიას, ეს გაძლევთ დაახლოებით კონტრაბასის ჟღერადობას და საკმაოდ ხშირად გამოიყენება ფინგერსტაილ-გიტარისტების მიერ.

არსებობს, ასევე, პიკები თითებისათვის. ისინი ძირითადად ფრჩხილების ფუნქციას ასრულებს, რადგან ფოლადისსიმიან აკუსტიკურ გიტარაზე თითქმის შეუძლებელია ბუნებრივი ფრჩხილებით ინტენსიური დაკვრა. ამ თითის პიკის მსგავსად ზოგიერთი ფინგერსტაილ-გიტარისტი, ასევე, ხელოვნურ ფრჩხილებსაც იყენებს.

გიტარის ჭრილის სახურავი გამოიყენება პიკაპის შიდა სისტემის ხმის სიძლიერის დიდი მოცულობით გამოყენებისას მოსალოდნელი უკუკავშირის ჩასახშობად (Soundhole feedback Buster).

საკმაოდ ხშირად იყენებენ აკუსტიკური გიტარისტები როგორც ჩვეულებრივ, ასევე, ნაწილობრივ კაპოებს.

როგორც უკვე ვთქვით, აკუსტიკურ გიტარაზე შეუძლებელია ბუნებრივი ფრჩხილებით ინტენსიური დაკვრა როგორც, მაგალითად კლასიკურ გიტარაზე. ამჯერად, შევჩერდეთ თითებით დაკვრის ტექნიკაზე. ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ თითებით ფოლადისსიმიან გიტარაზე დაკვრა შეზღუდული იქნება სრულფასოვან ჟღერადობაში, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან თითებით ნებისმიერი ბგერის აღებაა შესაძლებელი და გაცილებით ძლიერი ბგერისაც, ვიდრე ფრჩხილით. თითების უფრო მაღალი მგრძნობიარობის გამო, მაღალია ინსტრუმენტის საერთო შეგრძნებაც. გამოიყენება ფრჩხილის ზურგი ზოგიერთ შემთხვევაში.


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 12 2011, 11:33 PM
Post #10


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez





--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 15 2011, 07:49 PM
Post #11


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ფორმულა საკმაოდ მარტივია: საუკეთესო სიმები არის ახალი სიმები. ახალი სიმების ჟღერადობას და, შესაბამისად, ინსტრუმენტის ჟღერადობას ალტერნატივა არ აქვს, ეს ცხადია ნებისმიერისთვის. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ სიმები დაყენების შემდეგ დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში ნაწილობრივ თუ ინარჩუნებს პირვანდელ ცოცხალ ჟღერადობას გაჯერებულს ობერტონებით. შემდგომ, სიმები ერთნაირად ’ყრუდ’ ჟღერს მთელი პერიოდის განმავლობაში მათ საბოლოო დემორალიზაციამდე. ტომი ემანუელის მაგალითი საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ და რა ხანგრძლიობის როლი აქვს სიმებს გიტარის ჟღერადობაში და რომელია სიმებს შორის უკეთესი. ტომი ემანუელი, მე მას ვუწოდებ მისტერ აკუსტიკური გიტარა, გარკვეული რეპეტიციის საჭიროებისასაც კი ახალ სიმებს აყენებს ინსტრუმენტზე კონცერტის წინა დღეს და ამ ახალ, მხოლოდ ერთი დღის სიმებს, კვლავ ცვლის კონცერტის დღეს სცენაზე გამოსვლის წინ. შესაძლოა, ეს მისი ერთგვარი ჩვევაა საუკეთესო ჟღერადობა ჰქონდეს რეპეტიციაზეც და, ასეც რომ იყოს, ეს არის ჩვევა გამომუშავებული ახალი სიმების ჟღერადობის მახასიათებლების უნიკალურობით.

რაც შეეხება სიმებს შორის საუკეთესოს, ტომი ემანუელი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და აღნიშნავს, რომ ყველა სიმს აქვს საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა. ერთიდაიგივე სიმების ჟღერადობა დროდადრო შესაძლოა მოსაწყენი ხდება და ასეთ დროს კარგია ერთგვარი განახლება სხვა სიმებით. იყო დრო, როდესაც ტომი უკრავდა ”დ’ადარიო”-ს, შემდეგ ”მარტინი”-ს, ”დინ მარკლი”-ს სიმებზე, არც თუ დიდი ხნის წინანდელ ინტერვიუში მან დაასახელა ”ჯონ პირსი”-ს სიმები და ასე მუდამ განახლებული ბრენდის ახალი სიმებით ყოველ კონცერტზე.

როგორც ხედავთ, შეფასებები ’უკეთესი’ და ’უარესი’ უბრალოდ უადგილოა ამ შემთხვევაში.

არსებობს სიმების კატეგორია სპეციალური დაფარვით (Coated), რომელიც სიცოცხლეს უხანგრძლივებს სიმებს, ანუ, თუკი რომელიმე სიმი გემსახურებათ ერთი თვის განმავლობაში, ასეთი დაფარვის სიმებმა შეიძლება გაძლოს ერთი და რამდენიმე კვირით ანდა თვით მეტი. ამ სიმების ჟღერადობის მახასიათებლები შედარებით დაბალია ჩვეულებრივ სიმებზე (Uncoated).

იმედია, ინფორმაცია სიმების შესახებ დაგეხმარებათ ზუსტად შეაფასოთ თქვენი საჭიროება და სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სიმები ჟღერადობისა და გამძლეობის მიხედვით.

აკუსტიკური გიტარის დაკვრის ტექნიკა ’ჩაურთველ’ და ’ჩართულ’ რეჟიმებში ერთნაირი არ არის. ნუ იქნებით გაკვირვებული, თუკი კარგად მომზადებული მუსიკალური პიესა დახვეწილი და სრულფასოვანი ჩაურთველი ჟღერადობით აღმოჩნდება უცხო ’ჭუჭყიანი’ ბგერებით გაჯერებული გიტარის გასახმოვანებელ სისტემაში ჩართვისას. ეს არის ტექნიკა, რომელიც გამოცდილების შეძენით უნდა გამოიმუშაოთ. ერთერთი საუკეთესო საშუალებაა მეცადინეობა ყურსასმენებში. რაც შეეხება სასურველი ჩართული ჟღერადობის მოძებნას, ამისათვის სამი ძირითადი პირობა უნდა დაიცვათ და, ასევე, გაკვირვებული იქნებით რამდენად ადვილად მიაღწევთ სასურველ ბალანსს: 1. ეცადეთ თქვენი ინსტრუმენტის შიდა პრეამპის სიძლიერის მოცულობა უფრო მინიმუმთან იყოს ახლოს, ვიდრე მაქსიმუმთან რათა თავიდან აიცილოთ სიგნალის დამახინჯება, ხოლო შედარებით დაბალი სიგნალის ბალანსირება მოახდინეთ გარე პრეამპითა და PA სისტემის საშუალებით; 2. დაკვრაში შემოიტანეთ უფრო მეტი აკურატულობა; 3. ზომიერი რევერბი საბოლოო სისრულეს მიანიჭებს თქვენი ინსტრუმენტის ’ჩართულ’ ჟღერადობას.

შეუძლებელია ერთ გვერდზე ყველა არსებული სავარჯიშოს წარმოდგენა. ინტერნეტში არის რესურსები, სადაც არის შესაბამისი სასწავლო ლიტერატურა და სავარჯიშოთა კრებულები, რომელთა მოძიება მხოლოდ მცირე დროს მოითხოვს. ჯერ კიდევ ჯულიანის მიერ შემუშავებული ეს სავარჯიშო ოქტავებით კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო მარჯვენა ხელის ცერის, არამედ მარცხენა ხელის თითების, ასევე, დამოუკიდებელი და თავისუფალი გამოყენება. ცვალებადი ბასი გულისხმობს მარცხენა ხელის თითების ცალებადი და საპირისპირო მიმართუელებით მუდმივ გადაადგილებასა და მოძრაობს. ეს კონკრეტული სავარჯიშო და, ასევე ტომი ემანუელის რამდენიმე ონლაინ მასტერკლასი წარმოდგენას შეგიქმნით რითი უნდა დაიწყოთ და რა ტიპის სავარჯიშოებს უნდა მიაქციოთ ძირითადი ყურადღება მომავალში. ეს ლინკი კი ტომი ემანუელის არანჟირებებისა და ტაბულატურათა ერთერთი ყველაზე დიდი კოლექციის გვერდს გთავაზობთ. გისურვებთ სასიამოვნო პიკინგს!
მასტერკლასი 1 მასტერკლასი 2 მასტერკლასი 3 მასტერკლასი 4


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 16 2011, 06:22 PM
Post #12


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ჯერ კიდევ ჯულიანის მიერ შემუშავებული ქრომატიული ოქტავების სავარჯიშო. ერთერთი საუკეთესო. ისიამოვნეთ!



--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Nov 16 2011, 07:06 PM
Post #13


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ციტატა
Schertler1

რაღაც სულ ისე მგონია მეგობარო რომ, ოფიციალური პიროვნება გვესაუბრება ჰალსტუხით კატეგორიული ნაწერების ფონზე. biggrin.gif არ ვიცი რატო მაქვს ეს შეგრძნება. ისე საინტერესო და კარგ საქმეს აკეთებ. პირადად ფინგერსტაილის მიმდევარი არ ვარ , თუმცა არასდროს თქვა არასდროს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 16 2011, 10:36 PM
Post #14


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ციტატა(arresta @ Nov 16 2011, 07:06 PM) *
რაღაც სულ ისე მგონია მეგობარო რომ, ოფიციალური პიროვნება გვესაუბრება ჰალსტუხით კატეგორიული ნაწერების ფონზე. biggrin.gif არ ვიცი რატო მაქვს ეს შეგრძნება. ისე საინტერესო და კარგ საქმეს აკეთებ. პირადად ფინგერსტაილის მიმდევარი არ ვარ , თუმცა არასდროს თქვა არასდროს biggrin.gif




კარგი ჰალსტუხები მომწონს, მაგრამ გაკეთება და ტარება - არა! :-)
'კატეგორიული'-ს ნაცვლად უფრო სასიამოვნო იქნებოდა 'დამაჯერებელი' :-)
მუსიკა და გიტარა ყოველთვის მაინტერესებდა. 'ფინგერსტაილი' (და უკულელე), ან უფრო ზუსტად, სოლო აკუსტიკური გიტარა წელიწადნახევრის წინ მოვისმინე და ვნახე ტომი ემანუელი, ჟუბერი, რაფერტი, მაკკიი... შემიძლია ვთქვა, რომ აკუსტიკური გიტარა რა იყო თურმე არც კი ვიცოდი... მთავარია, თითების 'გადატყავების' არ შეგეშინდეს. საინტერესოა ის, რომ ერთი ინსტრუმენტი უკრავს როგორც მთელი ჯგუფი...


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Nov 17 2011, 12:00 AM
Post #15


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



"კიბორჩხალა" - მარცხენა ხელის თითების დამოუკიდებლობის განვითარების ერთერთი საუკეთესო სავარჯიშო. ეს სავარჯიშო ერთგვარი პრელუდიაა ქრომატიული ოქტავების სავარჯიშოსათვის. უფრო ლოგიკური იქნებოდა პირველად "კიბორჩხალას" განთავსება, თუმცა, თუ ვივარაუდებთ, რომ აქ "0"-დან არავინ იწყებს, შეიძლება პირდაპირ ქრომატიული ოქტავებით დაწყება. დამწყებთათვის კი - პირიქით.




--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Dec 8 2011, 03:32 PM
Post #16


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



მოსიარულე ბასის მაგალითი.



--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Dec 8 2011, 04:39 PM
Post #17


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ჯულიანის სავარჯიშო შეგიძლია უფრო დიდი რეზოლუციით ატვირთო? ძალიან პატარაა და კარგად ვერ ვარკვევ.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Dec 20 2011, 07:45 PM
Post #18


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



P-i (ცერისა და საჩვენებელი თითის) ტექნიკა.

ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა რენესანსიდან იღებს საწყისებს როგორც შესრულების ერთხაზოვანი ფორმა. დღეს, კლასიკური გიტარისტები P-i ტექნიკას არჩევენ საჩვენებელი და შუა თითების ტექნიკის გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა საკმაოდ არათანაბარია კლასიკური პასაჟების შესასრულებლად. თუმცა, ეს ზუსტად ის არის, რატომაც უყვართ ეს კომბინაცია ფინგერსტაილ-გიტარისტებს; ერთხაზოვანი იმპროვიზაცია ჯაზსა და სხვა მუსიკალურ სტილებში სვინგისათვის ზუსტად არათანაბარ ჟღერადობას საჭიროებს, რაც ასე დამახასიათებელია P-i ტექნიკისათვის. ჩვენ, როგორც ფინგერსტაილ-გიტარისტებს, უნდა შეგვეძლოს მრავალი სხვადასხვა კომბინაციის გამოყენება სხვადასხვა მუსიკალურ სტილებში.
გამოიყენეთ ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა შემდეგი გამების შესრულებისას. თანადათან გაზარდეთ შესრულების ტემპი და ყურადღება მიაქციეთ, რომ მარჯვენა ხელი ამ დროს რჩებოდეს გაწონასწორებული და მოშვებული - მარჯვენა ხელი არ უნდა განიცდიდეს არანაირ დაძაბვას.
იხილეთ სხვა სავარჯიშოები აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის ვებ-გვერდზე.



--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Dec 20 2011, 11:28 PM
Post #19


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ციტატა
ჯულიანის სავარჯიშო შეგიძლია უფრო დიდი რეზოლუციით ატვირთო? ძალიან პატარაა და კარგად ვერ ვარკვევ.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Dec 21 2011, 12:31 AM
Post #20


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ლინკზე შედარებით დიდია.


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 25th May 2018 - 01:31 AM