IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
Bending - Basic Guitar Techniques, Bend'em!
Demonna
post Mar 5 2014, 11:07 PM
Post #1


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მოგესალმებით მეგობრებო!


გიტარის სიმის აწევა ნამდვილად არის ერთერთი ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც გიტარაზე დაკვრისას შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა ძალიან ბევერი გიტარისტი ბენდებს არასწორად აკეთებს. აქ მარტო ტექნიკის სისწორეზე და ხელის პოზიციაზე არ მაქვს საუბარი, უფრო მუსიკალურ მხარეს ვგულისხმობ. აი წარმოიდგინეთ რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ხელის პოზიცია კარგი გაქვთ, სწორ ტონალობაში ხართ, ბექზე შესანიშნავი მონაკვეთი ჩნდება და სხვა გზა არ გრჩებათ, სიმი უნდა აიწიოს! მაგრამ წევთ და თქცვენ კი გისწორდებათ, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდად ჟღერს ბენდი. ან ბოლოში ვიბრატოა ზედმეტი, ან არასაკმარისად აიწია სიმი და ტონალობიდან გავედით, ან ზედმეტად აიწია, ან საერთოდაც გაგვიწყდა smile.gif

ამის მიზეზი (გარდა გაწყვეტისა რა თქმა უნდა) არის რამდენიმე. ყველაზე მნიშვნელოვნი კი ისაა, რომ ყველაზე აკადემიური გიტარისტებიც კი, რომლებსაც მეტრონომს ვერ გამოაცლი, ყველაფერს ნელა იწყებენ და ტემპს ნელნელა უმატებენ, არ ეზარებათ დაკვრა, მუსიკით უნდათ ცხოვრება და ცხოვრობენ კიდეც, ივიწყებენ რომ ბენდი, როგორც დანარჩენი საშემსრულებლო ტექნიკის ელემენტები ცალკე perfomance-ს მოითხოვს. ანუ ინგლისურად რომ ვთქვათ You must perform a bend და არა უბრალოდ სიმი აწიო.

ბენდის დასამუღამებლად აუცილებელია ნელა ვარჯიში და სწორი სოლოების დაკვრა. რა თქმა უნდა აქ სადავო საკითხია, თუ რას ქვია სწორი სოლო, მაგრამ გეტყვით. სიტყვაზე, უკრავთ ნელ ბლუზ-ტრეკზე. რა თქმა უნდა აქ არ უნდა გმოიყენოთ ბენდის იგივე ტექნიკა რასაც მეტალის დაკვრისას გამოიყენებდით. შესაბამისად გააჩნია რას უკრავთ და აუცილებლად ამ ჟანრიდან რომელიმე ცნობილი გიტარისტის სოლო უნდა გაარჩიოთ და დამუღამების შემდეგ თქვენებურად დაკვრა სცადოთ, ოღონდ აუცილებლად უნდა შეეცადოთ რომ მუსიკის კონტექსტიდან თევენი დაკვრა არ უნდა იყოს ამოვარდნილი.

პირველ რიგში გთავაზობთ გაარჩიოთ ჭეშმარიტად ურთულესი შესასრულებელი (სისწრაფე არაფერ შუაშია) Pink Floyd-ის Shine on you crazy diamond -ის სოლო:


რა თქმა უნდა თავიდან თქვენი სოლო მიუხედავად იმისა რომ სისწრაფით არ ჩამოუვარდებით, არც ნოტების დასმით მაინც არ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს.
ამისათვის ისევ ფესვებს უნდა დაუბრუნდეთ:

=====================

=====================

=====================

=====================

მას შემდეგ რაც ყველა ზემოთა ვიდეოს უყურებთ, აუცილებლად ივარჯიშეთ ნელა! რადგან აუცილებელია ხელზე შესაბამისი კუნთები გავარჯიშდეს.
ამ ყველაფრის შემდეგ ისევ სცადეთ Shine on you crazy diamond-ის სოლო. ნასიამოვნები დარჩებით smile.gif


ბენდზე ყველანაირი კითხვა აქ დაწერეთ, ვიდეოები ნუ მოგერიდებათ გადაიღეთ, აქ დადეთ და ვნახოთ რა უნდა გაასწოროთ იმისთვის რომ იდეალური ბენდი გააკეთოთ!

მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

P.S რამდნიმე მაგალითს მეც შემოგთავაზებთ ბენდების (იდეალურისაგან შორია მაგრამ მაინც biggrin.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Mar 5 2014, 11:09 PM
Post #2


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



4:50


Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Mar 6 2014, 11:24 AM
Post #3


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ოოო ისე ბენდები ჩემი სუსტი წერტილი იყო ყოველთვის sad.gif უნდა ჩავუჯდე!


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 21st July 2018 - 01:42 PM