IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
სრულიად დამწყებებისთვის ცნობარი, Introduction for beginners
Demonna
post Mar 6 2011, 12:10 AM
Post #1


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



Hello and Welcome ყველას ვინც ამ თემაში შემოვიდა smile.gif

ორიოდე სიტყვით ამ თემის შესახებ: ეს თემა ეხება მათ ვინც არის სრულიად დამწყები გიტარისტი, გუშინ იყიდა გიტარა და არ იცის რა ქნას, ჯერ კლასიკური გიტარა იყიდა რომ მერე დენის გიტარაზე დაუკრას cool.gif და ასე შემდეგ..

რა არის საჭირო რომ იცოდეთ გიტარის შესახებ


1. ტექნიკური მხარე
a) არსებობს გიტარის რამდენიმე ტიპი (ან სახეობა, ან რაც გინდათ ის დაარქვით) - ელექტრო (ანუ "ფუღუროს" გარეშე როა, კლიპებში რო უკრავენ ხოლმე ეგეთი); კლასიკური (ანუ "ფუღუროიანი" ნეილონის სიმებით (ან "ძუის" სიმებით)) და ე.წ "ვესტერნ" გიტარა(ანუ ფუღუროიანი, ოღონდ უფრო წვრილი გრიფით, რკინის სიმებით და მეტი ლადებით).
a.1.1 თუ ელექტრო გიტარის ყიდვაზე ფიქრობთ, გაითვალისწინეთ რომ მას სჭირდება სპეციალური "გამაძლიერებელი" ანუ "დინამიკი" სადაც შეაერთებ (სპეციალური სტერეო კაბელის საშუალებით) რომ "ხმა ქონდეს". თუმცა უნდა იცოდეთ რომ ელექტრო გიტარა ჩვეულებრივი გიტარაა, ოღონდ აქვს სპეციალური მაგნიტები იმისთვის რომ ხმის სიგნალი მიიღოს და გაუშვას "დინამიკში" რომ იქიდან ხმა გამოსცეს. დანარჩენი ფაქტობრივად იგივეა (ნუ იგივე არ არის მაგრამ დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით)
a.1.2 მიუხედავად "დინამიკის" არქონისა ნუ იტყვით უარს ელექტრო გიტარის შეძენაზე, ვინაიდან მას (შეერთების გარეშე) დიდი ხმა არ აქვს და გარშემო მყოფნი არ შეწუხდებიან თქვენი მეცადინეობისას.
b ) ამათ გარდა კიდე სხვა ქვედანაყოფები არსებობს (მაგალითად ნახევრად-აკუსტიკური გიტარები) რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციის ცოდნა ამ ეტაპზე არ გჭირდებათ smile.gif
c) თუ არ იცით გიტარის აწყობა ჯობია ტყუილად არ აწვალოთ და ვინც იცის მას მიანდოთ ეს საქმე (თუ მაინცდამაინც თქვენით გინდათ ააწყოთ არსებობს უამრავი ტუტორიალი (სასწავლო ვიდეო) ინტერნეტში).
d) გიტარის სიმების თვლა იწყება ქვემოდან ზემოთ (ანუ პირველი სიმი ყველაზე წვრილია, მე-6 კი ყველაზე სქელი)
e) გიტარის ლადების (გრიფზე (ე.წ. „ჯოხზე“) რკინით გამოყოფილი დანაყოფების) თვლა კი გიტარის თავიდან იწყება. ანუ პირველი ლადი ყველაზე განიერია, ხოლო ბოლო კი ყველაზე წვრილი.
f) ჯერ აკუსტიკური და მერე ელექტრო? - არა, რომელიდანაც გინდა იქედან დაიწყე, სულ ერთია, სწავლის ძირი ორივეს ერთნაირად მწარე აქვს smile.gif)


2. თეორიული მხარე
a) თუ თქვენ გიტარა საქართველოში შეიძინეთ, დიდია ალბათობა იმისა რომ "აწყობილი" გადმოგცეს, ანუ სიმები თავის წყობაში არიან და ე.წ "სტროი" არეული არაა. ასერომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ აწვალოთ სიმები და არ არიოთ გიტარა (სანამ აწყობას დაამუღამებთ შეიძლება ძალიან დაჭიმოთ ან მოუშვათ სიმები და ეს გიტარის გრიფს(ე.წ "ჯოხს" biggrin.gif) ოდნავ დეფორმაციას უკეთებს რაც არაა ძალიან სახიფათო რამ მაგრამ არც სასურველია), ისე კი რომ იცოდეთ ქვემოდან ზემოთ (ანუ წვრილიდან, სქელ სიმამდე) გიტარის სტანდარტული წყობა არის შემდეგნაირი: მი,სი,სოლ,რე,ლა,მი (EBGDAE)
b ) მიუხედავად იმ მიზეზისა, თუ რატომ გინდათ გიტარაზე დაკვრის სწავლა ან საერთოდ, რა სტილის დაკვრა გინდათ, უნდა გახსოვდეთ, რომ გიტარაზე დაკვრის სწავლა არის საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი (კი, 1-2-3 აკორდს 2 წუთში დაამუღამებთ, მაგრამ ეგ დაკვრის ცოდნას არ ნიშნავს, მერწმუდეთ გიტარა გაცილებით უფრო მრავლის მომცველია ვიდრე 3 აკორდიანი ქართული სიმღერების მთელი სპექტრი, რომელბიც მე-3 ლადს არ ცილდებიან biggrin.gif).
c) ვიარო თუ არა მასწავლებელთან? - ამ თემაზე ძალიან ცხარე დისკუსიები მიდის დღესაც, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებით ვამბობ რომ უნდა მიხვიდე მასწავლებელთან (ოღონდ აქაც გააჩნია რისი სწავლა გინდა, თუ ქართულების გინდა ვერავის გირჩევ იმიტო რომ არ ვიცნობ მასეთს, მაგრამ ელექტროს მასწავლებლებზე ამ ფორუმზე არის თემები და გადახედეთ smile.gif)
მიზეზები, თუ რატომ უნდა იარო მასწავლებელთან:
1. თავიდანვე სწორ გზას გაჩვენებს და დროს არ დაკარგავ;
2. დაგეხმარება სწორი ნაწარმოებების შერჩევაში;
3. გექნება შედარებით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა;
4. გაიჩენ მუსიკოს მეგობარს რომელიც თავის გამოდილებას გაგიზიარებს.

d) ასევე გთავაობთ ნოტებს ინტერნაციონალური აღნიშვნით: დო – C ; რე – D ; მი – E ; ფა(Fა) – F ; სოლ – G ; ლა – A ; სი – B ;


3. მათთვის ვინც ნახევრად–პროფესიონალურ ან პროფესიონალურ დონეზე აპირებს გიტარის სწავლას

3.1 თუ მართლა ხარისხიანად გიდათ გიტარაზე დაკვრის შესწავლა, არსებობს რამდენიმე წესი რომელსაც უნდა დაემორჩილოთ, ესენია:
3.1.1 დაკვრა უნდა დაიწყოთ სავარჯიშოებით რომლებიც ხელის ტექნიკას განგივითარებთ (როგორც მარჯვენა ხელის ისე მარცხენის). ვინაიდან გიტარაზე დაკვრა ასე თუ ისე მაინც ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. სავარჯიშოების კეთება ხელის გარკვეულ კუნთებს ანვითარებს, რაც თავისთავად მომავალში დაკვრის სისუფთავესა და სისწრაფეზე ისახება.
აქ იგულისხმება არამარტო ის, რომ როდესაც გიტარაზე დაკვრის სწავლას იწყებთ, ჯერ გარკვეული სავარჯიშოები უნდა დაამუღამოთ, არამედ ისიც, რომ ნებისმიერ დღეს რაიმე რთულის დაკვრა რომ მოგინდეთ, ჯერ რამდენიმე სავარჯიშო უნდა გააკეთოთ, რათა ხელი „გაახუროთ“ და შემდეგ უნდა დაუკრათ ის რთული ნაწარმოები. ასეთ შემთხვევაში, თავიდან აიცილებთ გარკვეულ ხელის დაავადებებს.
3.1.2 უნდა დაიწყოთ ისეთი ნაწარმოების გარჩევა და დაკვრა, რაც შედარებით ადვილია (იმავე მიზეზებით რაც წინა პუნქტში იყო განხილული).
3.1.3 შეიძლება მოგიწიოთ ისეთი ნაწარმოებების დაკვრა, რაც მაინცდამაინც არ მოგწონთ, მაგრამ ამ საკითხს მოეკიდეთ არა თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე, არამედ როგორც "გამოძახილს" (Challenge) ან სირთულეს, რომელიც უნდა გადალახოთ.
3.1.4 ნუ ჩაიციკლებით (შემოიფარგლებით) მუსიკის მხოლოდ ერთი კონკრეტული სტილის მოსმენით, იყავით მრავალფეროვნები smile.gif

4. გამოიყენეთ ინტერნეტ რესურსი.
4.1 არსებობს უამრავი მასალა ინტერნეტში და არ დაგეზაროთ მოძებნა (ნუ აქ ეხლა Youtube -ს შესახებ საუბარს აღარ დავიწყებ მაინც ყველამ იცის)
წყაროები: www.youtube.com || www.rutracker.org || www.btjunkie.org || www.demonoid.com ||
4.2 ისწავლეთ თქვენს თავზე მუშაობა და დროის სწორად გამოყენება. ანუ არ დაგეზაროთ დღეში მინიმუმ 1 საათი მაინც მეცადინეობა გიტარაზე, თუ გინდათ რომ რეალურ შედეგს მიაღწიოთ.

5. ყველაზე მთავარი: გადახედეთ ჩვენს ფორუმს, ვინაიდან ძალიან ბევრი სასარგებლო თემაა გახსნილი და უამრავ რამეს გაიგებთ, ასევე feel free რომ დაპოსტოთ თქვენი შეკითხვები (ერთ თემაში რომ მოვუყაროთ თავი)

გმადლობთ ყურადღებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LeadeR
post Mar 6 2011, 12:38 AM
Post #2


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 138
Joined: 10-June 10
Member No.: 1,167
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: xz



ძალიან საინტერესო,ძალიან კარგი,და ძალიან ბევრისმომცველი პოსტი იყო,ყოჩაღ დემონ.
მე მაგალითად ბევრი რამე ვისწავლე და ბევრ რამეს გავითვალისწინებ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Andrew
post Mar 6 2011, 12:43 AM
Post #3


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,057
Joined: 20-March 09
Member No.: 159
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



wink.gif +1
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Mar 6 2011, 12:45 AM
Post #4


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მადლობა ბიჭებო გაიხარეთ ::*)) იმედია კიდე გამოადგება ვინმეს ეს პოსტი smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
cuxa
post Mar 6 2011, 12:43 PM
Post #5


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 26
Joined: 26-January 11
Member No.: 1,710
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



კაი რამეა.საღოლ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Mar 6 2011, 03:04 PM
Post #6


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



აუ შენ გაიხარე დემონ! კაი ხანია მინდოდა ესეთი თემის შექმნა smile.gif აწი დამწყებებს პირდაპირ აქ გამოვუშვებ ხოლმე.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Mar 7 2011, 01:22 AM
Post #7


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ჯიგარი ხარ! რესპექტ
Go to the top of the page
 
+Quote Post
MACHVA
post Mar 7 2011, 02:35 AM
Post #8


WHITE PONY
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,169
Joined: 21-February 09
Member No.: 10
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Fender Stuff



ციტატა(Demonna @ Mar 5 2011, 08:45 PM) *
მადლობა ბიჭებო გაიხარეთ ::*)) იმედია ვინმეს კიდე გამოადგება ვინმეს ეს პოსტი smile.gif)

გამოადგება კიარა ასაპინია ყველა განყოფილებაში ! biggrin.gif თორე ბევრი გიტარიზმამდე ვერ მოდის იმდენს პოსტავს სადმე გადაკარგულში

ნუ .. ნაკაშ თუ ყველგან არა ამაში მაინც :blush:


--------------------
NAKASHOPHOBIC

Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Mar 7 2011, 02:40 AM
Post #9


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



აიპინა smile.gif)


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Mar 7 2011, 07:45 PM
Post #10


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ციტატა(nakash @ Mar 6 2011, 11:40 PM) *
აიპინა smile.gif)

cool!! smile.gif) მადლობა ყველას დაფასებისთვის smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Mar 8 2011, 09:37 AM
Post #11


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ყოჩაღ დემ. საინტერესოდ ჩამოყალიბებული იდეების ერთიანობაა, იდეები რომელიც დარწმუნებული ვარ შენს პრაქტიკიდან გამომდინარეობს.
მე მომწონს დემეტრეს დაკვრა, ხელის მანერა და საერთოდ ლაპარაკიც.
დიდი სიამოვნებით ყურად-იღეთ, ხალხო... თქვენი გაუცნობიერებელი იმპულსი და რაღაცის სურვილი იქნებ დემეს წერილმა გამოაშკარავოს და შესძინოს რეალობის ელფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mr.Lennon
post Mar 8 2011, 06:15 PM
Post #12


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 8
Joined: 8-March 11
From: Liverpool
Member No.: 2,860
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



გაუმარჯოს ყველას smile.gif
ახალი ვარ და ძალიანაც მინდა გიტარაზე დაკვრის სწავლა, ამიტომ შემოვედი ამ ფორუმზე!ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მირჩევთ smile.gif
Demonna
მომეწონა შენი სტატია, ბევრი გიწვალია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
bachi
post Mar 19 2011, 02:24 AM
Post #13


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 626
Joined: 30-March 10
Member No.: 1,053
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez RG 350dx



ციტატა
და საერთოდ ლაპარაკიც.

laugh.gif .. დემონ საღოლ დასაფასებელია შენი შრომა.ბევრს დაეხმარები ამით
Go to the top of the page
 
+Quote Post
solo
post Apr 21 2011, 12:36 AM
Post #14


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 199
Joined: 11-August 10
From: tbilisi
Member No.: 1,234
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: gibson xel naketia ravici me



3 აკორდიანი ქართული სიმღერების მთელი სპექტრი, რომელბიც მე-3 ლადს არ ცილდებიან ). ესეთ პონტში ვარ ეხლაც მეე ტოოო :დ :დ ბოლო წელია დავდივარ და ჩემმა "მასწმა" ჯაზზე და ბლუზე თქვა მაგარი კვერცხობააოო ნუ უფრი ბევრად სასტიკად მაარა ეგეთებს არ ვიყოთ :დ :დ :პ კაი პოსტი იყო დემონ wink.gif გაიხარე მეც აქ გამოუშვებ ხოლმე ეგრევე :დ ამომესუნთქა რაა :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Jun 3 2011, 11:13 PM
Post #15


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



ძუა, ფუღურო და კლიპეპში, biggrin.gif რომ უკრავენ ეგეთი მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Funky
post Jun 4 2011, 10:21 AM
Post #16


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 70
Joined: 21-May 11
Member No.: 7,800
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



ციტატა(Levani @ Jun 3 2011, 11:13 PM) *
ძუა, ფუღურო და კლიპეპში, biggrin.gif რომ უკრავენ ეგეთი მომეწონა


დამწყებების ენაზეა დაწერილი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
coopcamaro
post Jul 15 2011, 07:49 PM
Post #17


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 7
Joined: 8-March 09
Member No.: 110



ვინმემ ზურას ნოემრი ხო არ იცით? გიტარაზე რო ასწავლის ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Jul 15 2011, 08:59 PM
Post #18


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ციტატა(coopcamaro @ Jul 15 2011, 04:49 PM) *
ვინმემ ზურას ნოემრი ხო არ იცით? გიტარაზე რო ასწავლის ?

გვარი დაწერე თორე ზურა გიტარაზე რო ასწავლის არის კაკ მინიმუმ 15 ცალი smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
MACHVA
post Jul 16 2011, 08:47 AM
Post #19


WHITE PONY
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,169
Joined: 21-February 09
Member No.: 10
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Fender Stuff



ციტატა(Demonna @ Jul 15 2011, 04:59 PM) *
15 ცალი

biggrin.gif


--------------------
NAKASHOPHOBIC

Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Dec 26 2011, 12:57 AM
Post #20


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



დემონ დაახლოებით ეგეთი სიახლე გავაკეთე ერთ საიტზე biggrin.gif


Guitar
აი ნახე...

დამწყებებს კი გამოადგებათ ისე მართლა... +1
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 26th May 2018 - 05:41 PM