IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
კილოები, და მათი გამოყენება
nakash
post Feb 15 2010, 02:51 AM
Post #21


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ციტატა(arresta @ Feb 13 2010, 09:54 PM) *
i love u , biggrin.gif rolleyes.gif man

გაიხარე smile.gif
sorry დღეს ვერანაირად ვერ მოვიცალე გაგრძელების დასაწერად.
სავარაუდოდ ხვალისთვის ჩავუჯდები smile.gif


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Feb 15 2010, 11:48 PM
Post #22


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ციტატა(arresta @ Feb 12 2010, 06:02 PM) *
მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს. კილოებს იყენებ სიტყვაზე იმპროვიზაციისთვის, ხო. ერთ ვარიანტია როდესაც მოცემულია აკორდების "პროგრესია" და შენ სათაოდ ყველა აკორდზე მისი ტიპის მიხედვით უსადაგებ კილოს.
მაგრამ ავიღოთ ესეთი შემთხვევა როდესაც აკორდების "პროგრესია" არის შემდგარი რამდენიმე სხვადასხვა გამისგან C-E7-Am-A7-Dm-G7-C (მაგალითი) და შენ გინდა რომ შესაბამისი გამის მიხედვით აგებულ აკორდების ჯგუფს შეუსაბამო კილო, ასეთი კი რამდენიმეა ხო ამ მაგალითში.
1.რის მიხედვით უნდა განსაზღვრო აკორდების პროგრესიის გამები ცალ -ცალკე-?

ესე იგი მოვიცალე biggrin.gif
ტაკ ეს ცოტა რთული თემაა ასე რომ მოდი ჩემს ხედვას გეტყვი და ისე აქ ზოგი კონსერვატორიის განათლების მქონე მუსიკოსიც შემოდის და ცოტა თუ წაგვეხმარებიან კარგი იქნება smile.gif

ესეიგი შენ დადევი მაგალითად აკორდების პროგრესია C-E7-Am-A7-Dm-G7-C და გაინტერესებს საერთოდ ან რა ტონალობაა ან რა კილო უნდა შევუფარდოთ იმპროვიზაციის დროს თითეულ აკორდს.

საერთოდ მიდგომა ამ დროს შეიძლება იყოს რამდენიმენაირი... და ეს თავად ნაწარმოების არანჟირებიდან და სტილიდან უნდა გამოდიოდეს.. ანუ თუ ეს არის სიმღერა ან რაიმე მელოდია მკვეთრად გამოხატული ტონალური ცენტრით მაშინ შეგიძლია მთელი კომპოზიცია განიხილო ერთ ტონალობაში და შესაბამისად ამ ტონალობაში ააწყო იმპროვიზაცია... ამისი ნათელი მაგალითია თუნდაც ბლუზური პენტატონიკა... იქ როგორც მოგეხსენება I IV V აკორდები მონაწილეობს მაგრამ იმპროვიზაციის დროს არც ბადი გაი და არც ბიბი კინგი იონურ, ლიდიურ და მიქსოლიდიურ კილოებში არ დარბიან... თუმცა თუ ჯაზ არანჟირებას გაუკეთებ ბლუზს მაშინ შეიძლება კილოებიც დაგჭირდეს.

ეხლა საიდან უნდა გაიგო რა ტონალობაშია ნაწარმოები... ანუ "მშობელი მაჟორული ტონალობა" რომელია smile.gif... თუ მუსიკა ნოტებით ან ლიდშითითაა ჩაწერილი მაშინ უპრობლემოდ სულ დასაწყისში ვიოლინოს (ან ბასის) გასაღების მერე წერია ხოლმე ალტერაციის ნიშნები რომელიც შენ რომ cycle of 4ths/5ths დადე აი მაქ რა ტონალობაც შეესაბამება მაგ ალტერაციის ნიშნებს ეგ ტონალობაა. შესაბამისად თუ ვიოლინოს გასაღების შემდეგ ორი დიეზი წერია ესე იგი რე მაჟორთან (ან მის პარალელურ სი მინორთან) გვქონია საქმე, თუ ერთი ბემოლია ესეიგი ფა მაჟორი (ან მისი პარალელური რე მინორი).

ეხლა თუ ნოტები არა გაქვს და მარტო ტაბი ან აკორდები გაქვს... მაშინ არის ასეთი წესი.. (თუმცა ეს ისევ ტრადიციულ მუსიკალურ ფორმებს, სიმღერებს, მელოდიებს და ა.შ. ეხება, ანუ ფიუჟენი, ავანგარდი, ატონლური მუსიკა და ასეთები არ იგულისხმება) მუსიკალური ნაწარმოები როგორც წესი ხშირად ტონიკით იწყება და თითქმის ყოველთვის ტონიკითვე მთავრდება მელოდიურადაც და ჰარმონიულადაც (ანუ იგულისხმება როგორც ნოტა ასევე აკორდი). გახსოვს რო ვამბობდი ყველა ნოტა ტონიკისკენ მიისწრაფვის რადგანაც წონასწორობის მდგომარეობას მხოლოდ იქ აღწევს მეთქი? ჰოდა აიღე ნებისმიერი მელოდია და დაიღიღინე... თუნდაც სხვა ნოტზე თავდებოდეს (ან სინკოპირებული იყოს ან რამე ჯანდაბა smile.gif) მუდამ მხოლოდ ერთი ნოტი მოგივა თავში რომელზეც ეს ნაწარმოები ან ფრაზა სრულდება ლოგიკურად და არსად აღარ ითხოვს გადასვლას. ჰოდა სწორედ ესაა მისი ტონიკა...

ამას გარდა არსებობს დედუქციური მეთოდები smile.gif... ანუ ხომ გახსოვს მაჟორის ჰარმონიზაციის დროს რა სურათი მივიღეთ... მაჟორი-მინორი-მინაორი-მაჟორი-მაჟორი-მინორი-შემცირებული. როგორც ხედავ ორი ზედიზედ მაჟორი მხოლოდ ერთგანაა... შესაბამისად თუ რომელიმე ქორდ სეკვენსში სეკუნდათი დაცილებული ორი მაჟორული აკორდი შეგხვდეს დიდი შანსია რომ ეს მაჟორული გამის კვარტა და კვინტა იყოს.. შესაბამისად მოძებნე ტონიკა და თუ იქაც მაჟორი დაგხვდა პაჩწი გაშიფრული გაქვს ნაწარმოები smile.gif.

მოდი აქ გავჩერდეთ... ხვალ შევეცდები ბოლომდე დავხარჯო ჩემი ბაგაჟი biggrin.gif


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 16 2010, 12:15 AM
Post #23


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



კი ნაკაშ, ნოტების დროს თავისთავად მითითება- გამის ნიშანი მისი კუთვნილებითი თვისების განსაზღვრის. ეგ ყველაზე ადვლად აღსაქმელი მომენტია. აკორდული მითითება ვიგულისხმე. რეალურად , კი ჰარმონიზაციის დროს გამოყვანილი 4 და 5 აკორდების ურთიერთკავშირის და ინტენსივობიდან გამომდინარე დაასკვნი რომ ვთქვათ იგი მაჯორული გადაბმაა, მაგრამ რეალურად ხომ შეიძლება დომინანტასა და სუბდომინანტას ურთიერთობა არ გამოიხატოს, და საწყისი აკორდიდან შემდეგვე შეიცვალოს გამა. აი ეგ მომენტი მაბნევს. დიდი მადლობა ძამიკო დახმარებისთვის საკმაოდ ბევრ რამეს გამარკვიე. ძაან შრომატევადია და ნუღარ შეწუხდები . წერით გადმოცემა სიტყვებში შედარებით რთულია.მადლობთ ძმა
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Feb 16 2010, 02:10 AM
Post #24


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



ბარემ მოვრჩები რაკიღა დავიწყე smile.gif

კი რა თქმა უნდა შეიძლება აკორდები შეიცვალოს.. შეიძლება პარალელური მინორიდან ისესხოს მაჟორმა.. ასევე შეიძლება შემცირებული მე7 აკორდის ნაცვლად ჰარმონიული მაჟორიდან მოვიდეს დადაბლებული მე7 აკორდი.. შეიძლება საერთოდ ტონალური ცენტრი გადავიდეს კვინტით ზემოთ ან მაჟორი მონათესავე მინორზე გადაერთოს (მაგ. დო მაჟორი ლა მინორზე) (სწორედ ამას ქვია მოდულაცია)... მინორულ ტონალობაში ხშირია მაჯორული დომინანტასა და სუბდომინანტის გამოყენება.. ან მაგალითად ფრიგიულიდან დადაბლებულ მეორე საფეხურზე აგებული მაჟორული აკორდის "სესხება".... მოკლედ მუსიკა მაგიტომაა ძალიან მაგარი რომ მილიონი ვარიანტი არსებობს smile.gif..
შენ რაც გაინტერესებს როგორ უნდა მოახერხო ამაში იმპროვიზაცია smile.gif... ჰეჰ... ეგ სხოდუ იმპროვიზაცია შეუძლიათ ან სუპერ პროფებს ან ბლუზმენებს რომლებისთვისაც საკმარისია ტონალობა გაიგოს და წავიდა პენტატონიკებში სირბილი biggrin.gif... ის რასაც ჯაზური იმპროვიზაცია ქვია ბლუზისაგან სწორედ მაგითი განსხვავდება რომ მუსიკოსები მაგ დროს უკრავენ ან უკვე ცნობილ ჯაზ სტანდარტს რომლის აკორდული პროგრესია წინასწარ ყველამ იცის, ან კიდევ აუცილებლად ითხოვენ ე.წ. leadsheet ს სადაც ტონალობაც, აკორდული პროგრესიაც და მელოდიური ხაზიც ნაჩვენებია.. და აი უკვე მაქ მიდის იმპროვიზაცია აკორდების ჩანაცვლების (chord substitution) , მოდულაციების და ათასი ჯადოქრობის რაც ჩემთვისაც ისევე გაუგებარია როგორც მოყვარული გიტარასტების უმრავლესობისათვის.

იმ შემთხვევაში კიდევ როდესაც უბრალოდ რაღაც სიმღერას არჩევ, პირველ რიგში გებულობ ტონალურ ცენტრს, მერა აკორდულ პროგრესიას და დალშე იმპროვიზაციის დროს მიყვები აკორდების ნოტებს.. სხვა ნოტები კი ადგილზე გამოჩნდება რომელი მიდის და რომელი არა , მითუმეტეს როცა სოლოს მელოდიის სახე აქვს... აქაც გაქვს არჩევანი გაყვე ზოგადად კომპოზიციის ტონალობას ან ქორდ ჩეინჯების შესაბამისად ცვალო კილო...ან ვაფშე საერთოდ ატონალური რაღაცეები დაუკრა და უფრო დრამატული გახადო კომპოზიცია... ისე კი თავიდან მაინც ყველას ჯობია უბრალოდ მოუსმინო პროგრესიას და თავში რაიმე მელოდია ააწყო რომელსაც მერე გიტარაზე გადაიტან....მოკლედ შეზღუდული არანაირ ექსპერიმენტში არა ხარ...

კსტატი აი მაგ სტეტინას წიგნში Fretboard Mastery საკმაოდ ვრცლადაა განხილული ეგ პროგრესიებიც, აკორდული რეზოლუციებიც, მოდულაციებც და კიდევ ბევრი რამე თან იმინა როკერისთვის გასაგები ენითა და მაგალითებით.

და შენ რაც დადევი (C-E7-Am-A7-Dm-G7-C) აკორდული პროგრესია დო მაჟორულ ტონალობაშია ჩემი აზრით... ბოლოში ყურადღება მიაქციე დომინანტადან ტონიკაში (G7>>C) როგორ ხდება გადაწყვეტა.. დანარჩენი აკორდებიდან Dm და Am თავისთავად მეორე და მეექვსე საფეხურიდან აგებული მინორული აკორდებია ხოლო E7 და A7 ნასესხებია... აქედან პირველი ეოლიური A მინორის გამაჟორებული დომინანტაა (რომელიც ეგრევე თავისსავე ტონიკაში გადაიწყვიტება), მეორე კიდევ ფუნქციურად იგივეა დორიული რე მინორისათვის. ანუ ეს ნასესხები აკორდები ფუნქციურად შემავალი აკორდებია და დო მაჟორული ტონალობის კუთვნილ მინორულ აკორდებში ძლიერი დომინანტური გადაწყვეტისთვისაა შემოყვანილი.

ანუ სთრიქთლი ჰარმონიულად რო მივყვეთ ესე იგი პირველ ტაქტში ცხადდება ტონიკა დო მაჟორი რომელიც მეორე ტაქტიდან ეოლიურ ლა მინორში გადადის V7-i გადაწყვეტით(მგონი დომინანტ ფრიგიული კილო უნდა იყოს), ამის მერე იგივე V7-i სტილში გადავდივართ დორიულ რე მინორში A7 ის გავლით (აქ პა მოემუ მელოდიური მაჟორია). აი აქედან კი უკვე კლასიკური ii-V7-I პროგრესიაა რომელიც რა თქმა უნდა ისევ ტონიკაზე სრულდება (ანუ მიქსოლიდიური სოლ მაჟორი და ბოლოს იონური დო მაჟორი).


უფ რამდენი ვწერე.. აი ამისი გაკეთება პრაქტიკაშიც რო ასე ადვილად შემეძლოს ფასი არ მექნებოდა biggrin.gif


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Feb 16 2010, 11:12 AM
Post #25


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



გაიხარე.აბსოლუტურად გასაგებია
:respect: happy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
shakabass
post Feb 16 2010, 11:44 AM
Post #26


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 94
Joined: 22-February 09
From: tbilisi
Member No.: 29



მაგარი ნერვები გქონია smile.gif


--------------------
conklin gtbd&jamman
Go to the top of the page
 
+Quote Post
helloweenboy
post Jul 24 2011, 12:12 AM
Post #27


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 332
Joined: 6-May 10
Member No.: 1,120
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: washburne idol



zemot rom torentis linkia ar mushaobs da shegidzlia gaasworo? an saxeli ro dawero rac qvia mag fails da metviton movdzebni


--------------------
გაააააჭიმე კვაჭახარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gujaviolin
post Jan 21 2012, 09:28 PM
Post #28


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 314
Joined: 3-December 09
Member No.: 786



ხალხნო, Guitar Pro ფაილი მქონდა სადაც ყველა კილოური გამა იყო მოცემული, ხოდა დამეკარგა ფაილი sad.gif

იქნებ ვინმეს გქონდეთ Guitar Pro ფაილი სადაც ყველანაირი კილოებია და გამები? არაბულ-ინდურ-აზრიური კილოებიც იყო მახსოვს sad.gif



--------------------
მამა ჯემალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Jan 21 2012, 09:31 PM
Post #29


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



გუჯა, გიტარ პროში ვირტუალური გრიფი გამოაჩინე და იქ დააჭირე პანელზე scales- და გამოგიყრის ყველაფერს, როგორც ვირტუალურ კლავიშზე წერტილებით ასევე გრიფზე, თავისი ინტერვალებით ან ნოტებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gujaviolin
post Jan 21 2012, 09:38 PM
Post #30


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 314
Joined: 3-December 09
Member No.: 786



გაიხარე, ეგ არ ვიცოდი ეხლა ვნახე რა მაგარი რამეა biggrin.gif


ნოტებად გადმოაქვს?


--------------------
მამა ჯემალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Jan 21 2012, 09:40 PM
Post #31


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ციტატა(Gujaviolin @ Jan 21 2012, 10:38 PM) *
გაიხარე, ეგ არ ვიცოდი ეხლა ვნახე რა მაგარი რამეა biggrin.gif


ნოტებად გადმოაქვს?

აუ აქ არ მაქვს გიტარ პრო. მაგ scales გვერდით მანდავე პანელზე უნდა იყოს შესაცვლელი მენიუ. ინტერვალებად , საფეხურებად და ნოტებად აჩვენებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post May 29 2012, 01:40 AM
Post #32


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ქრესტომათიული თემაა, აიპინა..
Go to the top of the page
 
+Quote Post
bebero08
post Jul 8 2012, 09:16 PM
Post #33


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 87
Joined: 13-March 12
Member No.: 23,219
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: gibson akustikuri



ხო ხო ხო...რა გაუგებარია ეგ ყველაფეი ჩემთვის...ერტი კითხვა მაქვს....რა არის კილო?არ ვიცი გიტარის ზალიან ბევრი რა....არც ეგ დამჭირვებია რომ მცოდნოდა და ზალიან საინტერესო და ზნელი რამე ჩანს.....იქნებ ვინმემ ამიხსნას მოკლედ რ....biggrin.gif

ძალიან მინდა რომ ვისწავლო კარგად რასაცქვია გიტარა და კიდიდევ რამეს ხომ არ მირჩევთ?მადლობელი დავრჩები
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Jul 8 2012, 09:35 PM
Post #34


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



კილოს ორი მნიშვნელობა აქვს - ერთია წონის ან სხვა ერთეულის აღნიშვნა biggrin.gif მაგრამ ამ შემთხვევაში კილო არის მაჟორული ან სხვა გამის თითოეული საფეხურიდან აგებული ბგერათრიგი, რომელიც გარკვეული ხალხური მუსიკის ან რაიმე სხვა სახის ელფერს იძლევა. ინგლისურად ეგაა modes, რუსულად лады.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 19th January 2018 - 01:40 PM