IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
Jimi Hendrix, are you experienced?
Irakli
post Jun 8 2011, 01:42 PM
Post #1


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



James Marshall "Jimi" Hendrix (born Johnny Allen Hendrix, November 27, 1942 September 18, 1970) was an American guitarist and singer-songwriter. He is widely considered to be the greatest electric guitarist in musical history, and one of the most influential musicians of his era across a range of genres
ბიოგრაფიის თარგმნას ან ვიკიდან მთლიანად დაკოპირებას არ ვაპირებ ყველას შეუძლია შავით თეთრზე წაიკითხოს ბიოგრაფია მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრები, მე პირადად მგონია რო ახლოსაც არავინ არის საშემსრულებლო ხელოვნებაში (თუმცა მუდმივად ამაზეა კამათი რა არი საშემსრულებლო ხელოვნება) იმ გიტარისტებიდან რომლებიც ელექტრო გიტარაზე უკრავენ, მაინტერესებს თქვენი აზრი მაგალითად რა განსხვავებაა ჯიმისა და დანარჩენ იმ პერიოდის თუ თანამედროვე გიტარისტებს შორის (კი მესმის შეიშლება დაკვრის ტექნიკაზე მოგინდეთ საუბარი რაც კიდევ ცალკე სადაო თემაა რა არი ტექნიკა მუსიკალური ტექნიკა და ა.შ) ერთი სიტყვით მე პირადად კარგად ვიცნობ ჰენრიქსის შემოქმედებას და სხვა თანამედროვე გიტარისტებისაც თითქმის ყველა მაქვს მოსმენილი რომელიც კი ცნობილია თავისი მუსიკით და ტექნიკით, ერთი სიტყვიტ იყოს ეს თემა შეიძლება ცოტა ინტრიგნულად გამოიყურება biggrin.gif მაგრამ წინა იგივე თემის ავტორს გაუუქმეს თემა იმის გამო რომ ადამიანმა მარტივად და იოლად შესთავაზა ჯიმიზე საუბარი არ გინდოდათ და აჰა biggrin.gif

პ.ს გთხოვთ იმ ადამიანებმა ისაუბროთ ამ თემაზე ვინც კარგად იცნობს ჰენდრიქსის შემოქმედებას მარტო ჰეი ჯო და მონტერეის პოპ ფესტივალი არ აქვს ნანახი
Go to the top of the page
 
+Quote Post
capa
post Jun 8 2011, 02:04 PM
Post #2


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 38
Joined: 21-February 11
Member No.: 2,235
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



უძლიერესია ჯიმიsmile.gif ტექნიკა,მელოდიურობა...მოკლედ ჩემთვის N1–ია
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Jun 8 2011, 02:25 PM
Post #3


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



1966 წლის 24 სექტემბერს ჩეს ჩენდლერს ჯიმი ჰენდრიქსი ლონდონში რომ არ ჩაეყვანა ძალიან დიდი შანსია როკ მუსიკა (და როკ გიტარა განსკუთრებით) ისეთი სახით როგორითაც ის დღეს გვაქვს, არ არსებულიყო. რომელი მუსიკოსის მოგონებაც არ უნდა წაიკითხოთ (ლენონი, მაკარტნი, ტაუნსენდი, კლეპტონი, პეიჯი, ბეკი, ბლექმორი, ა.შ.) ყველა აღიარებს, რომ ჰენდრიქსის დაკვრამ ისინი აიძულა თავიდან გადაეფასებინათ საკუთარი შეხედულებები მუსიკასა და გიტარაზე. აქ იმდენად ტექნიკა არაა მთავარი (მაშინდელი გიტარიზმი ძირითადად პენტატონიკის გარშემო ტრიალებდა და ბრიტანელი გიტარ ჰიროუები საკმაოდ მკვირცხლად დარბოდნენ გრიფზე) არამედ ზოგადად მუსიკალურობა და გიტარისადმი არა როგორც მხოლოდ მუს ინსტრუმენტის არამედ როგორც თვითგამოხატვის საშუალებისადმი მიდგომა. ჰენდრიქსისთვის გიტარა მისი ეგოს მისი პიროვნების გაგრძელებას წარმოადგენდა, მას შეეძლო ნებისმიერი საკუთარი ემოცია გამოეხატა მისი საშუალებით და თან ეს ყოველივე მუსიკალურად საინტერესო და ღირებული ყოფილიყო. ის არ იყო "პროფი" დღევანდელი გაგებით,- ცნობილია, რომ როდესაც ცუდ ხასიათზე იყო ცუდად უკრავდა, ის უბრალოდ გენიოსი იყო. სწორედ ამიტომაა ჰენდრიქსი დიდი და სწორედ ამიტომ არ ცხრება მასზე მსჯელობა დღემდე.
როდესაც მუსიკაში არც თუ ისე ჩახედული ხალხი მეკითხება ჰენდრიქსი რითი იყო მაგარიო ყოველთვის პელესთან ანალოგიას ვაკეთებ biggrin.gif დღესდღეისობით ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელის ტექნიკა ათი თავით მაღლა დგას პელესაზე მაგრამ ის ერთი იყო და განუმეორებელი და ის mojo რაც მას ქონდა მარტო ერთეულებს შეიძლება ჰქონდეთ.

პ.ს. თემა იმიტომ კი არ დავხურე რომ ვიკიპედიიდან ჯიმის ბიოს დაკოპირება მინდოდა. ელემენტარულად, შენს საყვარელ მუსიკოსზე თემას რომ ხსნი ერთი აბზაცის დაწერა მაინც უნდა შეგეძლოს, თუ რატომ გიყვარს ის, და არა "ძნ ძნ მაგარია, ყველას იხევს" სტილის უაზრო პოსტები. როცა სხვას მოუწოდებ იმსჯელეთ ჰენდრიქსის მუსიკაზეო ჯერ შენი მსჯელობა მოგვასმენინე და შემოგიერთდებით ბატონო. თავი მარტო ქუდის დასახურად ხომ არ მოუცია გამჩენს, ვახ.


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
capa
post Jun 8 2011, 02:29 PM
Post #4


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 38
Joined: 21-February 11
Member No.: 2,235
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



nakash ohmy.gif სრულყოფილი იყოsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 8 2011, 03:22 PM
Post #5


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ციტატა(nakash @ Jun 8 2011, 11:25 AM) *
პ.ს. თემა იმიტომ კი არ დავხურე რომ ვიკიპედიიდან ჯიმის ბიოს დაკოპირება მინდოდა. ელემენტარულად, შენს საყვარელ მუსიკოსზე თემას რომ ხსნი ერთი აბზაცის დაწერა მაინც უნდა შეგეძლოს, თუ რატომ გიყვარს ის, და არა "ძნ ძნ მაგარია, ყველას იხევს" სტილის უაზრო პოსტები. როცა სხვას მოუწოდებ იმსჯელეთ ჰენდრიქსის მუსიკაზეო ჯერ შენი მსჯელობა მოგვასმენინე და შემოგიერთდებით ბატონო. თავი მარტო ქუდის დასახურად ხომ არ მოუცია გამჩენს, ვახ.

გეთანხმები თუმცა იქნებ ადამიანმა არ იცოდა რითი დაეწყო და მერე შემოეთავაზებინა საინტერესო აზრები რთულია რამე ახალი თქვა ჰენდრიქზე იმდენია ნათქვამი.. smile.gif

მომწონს შენი პოსტი ნაკაშ უდაოდ ერკვევი მაგრამ რამოდენიმე რამ ვერ გავიგე ''პროფი დღევადელი გაგებით'' დაახლოებით მივხვდი რასაც გულისხმობ.. /ცნობილია, რომ როდესაც ცუდ ხასიათზე იყო ცუდად უკრავდა/ ამაში ვერ დაგეთანხმები cool.gif იმ კონცერტში სადაც ცუდ ხასიათზეა უბრალოდ მუსიკაზე აისახება ბუნებრივად, რაც ადასტურებს იმას რომ ზუსტად ახერხებდა გრძნობების გადმოწემას, ასეთია სტოქჰოლმის 1969 წლის კონწერტი აგრეტვე isle of wight 1970 სადაც მთელი კონცერტის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ეცვლება განყობა, ამავე კონცერტის red house-ში ჩანს რომ თავიდან მექანიკურად უკრავს რითიც თვითონაც წუხდება მხოლოდ მეორე ნაწილში ახერხებს განწყობის შექმნას, ერთი სიტყვით ჩემი აზრით ჰენდრიქსი სუპერ პროფესიონალია ყველა ჭრილში დაწყებული შესრულების თავისუფლებიდან და ორიგინალურობიდან დამთავრებული იმ ატმოსფეროს შექმით რომლსაც იშვიათად, ახერხებდნენ მუსიკოსები კონცერტებზე, დღევანდელი გაგებით პროფი არ ვიცი რას ნიშნავს იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა , ბევრი რამე მექანიკური და ხელოვნური გახდა რაც მუსიკის ბუნებრივობაზე აისახება
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Jun 8 2011, 03:35 PM
Post #6


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



"პროფი დღევანდელი გაგებით" იმჰო არის ადამიანი ვინც იძლევა სტაბილურ პერფორმანსს მიუხედავად საკუთარი გუნება განწყობისა... ანუ ვისაც ავტოპილოტზეც შეუძლია სრულფასოვანი შედეგი მოგცეს. სტივ ვაი ზაპასტან რომ უკრავდა ერთხელ იმხელა სიცხე ქონდა რომ ფეხზე ვერ დგებოდა და სცენაზე სავარძელი დაიდგა და ისე უკრავდა. ჩემი აზრით ჯიმი ეგეთი არ იყო, თუმცა მე მის ნაკლად არ მიმაჩნია .... პროფები ძალიან ბევრნი არიან, ჰენდრიქსისნაირი მუსიკოსები კი რბილად რომ ვთქვათ ძალიან დიდი იშვიათობაა smile.gif

ციტატა
გეთანხმები თუმცა იქნებ ადამიანმა არ იცოდა რითი დაეწყო და მერე შემოეთავაზებინა საინტერესო აზრები რთულია რამე ახალი თქვა ჰენდრიქზე იმდენია ნათქვამი.. smile.gif

ახლის თქმას არავინ ითხოვს... შეგიძლია ძველი და საყოველთაოდ ცნობილიც თქვა,... უბრალოდ შენი სიტყვებით. ცოტა გონების დაძაბვაა საჭირო მეტი კი არაფერი. ფორუმზე თემის გახსნას თავისი წესი აქვს და ეგ გუშინ რომ არ დამეხურა დღეს 10 მსგავსი ორსიტყვიანი თემა გაიხსნებოდა. smile.gif)


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 8 2011, 04:08 PM
Post #7


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ციტატა(nakash @ Jun 8 2011, 11:35 AM) *
"პროფი დღევანდელი გაგებით" იმჰო არის ადამიანი ვინც იძლევა სტაბილურ პერფორმანსს მიუხედავად საკუთარი გუნება განწყობისა... ანუ ვისაც ავტოპილოტზეც შეუძლია სრულფასოვანი შედეგი მოგცეს.

არმინდა სიტყვებზე დავა გამომივიდეს. ჩემი აზრით თუ მუსკოსი ვერ ახერხებს განწყობის შექმნას და სულიერად მუსკასთან დაკავშირებას, და ავტოპილოტის შედეგებს დებს მუსიკალური სრულფასოვნებისგან შორის იქნება, ავტოპილოტის შედეგები შეიძლება სრულფასოვანი გამოდგეს სპორცმენის მოქმედებისას თუმცა არ მჯერა რო განწყობის და სულიერი შემართების გარეშე რომელიმე მაგარი ფეხბურთელი ან სნუკერის მოთამაშე დებდეს შედეგებს, ხელოვნებაში და მით უმეტეს მუსიკაში.
ვაის და ზაპას მაგალითი რომელიც შენ ახსენე კლასიკურ ორკესტრს გავს სადაც ერთ ერთი ალტის სიცხის გამო დანარჩენ ორკესტრანტებს არაფერი უშავდება, ზაპა საშემსრულებლო აგებულება ახლოსაა კლასიკურთან, ანუ სტივი იქ უკრავდა იმას რაც რეპეტიციებზე ათასჯერ ქონდა დაკრული და სადაც მისგან იმპროვიზაცია და დიდი სულიერი ძალისხმევა არ მოითხოვებოდა შესაბამისაც ავტოპილოტიც გამართლებულია თუ სიცხე გაქვს და შენზე თუ არ არი აგებული ორკესტრი
საინტერესო თემებს ვეხებით ისე კაცმა რო თქვას იმიტომ რომ ის მექანიკური და ავტომატიზირებული მოქმედებებიც ადამიანის ნაწილია და შეიძლება ბუნებრივიც არის გარკვეულწილად უბრალოდ მე მგონია რომ ხელოვნება და მით უმეტეს მუსიკა ამისგან თავსი დაღწევის მცდელობაცაა სხვა დანარჩენთან ერთად, ამის გამო არ მომწონს ხშირად თანამედროვე გიტარისტების მუსიკა რომელიც ჭარბად შეიცავს "ავტომატიზმებს"
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakash
post Jun 8 2011, 04:16 PM
Post #8


უსათაურო :)
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,832
Joined: 20-February 09
From: Here
Member No.: 5
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Ibanez RG 2550 GK



გეთანხმები საინტერესო თემაა smile.gif ოღონდ მგონი არაწორად გამიგე ან შეიძლება მე ვერ ვთქვი მთლად სწორად. პროფესიონალისთვის ეს სტაბილურობა არის ე.წ. ბექაფი worst case scenario როცა ვერ ხარ მაინდამაინც აღმაფრენაზე, ან ცუდად ხარ ან ვთქვათ ცოლმა დაგირეკა კონცერტის წინ და გითხრა რომ გშორდება და მემაროჟნეს მიყვება biggrin.gif, ან დარბაზის მეათედია შევსებული და ისიც ვიღაცა გაურკვევლი ორკები არიან biggrin.gif და ამ დროს უნდა გამოხვიდე და დაუკრა. მიმიხვდი? აი ეგ არის პროფესიონალიზმი ჩემი აზრით, ჰოდა როცა უდარზე ხარ და აუდიტორიაც კარგია თავისთავად პერფორმანსიც შესაბამისად უკეთესი იქნება smile.gif. მეიდენებს ოზფესტზე შერონ ოსბორნმა ხულიგნები მიუსია და კვერცხები დაუშინეს, მაგრამ ტიპებმა მთელი პროგრამა ბოლომდე იმღერეს და ისე წავიდნენ სცენიდან, აი ეგ არის პროფესიონალიზმი ჩემი აზრით. თუმცა მე მგონი ცოტა თემას ავცდით smile.gif)


--------------------
მესიზ არ ესიზ!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 10 2011, 02:31 AM
Post #9


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ხო მოკლედ პროფესიონალიზმის რაობაზე სხვადასხვა წარმოდგენები შეიძლება ქონდეს ადამიანს და სხვადასხვა თვისებების შემცველობის აუცილებლობას ხედავდეს, ჩემი აზრით კვერცხებს რო დაგიშენენ და მაინც დაუკრავ მუსიკაში პროფესიონალიზმთან არავითარ კავშირშია, მეხანძრესაც შეუძლია იმღეროს თუ უნდა და დაჟინებული ცდილობს პუპლიკის კვერცხით შეგებების მიუხედავად, კიდევ არი ერთი რამ რასაც ჩემ მეგობრებს ვეუბნები ხოლმე როცა გიტარისტებზე და მუსიკოსებზე მელაპარაკებიან და სხვადასხვა გაურკვეველ თეორიებს მთავაზობენ სადაც თვითონაც იბნევიან, ვეუბნები რომ ის ნიუანსები რაც მუსიკის სიღმეშია ვერასოდეს ჩაწვდები და გაიგებ თუ პროფესიონალი მუსიკოსი არ გახდი მეთქი, რამდენიც არ უნდა უსმინო და იკითხო.

პ.ს ავცდით რამოხდა ჩვენ ხელში არაა მივუბრუნდებით, სათაური ხომ აქვს, ეი ერთი ისაა რო ჯერ მხოლოდ მე და შენ ვსაუბრობთ ) ეს იცი? http://www.youtube.com/user/aquariusi14?fe...f/8/Fpv6BKDbId0
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Jun 10 2011, 02:48 PM
Post #10


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მე ყურადღებით გადევნებთ თვალყურს smile.gif ისე აქ ერთ-ერთი ძალიან ამაგარი ჯიმისტი Andrew-ა, ისეთები მომსმენინა წარმოდგენაც რომ არ მქონდა.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 10 2011, 02:58 PM
Post #11


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ციტატა(slim @ Jun 10 2011, 10:48 AM) *
მე ყურადღებით გადევნებთ თვალყურს smile.gif ისე აქ ერთ-ერთი ძალიან ამაგარი ჯიმისტი Andrew-ა, ისეთები მომსმენინა წარმოდგენაც რომ არ მქონდა.


ვა საინტერესოა რეები მოგასმენინა მეც მაინტერესებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Andrew
post Jun 11 2011, 12:41 AM
Post #12


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,057
Joined: 20-March 09
Member No.: 159
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



ოოო, ეს საიდუმლოა smile.gif
სწორად გამიგეთ, ჟმოტი არ ვარ, უბრალოდ იმას ვის ჯიმი უყვარს უნდა ქონდეს სურვილი რომ თვითონ გაიგოს ვინ იყო ჯიმი ჯეიმს. მე შემიძლია ყველაზე მაგარი მისი კომპოზიციები გაჩვენოთ, მაგრამ აზრი იმაშია რომ თვითონ მოძებნო, წაიკითხო, ტორენტებზე იწვალო (ერთი ტორენტი იყო, რომელს 4 თვე ვქაჩავდი, hehe) და მერე იქნება რეზულტატი.

დასაწყისისთვის მოისმინეთ ძალიან ცნობილი
1983 ... (A Mermaid I Should Turn To Be)
Catfish Blues
Peace In Mississippi


და არც ისე ცნობილი
Cherokee Mist
Driving South
Cryin Blue Rain


ოღონდ ძალიან ბევრი ვერსია არსებობს ამ კომპოზიციების და 80% ლაივების არის ისე დაკრული როცა იცი რომ ხვალ უნდა მოგკლან და მაინც უნდა გამოხვიდე სცენაზე... ეს არის ჯიმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 11 2011, 02:02 AM
Post #13


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



) ყველა ვიცი რაც ჩამოთვალე ( cherokee mist-ის გარდა, კაი ხანია ნეპტუნის და baggy's rehearsal sessions გარდა ახალი არაფერი გადმომიცერია baggy's rehearsal sessions დავდე რუსულ ტორენზე ერთხელ არ ქონდათ და გამიუქმეს ტორენტს რაგაც ფაილები მოყვებაო თუ არ გაქვს მოგაწვდი რამენაირად კარგი სიდია და ხარისხი რავი ლოსლეს მგონი მარა დიდი არაფერი

პ.ს შენ ის თქვი ვინილები თუ გაქვს )
რას იწერდი 4 თვე ვინილ რიპებს? )
უი გამახსენდა კაი დოკუმეტური გადმოვწერე ბოლოს ბლუზ ბონუს დვდ იცი? hubert sumlin ყვება სასაცილოდ ლივერპულში ვულფი როგორ უყურებდა გაყინული ჯიმის კბილებით დაკვრას D
Go to the top of the page
 
+Quote Post
Andrew
post Jun 11 2011, 02:40 AM
Post #14


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,057
Joined: 20-March 09
Member No.: 159
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



ვინილებში რას გულისხმობ, mp3 თუ lossless?
ლოსლესები არ მიყვარს და თითქმის არ მაქვს, 320-იანები მირჩევნია (ზომის გამო) happy.gif
მითხარი რა ალბომი გინდა

აღარ მახსოვს რას ვწერდი 4 თვე, 2 წლის წინ იყო

DVD-ს დასახელება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Jun 11 2011, 09:52 AM
Post #15


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



განსხვავებას ვინ ამჩნევს , 320 იანებსა და 256 ზეც ვერ ვარჩევ მე ძირითადად და,
Go to the top of the page
 
+Quote Post
Andrew
post Jun 11 2011, 11:53 AM
Post #16


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,057
Joined: 20-March 09
Member No.: 159
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა



ნუ პრინციპში Hi-Fi აპარატურაზე არის განსხვავება მაღალ სიხშირეებში, მაგრამ... რათ გვინდა 3-ჯერ უფრო დიდი ფაილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 11 2011, 02:41 PM
Post #17


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ციტატა(Andrew @ Jun 10 2011, 11:40 PM) *
ვინილებში რას გულისხმობ, mp3 თუ lossless?
ლოსლესები არ მიყვარს და თითქმის არ მაქვს, 320-იანები მირჩევნია (ზომის გამო) happy.gif
მითხარი რა ალბომი გინდა

აღარ მახსოვს რას ვწერდი 4 თვე, 2 წლის წინ იყო

DVD-ს დასახელება?


ვინილში ვგულისხმობ ფირფიტებს ჩვეულებრივს ) იმიტო რო ჰენდრიქსის მოსმენა ვინილით ოღონდ კაი ვინილით ბევრად ჯობია დისკს და ციფრულს ნებისმიერს... და mp3 არი შეკუმსული ვარიანტი ანუ ინფორმაციას რო კაგავს და lossless http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B6%...%B5%D1%80%D1%8C
და არის კიდევ 24bit/96Khz vinyl rip თუ საუნდკარტა გაქვს 24bit ეგ ჯობია cd-ის lossless კიდევ არი DVD Audio რომელიც აგრეთვე უკეთესია 16 ბიტიანზე მოკლედ...
პ.ს DVD-დასახელება არი Jimi Hendrix- Blues (2010) (Bonus DVD) (NTSC) http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3375039
აქაუნთი თუ არ გაქვს ტორენტ ფაილს მოგცემ და გადმოწერე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli
post Jun 11 2011, 02:57 PM
Post #18


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 130
Joined: 6-March 09
Member No.: 102
ინსტრუმენტი: RockWooD pro rp150g



ციტატა(arresta @ Jun 11 2011, 06:52 AM) *
განსხვავებას ვინ ამჩნევს , 320 იანებსა და 256 ზეც ვერ ვარჩევ მე ძირითადად და,

ხო 320- 256 შორის 64 კილობიტში ვერ შეამჩნევ მარა 320 kbps და 932kbps არი განსხვავება ნუ 60watts დინამიკები თუ გაქვს მანდაც ჩანს, არ არი აუცილებელი საუნდკარტა ისედაც 16 ბიტიანია ორივე, მაგრამ ყურს თუ მიუგდებ lossless-ში უკეთ ისმის ყველაფერი, თეფშის ხმა და ა.შ რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი უკრავს მით მეტი მნიშვნელობა აქვს kbps-ის რაოდენობას
პ.ს ეს კარგი ინფორმაციაა გამოგადგებათ
Сжатие аудио
Apple Lossless — ALAC (Apple Lossless Audio Codec)
Audio Lossless Coding — также известен как MPEG-4 ALS
Direct Stream Transfer — DST
Dolby TrueHD
DTS-HD Master Audio
Free Lossless Audio Codec — FLAC
Meridian Lossless Packing — MLP
Monkey's Audio — Monkey’s Audio APE
OptimFROG
RealPlayer — RealAudio Lossless
Shorten — SHN
TAK — (T)om’s verlustfreier (A)udio (K)ompressor (нем.)
TTA — True Audio Lossless
WavPack — WavPack lossless
WMA Lossless — Windows Media Lossless
მე FLAC და APE მომწონს ურფო flac კარგად ხდება კონვერტაცია და ზომაშიც კარგია
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Jun 11 2011, 03:11 PM
Post #19


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



60 ვატიანი დინამიკები თუ მაქსიმუმით ამუშავე კი გაიგებ განსხვავებას და აბა ისე 80 პროცენტიან ხმაზე იგივეა თითქმის. განსხვავება შეიძლება გამოჩნდეს 4 და ზემოთ კილოვატიან აპარატურაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Jun 11 2011, 04:05 PM
Post #20


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



იმ კომპოზიციის ჩანაწერი თუ გაქვთ მარტინ ლუთერ კინგი რომ მოკლეს და ჯიმიმ კომპოზიცია რომ მიუძღვნა ლაივში?


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 18th January 2018 - 12:13 AM