IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
The Velvet Underground, Drone Music
Levani
post Mar 10 2014, 02:16 AM
Post #1


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



The Velvet Underground

The Velvet Underground ოფიციალურად შეიქმნა 1964 წელს. ეს ბენდი იყო
დრონოლოგიის, არტ როკისა და ავანტ-გარდის წარმომადგენელი. დრონოლოგია
შეიძლება ბევრ ჟანრში შეგვხვდეს. ეს არის მუსიკის სტილი რომელიც მინიმალიზმითა
და ერთფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი
მუსიკოსებს ასეთი მუსიკა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და ხშირად იმპროვიზირებული
კომპოზიციები ძალიან უგრძელდებოდათ, განსაკუთრებით ლაივებზე. მაგალითად
ავიღოთ ველვეტების Sister Ray რომლის სტუდიური ჩანაწერიც კი 15 წუთიანია.
ამ ბენდის შემქმნელებად ითვლებიან ამერიკელი მუსიკოსები ლოუ რიდი და ჯონ
ქეილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი არც ისე მარტივი გასაგები იყო ყველასთვის,
თავიანთ მიმდინარეობაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, რადგან სიმღერებს
წერდნენ იმდროინდელ პრობლემებზე და აგრეთვე გრძნობებზე რაზეც თანამედროვე
როკ მუსიკაცაა დაფუძნებული. მაგალითად ავიღოთ რამდენიმე მათი სიმღერა და
განვიხილოთ კონცეფციები.
Prominent Men - არის სიმღერა გამოჩენილ პიროვნებებზე, რომლებიც ზემოდან უყურებენ
ხალხს და როგორც იტყვიან „თავში აქვთ ავარდნილი“. ამ სიმღერით ბენდის წევრები
ირონიულად გამოხატავენ თავიანთ საწინააღმდეგო აზრს ასეთი ცხოვრების წესის
მიმართ, როგორც ბობ დილანი Lie a Rolling Stones-ში.

Heroin - რათქმაუნდა ნარკოტიკების არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი, უბრალოდ
ავხსნი ამ სიმღერის კონცეფციას. Heroin შეგიძლიათ ყოველგვარი ალეგორიების
გარეშე პირდაპირ გაიგოთ. ვოკალისტი ტექსტში აღწერს იმ გრძნობებს რაც ოდესღაც
განიცადა ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა. ის მიდის ქუჩაში და ვერ ხვდება
სად არის. ცდილობს დაიპყროს არარსებული სამეფო. თავს გრძნობს როგორც იესოს
შვილი, და უცებ ხვდება რომ არაფერი იცის.შემდეგ იღებს დიდ გადაწყვეტილებას,
რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება, იმიტომ რომ ხედავს სისხლი მოსდის.
ბოლოს ეხება პოლიკოსებსაც, რომლებიც უცნაურ ხმებს გამოსცემენ (ეს რათქმაუნდა
ალეგორიულია), შემდეგ ხვდება რომ ჰეროინი მისი „ცოლი“ , მადლობას უხდის ღმერთს
და ბოლოს ისევ ვერ ხვდება ვერაფერს. ასეთი მოკლე აღწეით შეიძლება სულელურად
მოგეჩვენოთ, მაგრამ მელოდია, ტექსტი და სპეციალურად აღებული „არასწორი“ ნოტები
და დაშვებული „შეცდომები“ მუსიკალურად იმდენად ჯდება ხასიათში, რომ ბევრი
ადამიანი, მათ შორის მეც ამ სიმერას შედევრად მიიჩნევს.

Sunday Morning - ძალიან ლამაზი სიმღერა, რომელიც უბრალოდ, მარტივად და
მინიმალისტურად გამოხატავს ხასიათს ერთ-ერთ კვირა დილაზე. ის მსმენელს
მიმართვს, როდესაც იღვიძებს კვირას დილით, უყურებს გათენებას და ფიქრობს რომ
ეს წლები ყოველთვის ერთნაირად თენდება, თუმცა ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც
დაურეკავს მას და ეს არ არის ყველაფერი. ეს სიმღერაც ძალიან კარგად გამოხატავს
ავტორის ხასიათს ერთ-ერთ კვირადილით.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო სიმღერებზე და მათ კონცეფციებზე, გადავალ ჯგუფის
ბიოგრაფიაზე. ჯონმა, ლოუ რიდმა და მორისონმა პირველი დემოები ჩაწერეს 1965 წელს,
რომელიც ოფიციალურადც გამოიცა Box Set-ის (ალბომების კრებულის) სახით და მისი
სახელი არის Peel Slowly and See. მოგეხსენებათ 60-იან წლებში, ჰიპებისა და
პაციფიზმის ხანაში ძალიან იყო გავრცელებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკები და
ზოგი ამბობდა რომ გამხმარი ბანანის ქერქს თუ დაფქვავდით და მოწევდით,
ჰალუცინაციებს იწვევდა, სწორედ ამიტომ არის ამ ბოქს სეტის ყდა დამჭკნარი ბანანი. ამ
თემაზე Folk Rock-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, Donovan-ს აც აქვს სიმღერა, Mellow
Yellow. 1965 წელს ბენდის მენეჯერი გახდა ენდი ვეროლი, რომელმაც ჯგუფში მოიწვია
გერმანელი მომღერალი ნიკო (რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნიკო ქალი იყო). 1967 წელს
მათ ჩაწერეს ალბომი The Velvet Underground & Nico, მაგრამ ნიკო მალევე წავიდ
ჯგუფიდან. ის გარდაიცვალა გულის შეტევით ველოსიპედით სეირნობისას. მისი ხმა იყო
გამორჩეული თავისი დაბალი ტონალობით და სპეციფიური ვოკალით. ამ ალბომის
შემდეგ ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე, White Light/White Heat. თვითონ
სიმღერა ამ სხელწოდებით დრონოლოგიაა. თვითონ ლოუ რიდი იძახდა რომ ეს
ხმაურიანი ალბომი და სიმღერა White Light/White Heat იყო ხმაურიანი სითბო (Heat).
სწორედ ამ ალბომშია შესული სიმღერა Sister Ray რომელიც ზემოთ ვახსენე. აგრეთვე
The Gift, Lady Godiva’s Operation, Here She Comes და I Heard Her Call My Name.
სამწუხაროდ მათი თანმიმდევრობა არ მახსოვს. სანამ ბენდი დაიწყებდა მესამე
ალბომზე მუშაობას, ქეილი წავიდა ჯგფიდან და ის ჩაანაცვლა დოგ იოლმა. მესამე
ალბომს ერქვა The Velvet Underground, ჯგუფის სახელი, ესეც ძალიან მინიმალისტურია
რომ ალბომს ჯგუფის სახელი ქვია, თუმცა ხშირად გვხვდება ეს მუსიკაში და არა მარტო
როკ მუსიკაში. ალბომის ღერადობა არის ძალიან რბილი, Folk Rock-ის ელემენტებით,
აგრეთვე ფიგურირებს 12 სიმიანი ფენდერის ელექტრო გიტარა, რომლის თანმედროვე
პროტოტიპი Fender Jazzmaster-ია. რაც არ უნდ გაგიკვირდეთ ამ ალბომში ინდი როკის
ელემენტებსაც მოისმენთ. მეოთხე ალბომის სტუდიურად ჩაწერა არ მოხერხდა, რადგან
Velvet Underground-ის წევრები არ იყვნენ კონცენტრირებული დიდ რეკლამებზე, ისინი
უბრალო პატარა აფიშებს აკრავდნენ რაც სრულიად საკმარისი იყო იმათთვის, ვინც
დრონს და არტ-როკს უსმენდა, ამიტომ მეოთხე ალბომის სახელწოდება 1969: The Velvet
Underground Live. ეს ლაივი ოფიციალურად არ გამოცემულა 1974 წლამდე. 1969 წელს
ყველასათვის კარგად ცნობილი Metro Golden Mayer და Verve Records-მა დაიწყეს
ფინანსურად უკუსვლა. მოგეხსენებათ 1967 წელს იყო Monterey Pop Festival, შემდეგ 68-
ში The Isle of Wight, 69-ში უდიდესი პაციისტური ფესტივალი Woodstock-ი, 70 ში Holland
Pop Festival, ეს არის ძალიან მცირე რიცხვი მსგავსი ფესტივალებისა რომლებსაც 200 000-
დან 700 000 ჰიპამდე ესწრებოდა. The Isle of Wight იმდროისთვის ყველაზე დიდი
ფესტივალი იყო რომელსაც 700 000 კაცზე მეტი პაციფისტი დაესწრო. ამ ფესტივალებზე
გამოდიოდნენ Jimi Hendrix, Janis Joplin, Jefferson Airplane, Santana, Joe Cocker, Pink Floyd,
Caned Heat და უამრავი ცნობილი შემსრულებელი. ამითომ MGM (Metro Golden Mayer)-მა
და Verve Records-მა დაიწყეს პაციფისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების ჩაწერა.
მათ რიცხვშიც იყო The Velvet Underground, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ორი
უდიდესი ხმის ჩამწერი კომპანიების რეიტინგის აწევა და გადარჩენა. ქეილი, ნიკო და
რიდი 1972 წლისთვის ისევ გაერთიანდნენ და დაუკრეს პარიზში Bataclan Club-ში
ორკესტრთან ერთად და სიმღერები ძალიან განსხვავებულად შეასრულეს. Heroin-ის
შესრულება ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ლაივზე. მანამდე ნიკომ და ქეილმა თავიანთი
სოლო კარიერებიც აიწყვეს და ერთადაც ქონდათ რაღაც პროექტები. 1973 წელს გამოიცა
ლოუ რიდის სოლო ალბომი Sally Can’t Dance . 1985 წელს Polydor-მა გამოსცა ალბომი
სახელწოდებით VU, რომელშიც შესული იყო მანამდე არგამოცემული სიმღერები,
ბუტლეგები და ასე შემდეგ. 1990 წელს რიდმა და ქეილმა გამოსცეს Songs for Drella,
რომელიც მიუძღვნეს ბენდის მენეჯერს, ენდი ვეროლს. ამ დროისთვის ის უკვე
გარდაცვლილი იყო. Drella იყო ენდის მეტსახელი რაც ნიშნავდა დრაკულასა და კონკიას
ნაზავს (Drcula, Cinderella). მათ რამდენიმე გამოსვლა ჰქონდათ ერთად საფრანგეთში,
ინგლისში და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. 1995 წელს მორისონი გარდაიცვლა 53
წლის ასაკში. როდესაც ბენდი შეყვანილი იქნა Rock and Roll Hall of Fame-ის მუზეუმში
1996 წელს, ლოუ რიდი, ტაქერი და ქეილი კიდევ ერთელ გაერთიანდნე, ამჯერად
უკანასკნელად. ტრიომ შეასრულა სიმღერა სახელწოდებით Last Night I Said Goodbue to
My Friend, რომელიც მორისონისთვის დაიწერა. 2013 წელს ლოუ რიდი გარდაიცვალა
თავის სახლში, საუსჰემმფტონში 71 წლის ასაკში. ჯონ ქეილმა ინტერვიუში განაცხადა “
The world has lost a fine songwriter and poet… I’ve lost my school-yard buddy” - მსოფლიომ
დაკარგა მშვენიერი კომპოზიტორი და პოეტი, მე კი დავკარგე ბავშვობის მეგობარი.
დიკოგრაფია:

• The Velvet Underground & Nico
• White Light/White Heat
• The Velvet Underground
• Loaded
• Squeez

The Velvet Underground & Nico

White Light/White Heat

The Velvet Underground

Loaded

Squeez

________________________________________________________________________
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
________________________________________________________________________










Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Mar 10 2014, 10:11 AM
Post #2


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ლუ რიდს მარტო Perfect Day რომ დაეწერა მაინც შევიდოდა ისტორიაში


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Mar 10 2014, 11:44 AM
Post #3


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



ლუ რიდი პოეტი უფრო იყო ჩემთვის ვიდრე მუსიკოსი მაგრამ გენიალურად შეუხამა ორივე!


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Mar 10 2014, 04:02 PM
Post #4


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



რა პროექტი ტო ლეგენდარული ჯგუფი იყო და რიდსაც უმაგრესი სოლო კარიერა ქონდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Mar 10 2014, 04:04 PM
Post #5


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



პროექტი არა პოეტი


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Mar 10 2014, 04:18 PM
Post #6


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



აა ეგ კი... ეგ და ბობ დილანი... დონოვანი კიდე
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 22nd June 2018 - 07:24 AM