IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
ბასის ისტორია და როლი მუსიკაში
nikolozj
post Jun 10 2012, 01:20 AM
Post #1


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



საიდან მოდის ბასი?
იმისათვის რომ ბას გიტარაზე საერთოდ ლაპარაკი დავიწყოთ, საჭიროა გადავიდეთ რამოდენიმე საუკუნით უკან:
1890 წლამდე ელექტრო ბასი საერთოდ არ არსებობდა. არსებობდა კონტრაბასი, რომელიც საორკესტრო ინსტრუმენტებში ირიცხებოდა და იქაც იშვიათად თუ იხმარებოდა. დაახლოებით 1890 წლიდან ჯაზის სამშობლოში, ნიუ ორლეანსში, პირველად გამოიყენეს კონტრაბასი ბენდში როგორც ბას-ინსტრუმენტი. მანამდე ბასის როლს ჯაზ ბენდში ასრულებდა სასულე ინსტრუმენტი ტუბა (მგონი ქართულადაც ასე ქვია):


აქედან ითვლება ბასის, როგორც სიმიანი ინსტრუმენტის ისტორია ჯაზში, როკში და სხვა მიმდინარეობებში რომლებიც ამ თარიღის მერე წამოვიდა.


ადრინდელი ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფდნენ კონტრაბასის ბგერის სათანადო გაძლიერებას და შესაბამისად კონტრაბასი ყველაზე ჩუმი ინსტრუმენტი იყო ბენდში. ამის გამო ბევრმა კონტრაბასის პიონერმა სლეპის ტექნიკას მიმართა, რათა ინსტრუმენტი მიქსში სმენადი ყოფილიყო.
1930-იან წლებში, მუსიკოსმა და გამომგონებელმა Paul Tutmarc, შექმნა პირველი ელექტრო ბასი რომელსაც ლადები ქონდა და ჰორიზონტალურ პოზიციაში იკვრებოდა.



იგი ასევე აქტიურად მუშაობდა კონტრაბასების ხმის ელექტრულად გაძლიერებაზე:






50-იან წლებში ლეო ფენდერმა დაიწყო პირველი მასიური წარმოების ელექტრო ბასების კეთება. Precision Bass იყო პირველი ბასი, ერთი ცალი ცალ-ხვიიანი ხმის ამღებით, რომელიც ფენდერმა მომხმარებლებს წარუდგინა 1951 წელს.



მოგვიანებით იგივე ბასის მოდელი წარადგინა გაყოფილი ჰამბაკერის ხმის ამღებით, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა ცალი იყო მანდოლინის ხმის ამღები რომელსაც ფენდერი იმ დროს აწარმოებდა.



ფენდერის ბასი ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა და მალე მთელმა მსოფლიომ აიტაცა ეს ინსტრუმენტი.
ელექტრო ბასების წარმოება მალე გიბსონმაც დაიწყო.

60-იან წლებში ფენდერმა გამოუშვა თავისი ახალი მოდელი Fender Jazz Bass-ი, რომელიც გათვლილი იყო Fender Jazzmaster guitar-ის აკომპანიმენტისთვის.



დღეს დღეობით ელექტრო ბასგიტარებს უამრავი კომპანია აწარმოებს. თუმცა ფენდერმა ელექტრო ბასების განუმეორებელი მოდელები შექმნა, როგრც ჟღერადობით - ასევე დიზაინით.


ბასის როლი მუსიკაში
ბასი ბენდში ირიცხება რითმ სექციაში და შესაბამისად ბასის პირველი მეგობარი დრამერია. ბასისტს და დრამერს ერთმანეთის თუ არ ესმით, რაც არ უნდა ეცადონ ბენდის დანარჩენმა წევრებმა, მაინც კაკაფონია გამოუვათ საბოლოოდ.
ბასისტის უმთავრესი დავალებაა მუსიკის ჰარმონია შეუთავსოს რითმს. არსებობენ გამონაკლისებიც რა თქმა უნდა: ვირტუოზი ბასისტები, რომლებიც დაკვრის დროს თან რთულ მელოდიურ პასაჯებს აკეთებენ ან სოლოს უკრავენ, თუმცა ბასის ძირითადი როლი არის დრამერთან ერთად ბენდის სხვა წევრებისთვის იმ დავალების შესრულება რაც ზემოთ ამ აბზაცის დასაწყისში დავწერე - ჰარმონია+რითმი.

ბასისტს ასევე შეუძლია ნაწარმოების ჰარმონიაში დაკვრის დროს შექმნას დაძაბულობა ერთი ნოტის ცვლილებით, რომელიც შეუძლია ისევ და ისევ თავად ისე გადაწყვიტოს როგორც გაუხარდება.
რიტიმის და ტემპის გრძნობა არის ბასისტის ღირსება. ბასისტი უნდა იყოს ფაქტიურად ცოცხალი მეტრონომი, უნდა შეეძლოს კონკრეტული ტემპის დამახსოვრება, როდესაც დრამერი იმპროვიზაციაზე მიდის, რათა მუსიკა კალაპოტს დაუბრუნოს შემდგომ დრამერთან ერთად. ბასისტმა უნდა შეისისხლხორცოს დრამერის მიერ მოცემული რიტმი და ამ რიტმის ერთიანი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს ის რასაც იგი დაუკრავს ბასზე.

ვიქტორ ვუტენს, კითხეს რატომ არის როცა გიტარისტი უკრავს სოლოს ყველა უსმენს (იგულისხმება მაყურებელი), ხოლო როცა ბასისტი უკრავს სოლოს ნაკლები ხალხი უსმენს?
ვუტენმა ასეთი პასუხი გასცა: ბასისტს ძირითადი რიტმი უჭირავს და ბასისტის და დრამერის დამსახურებაა რომ ხალხი რიტმს გრძნობს სხეულში და მოძრაობს, როცა ბასისტი ჩერდება და სოლოს დაკვრას იწყებს, მუსიკას ეტყობა რომ რაღაც აკლია და ამიტომ ხდება ხოლმე მასეო.

მართლაც, ბასის გარეშე მუსიკას ძალიან დიდი რაღაც აკლია. ბევრი მსმენელი ვერ ხვდება საერთოდ მუსიკის მოსმენის დროს ბასი სად არის, რას უკრავს, ან საერთოდ არის თუ არა, თუმცა ბასი ყოველთვის იქაა და გინდაც არ ესმოდეს მსმენელს, მსმენელი მაინც მოძრაობს. wink.gif

აბა დანარჩენი თქვენ დაამატეთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Jun 10 2012, 11:39 AM
Post #2


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



შესანიშნავი აღწერააა


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Jun 10 2012, 10:49 PM
Post #3


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ძალიან კარგი ნამუშევარია, მადლობა! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Aug 9 2012, 01:22 AM
Post #4


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ზოგიერთი წამყვანი კომპანიების ბასების მოდელები:

Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Aug 9 2012, 07:36 PM
Post #5


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ეს კლასიკური ფორმებია.
თანამედროვეებიდან გამოვარჩევდი ფოდერას, კონკლინს, ზონს







--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 18th January 2018 - 11:50 PM