IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
ხის მასალა და ელექტრული ჟღერადობა
nikolozj
post Aug 6 2012, 08:53 PM
Post #1


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



როგორ და რატომ ახდენს გავლენას ხის მასალა ბასის ჟღერადობაზე?

შეკითხვა:
გამოცდილება და ინსტრუმენტების ყველა მწარმოებელი გვეუბნებიან რომ ხის მასალის არჩევანი გავლენას ახდენს ბასის ხმაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ვგრძნობთ განსხვავებას მურყანისა (alder) და იფნის (ash) ხის კორპუსებს შორის, აბანოზისა (ebony), ვარდის ხის (rosewood) და ნეკერჩხლის გრიფებს შორის და სხვა კიდევ მრავალი. მაგრამ, ვიცით თუ არა ზუსტად ეს ახდენს თუ არა გავლენას ელექტრულად გაძლიერებულ ხმაზე? ჩვენ საქმე გვაქვს მეტალის სიმების ვიბრაციასთან ხმის ამღების მაგნიტურ ველში (პიეზო ხმის ამღებებზე არ ვლაპარაკობთ). კორპუსის ვიბრაციას ხმის ამღები ვერ აიღებს. ინსტრუმენტის კორპუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბგერის ხანგრძლივობაზე (სუსტეინზე). მაგრამ ეს ხეს არ ეხება. მაშინ ზუსტად რაშია საქმე? როგორ ახსნიდა ფიზიკოსი ამას? იქნება ხის მასალა ვიბრირებული სიმის ობერტონების სტრუქტურაზე ახდენს გავლენას? ვუდუ? შავი მაგია?

პასუხი:
არ დაგავიწყდეთ რომ ეს ყველაფერი ზოგადი ტერმინებია. ხის სხვა და სხვა სიმკვრივე სხვა და სხვანაირ რეზულტატს გვაძლევს, რადგან ხეები სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირებენ. სიმი ამ სიხშირეებს ღებულობს უკან (რასაც ჩვენ ტონს ვეძახით) და შემდეგ ხმის ამღები გარდაქმინს ამ სიხშირეებს საკუთარი შესაძლებლობების და მიხედვით ელექტრულ სიგნალში.

ძირითადად, რაც უფრო რეზონანსულია ხე, ხმაც უფრო ფართო და გლუვი (broader & smoother) იქნება დაბალი სიხშირეებიდან მაღალ სიხშირეებამდე. რაც უფრო მკვრივია ხე, მით უფრო ფოკუსირებულ, ვიწრო სიხშირის დიაპაზონს მიიღებ.

როცა იცი რომელი ხე რა დიაპაზონის სიხშირეზე მოქმედებს და რა ტონს გამოსცემს, ეს ცოდნა საშუალებას მოგცემს ზუსტად აარჩიო შესაბამისი რეზონანსების კომბინაცია და ამით მიაღწიო იმ ტონს რაც გინდა. ლეო ფენდერმა მიაკვლია უძლიერეს კომბინაციას კლასიკური ჯაზ ბასით. მან ძაან მარტივად აარჩია კორპუსად ძალიან მსუბუქი და რეზონანსული მურყანის ხე (alder), რომელსაც საშუალება აქვს მოგცეს დიდი დიაპაზონი დაბალი სიხშირეებიდან საშუალო სიხშირეებამდე. გრიფებმა, კიდევ უფრო მყარი და მკვრივი ნეკერჩხლისგან დამზადებულმა მეტი ფოკუსირება მოახდინა შუა სიხშირეებზე და საბოლოოდ - გრიფის მკვრივი მაგრამ ღია ღრიჭოებიანი ვარდის ხით დაფარვამ ფინგერბორდზე ინსტრუმენტს სასიამოვნო მაღალსიხშირული ტონიც დაუმატა, მაგრამ ღია ღრიჭოებიანი ფინგერბორდი გრიფი ნაკლებად წკრიალა იყო ვიდრე ნეკერჩხლის. ამან განაპირობა იმ ჟღერადობის უნიკალურობა რასაც ჩვენ დღეს კლასიკურ როკში, ქაუნთრიში და ბლუზში ვისმენთ.

მოგვიანებით როცა უფრო მეტად მკვრივი იფნის (ash) კორპუსების გამოყენება დაიწყეს ნეკერჩხლის ფინგერბორდით, ჟღერადობა შეიცვალა. უფრო მეტად მკვრივმა იფანმა მეტი ფოკუსირება მოახდინა დაბალი დიაპაზონის შუა სიხშირეებზე (low mids) და ნეკერჩხლის ფინგერბორდმა კიდევ უფრო მეტი მაღალი სიხშირეები დაამატა ბასს. ამან საფუძველი ჩაუყარა იმ ბასების ხასიათს რომლებიც სლეპისთვისაა კარგი.

დღეს, უამრავი ვარიანტებია ხის კომბინაციების, რომლებიც არჩევანის უდიდეს საშუალებას გვაძლევს.

ესაა და ეს!

-----ბასების ხელოსანი და დიზაინერი - Pete Skjold
http://www.skjolddesign.com/


აქვე დავურთავ Victor Baily-ს ვიდეოს, სადაც ის საკუთარ ფენდერის ბასზე საუბრობს და მისი კორპუსის აგებულობაზე:

Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Aug 6 2012, 09:42 PM
Post #2


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მშვენიერი სტატიაა.
აქვე დავძენ რომ ხმაზე გავლენა აქვს აგრეთვე ხის მასალის გამოშრობის დონეს და ბოჭკოვან აგებულებას. ასევე დაბალანსებისთვის მიმართავენ რამდენიმე სახეობის ხის მასალის ერთმანეთზე დაწებებას. მაგალითად მკვრივი მასალისგან დამზადებულ კორპუსს რომ ცოტა გაშილი ხმა მისცენ ზევიდან უფრო რბილი და მსუბუქი ხის მასალას აკრავენ.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Aug 6 2012, 10:25 PM
Post #3


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(slim @ Aug 6 2012, 09:42 PM) *
მშვენიერი სტატიაა.
აქვე დავძენ რომ ხმაზე გავლენა აქვს აგრეთვე ხის მასალის გამოშრობის დონეს და ბოჭკოვან აგებულებას. ასევე დაბალანსებისთვის მიმართავენ რამდენიმე სახეობის ხის მასალის ერთმანეთზე დაწებებას. მაგალითად მკვრივი მასალისგან დამზადებულ კორპუსს რომ ცოტა გაშილი ხმა მისცენ ზევიდან უფრო რბილი და მსუბუქი ხის მასალას აკრავენ.


აი ვიქტორ ბეილის ეგრე აქვს თავისი ბასი დადიზაინებული. ვიდეოში ლაპარაკობს, რამოდენიმე ფენა აქვს სხვა და სხვა ხის ერთად შეკრული. smile.gif

ისე მე თუ მკითხავ ერთი რაღაც აკლია ამ სტატიას. გავლენას რომ ახდენს და როგორ და რატომ ეს გავიგეთ, მარა რამდენად დიდ გავლენას ახდენს მაგაზე არაფერია ნათქვამი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
levlord
post Aug 7 2012, 01:45 AM
Post #4


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 304
Joined: 27-October 09
From: Tbilisi
Member No.: 670
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: ბასი,გიტარა,კლავიშიანები.



ციტატა(nikolozj @ Aug 6 2012, 06:25 PM) *
აი ვიქტორ ბეილის ეგრე აქვს თავისი ბასი დადიზაინებული. ვიდეოში ლაპარაკობს, რამოდენიმე ფენა აქვს სხვა და სხვა ხის ერთად შეკრული. smile.gif

ისე მე თუ მკითხავ ერთი რაღაც აკლია ამ სტატიას. გავლენას რომ ახდენს და როგორ და რატომ ეს გავიგეთ, მარა რამდენად დიდ გავლენას ახდენს მაგაზე არაფერია ნათქვამი...


მაგარია, ჩემთვის ძალიან საინტერესო და საჭირო სტატიაა. +1000
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bacha
post Aug 7 2012, 11:16 AM
Post #5


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 951
Joined: 1-March 09
Member No.: 77
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: ელ–გიტარა



ისე მე ერთ რამეს დავუკვირდი და მაინტერესებს თქვენი აზრიც ამის შესახებ.
იცვლის თუ არა სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები ხმას სიძველესთან ერთად? აი ჩემი დაკვირვებებით ვფიქრობ, რომ ახალ გიტარას მაინც ჩამოუყალიბებელი ხმა აქვს, თითქოს კვიცივით არის.. მარა საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ვუზრუნველყობთ მათ სწორ ექსპლუატაციას, მაშინ ცხენებისგან განსხვავებით, ისინი დამოუკიდებლად გაიხედნებიან smile.gif რას ფიქრობთ აბა თქვენ, ასეა თუ ვბოდიალობ რაცხას? smile.gif


--------------------
მოყვარული კუ ნინძა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Aug 7 2012, 11:52 AM
Post #6


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ცვლის მარა ძალიან არა. უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია მგონი და გვეჩვენება რომ ძველი რადგანაცაა გაცილებით უკეთესად ჟღერს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Aug 7 2012, 12:54 PM
Post #7


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ცვლის და თან ძალიან შესამჩნევად. ხე ნელ-ნელა შრება და სენსორებიც იმისდა მიხედვით თუ როგორ უკრავ და გიტარას სად ინახავ თავის უნიკალურ ხმას იძენენ.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
basila1913
post Aug 7 2012, 01:33 PM
Post #8


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 898
Joined: 5-April 11
From: დიღმის მასივი
Member No.: 5,170
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: no guitar....



ვითომ SRV კარი მაგალითია ?


--------------------
sometimes life gives you the finger and sometimes it gives you...
Go to the top of the page
 
+Quote Post
levlord
post Aug 7 2012, 11:17 PM
Post #9


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 304
Joined: 27-October 09
From: Tbilisi
Member No.: 670
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: ბასი,გიტარა,კლავიშიანები.



ციტატა(Bacha @ Aug 7 2012, 08:16 AM) *
ისე მე ერთ რამეს დავუკვირდი და მაინტერესებს თქვენი აზრიც ამის შესახებ.
იცვლის თუ არა სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები ხმას სიძველესთან ერთად? აი ჩემი დაკვირვებებით ვფიქრობ, რომ ახალ გიტარას მაინც ჩამოუყალიბებელი ხმა აქვს, თითქოს კვიცივით არის.. მარა საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ვუზრუნველყობთ მათ სწორ ექსპლუატაციას, მაშინ ცხენებისგან განსხვავებით, ისინი დამოუკიდებლად გაიხედნებიან smile.gif რას ფიქრობთ აბა თქვენ, ასეა თუ ვბოდიალობ რაცხას? smile.gif


კი ნამდვილად იცვლის, ანუ მაგას ეძახიან ხმა ეხსნებაო, ნებისმიერ ინსტრუმენტზე ეგრეა აი საყვირზე და სხვა ცჰასაბერებზე როცა ხმა გახსნილი აქვს უკვ, "გამობერილს"ეძახიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Aug 8 2012, 10:56 PM
Post #10


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(levlord @ Aug 7 2012, 11:17 PM) *
კი ნამდვილად იცვლის, ანუ მაგას ეძახიან ხმა ეხსნებაო, ნებისმიერ ინსტრუმენტზე ეგრეა აი საყვირზე და სხვა ცჰასაბერებზე როცა ხმა გახსნილი აქვს უკვ, "გამობერილს"ეძახიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ხმარებაში იწევს biggrin.gif

მართალია Slim, შრება ხე დროთა განმავლობაში... აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე უფრო შესამჩნევი იქნება ალბათ ეგ.
რატომაა სტრადივარიუსის ვიოლიონო ასე ძვირადღირებული? ნუ გარდა იმისა რომ მისი შექმნილია, 3 საუკუნის გამომშრალია biggrin.gif
როგორც წესი, კლასიკური ინსტრუმენტებს მინიმუმ 20 წლის გამომშრალი ხისგან უნდა აკეთებდნენ, კაი ხმა რომ ქონდეს...
ეხლა, ტექნოლოგიებიც არსებობს, ცეხში ხელოვნურად გამოშრობის, შეიძლება 1 თვეში გააკეთონ 20 წლის სამუშაო, მაგრამ ბუნებრივი გამოშრობა სხვა ჯიგარ-სიყვარულ-ჩახურებაა wink.gif

ელექტროზეც ექნება გავლენა, მაგრამ დიდი არა მგონია ქონდეს..... ვაბშე მე ამ თემას სკეპტიკურად ვუყურებ, ნაკლებად მწამს ხის მასალით ელექტრული ხმის რადიკალურად შეცვლა და აზრსაც ვერ ვხედავ, თუნდაც ამ ბეილიმ რატო ჩადო ამდენი შრომა თავისი გიტარის შექმნაში.. რა თქმა უნდა საკუთარ თავს შეიძლება დააჯერო, მარა რეალობა სხვაა. ბათუმის ჯაზფეტივალზე, მე რომ მკითხოთ, ჩვეულებრივი ჯაზბასიც რომ ჭეროდა, იგივე ელექტრონიკით, დიდად განსხვავებულ ხმას ვერ გამოაცემინებდა...

და უმეტეს ლაივებზეც მაგ აზრის ვარ, სტუდიური ხმა უნდა დააყენო ლაივზე რომ ელექტრო გიტარის ან ბასის, ხის კორპუსის მიერ მოცემულმა ჟღერადობამ შედეგი მოგცეს.....

აბა დააყენეთ ერთი ეს Pete, ამ სტატიის ავტორი, რამე ლაივზე, მოასმენინეთ სხვა და სხვა ხის კორპუსის ბასები და თუ იტყვის რომელი რა ხეა. რაღაც ეჭვი მეპარება biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Aug 8 2012, 11:18 PM
Post #11


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ისე ხეს სისველის გამოდევნის თვისება აქ მარტო თუ შეწოვისაც? ანუ დროთა განმავლობაში რო გამოშრება ამ დროთა განმავლობაში იდეაში სისველეც ხო უნდა შეიწოვოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Aug 9 2012, 01:12 AM
Post #12


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(Demonna @ Aug 8 2012, 11:18 PM) *
ისე ხეს სისველის გამოდევნის თვისება აქ მარტო თუ შეწოვისაც? ანუ დროთა განმავლობაში რო გამოშრება ამ დროთა განმავლობაში იდეაში სისველეც ხო უნდა შეიწოვოს?


წესით კი. მასე დალეწა პასტორიუსმა თავისი პირველი და უკანასკნელი კონტრაბასი. სველი (ზღვისპირა) ჰავის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Aug 9 2012, 07:29 PM
Post #13


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ოლას სტუდიო ტური გაიხსენეთ ჰაერის დამატენიანებელს ხმარობს. ეგ მოწყობილობა ტენიანობას აკონტროლებს - ან აშრობს ან ატენიანებს რომ ბალანსი შეინარჩუნოს.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 22nd June 2018 - 05:45 AM