IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
"pocket Bass Player"
nikolozj
post Oct 8 2014, 07:19 AM
Post #1


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ქართული თარგმანი ნამტანი კორუმპირებულად ჟღერს biggrin.gif
სალამი სრუილად გიტარსჯის, მოკითხვები, კისები და ლოვები! კაი ხანია არ დამიპოსტია აქ, იმედი მაქვს გავუხშირებ cool.gif


ბევრმა დამწყებმა ბასისტმა არ იცის რას ნიშნავს "Pocket Bass Player". ქართულად "ჯიბის ბასისტი" unsure.gif
ამას არანაირ კავშირი არ აქვს ფულთან და კორუფციასთან! თუმცა ფულს რაც შეეხება, როგორც წესი "Pocket Bass Player"-ებს უფრო დიდი შანსი აქვთ სამუშაოს შოვნის როგორც მუსიკოსებს.

"Pocket Bass Player" არის ბასისტი რომელიც დრამერის რიტმს უთავსებს ბასის თემას და დიდ ვარიაციებში არ გადადის. ანუ მიყავს ერთი ძირითადი თემა და ერთი ძირითადი რიტმი. ეს არის ბასისტი რომელმაც ზუსტად იცის თითოეულ ტაქტში სად უნდა იყოს ბასი და სად არ უნდა იყოს.სიცარიელე ამ ტექნიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. სიცარიელე ქმნის იმ სივრცეს რაც საბოლოოდ მთლიან თემაზე მოქმედებს და მუსიკას თავისებურ ხასიათს აძლევს.

მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჯაკო პასტორიუსი მაგალითად არ იყო "Pocket Bass Player" და ზოგადად ბევრ ბასისტს არ მოსწონს როცა ბენდში ასეთ რამეს ითხოვენ მისგან.
"Pocket Bass"-ი ძირითადად გვხვდება ჰიპ-ჰოპში და რეპში, თუმცა არა მარტო მანდ..

ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Roots-ს ყავს კაი "ჯიბის" ბასისტი:



კიდევ ერთი უფრო ჯაზროკული მაგალითი მსგავსი ბასის:



ასევე ჯორჯ პორტერი:




და ამ უკანასკნელის ძებნაში ამ გიჟურ ვიდეოს წავაწყდი და ბარემ აქვე დავდებ biggrin.gif
ნამდვილი pocket bass player-ი არას დიდებით არ გაჩერდება:




მე ბასისტი არ ვარ, ან ჯერ ვერ ვარ.. მარა თუ ვიქენი, მაქეთკენ ვიხრები. თუმცა ჩემის აზრით უნდა იყოს მომენტი კომპოზიციაში როცა სოლოს დაკვრის საშუალება ეძლევა ბასს, მაგრამ იმის მომხრე არ ვარ რომ ყოველ შემდეგ ტაქტზე სხვა და სხვა მელოდიები უკრას ბასმა, თუ ამას კომპოზიციის სპეციფიკა არ მოითხოვს.

აბა ვინ ხართ კლუბში? cool.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Oct 8 2014, 08:36 PM
Post #2


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



მანდ ერთერთი მთავარი ფაქტორია, რომ ზუსტად იცოდე დრამის გრუვი. დრამერი თუ აგიფართხალდა, დიდი კაკაფონია იქნება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Oct 8 2014, 10:29 PM
Post #3


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(Badagon @ Oct 8 2014, 08:36 PM) *
მანდ ერთერთი მთავარი ფაქტორია, რომ ზუსტად იცოდე დრამის გრუვი. დრამერი თუ აგიფართხალდა, დიდი კაკაფონია იქნება smile.gif


დრამერი თუ აფართხალდა ბენდის ყველა წევრს მიუწვდება ხელი სხვა და სხვა საგნებზე რათა დროულად მოიყვანონ გონს biggrin.gif

არსებობს ლეგენდა რომ ჩარლი პარკერი სანამ ნამდვილი ჩარლი პარკერი გახდებოდა, აიღო თავისი საქსაფონი და ავიდა რაღაც კლუბის სცენაზე და დაიწყო ჭყვიტინი. ბენდმა უსმინა, უსმინა და ბოლოს ერთ-ერთმა ვერ მოუთმინა და გაუქანა დრამერის თეფში biggrin.gif

ხუმრობის გარეშE კიდე... რა თქმა უნდა ყველა შEიძლება აფართხალდეს, მარა ეგ აფართხალებაც უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში. Pocket Bass არ ნიშნავს იმას რომ კომპიუტერად უნდა გადაიქცე. შეიძლება აქა იქ ჩააგდო ვარიაციები, მარა დიდი სიფრთხილით და გემოვნებით. ისე რომ ძირითად თემას ძალიან არ გადაუხვიო......
Go to the top of the page
 
+Quote Post
scot
post Oct 8 2014, 11:13 PM
Post #4


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,108
Joined: 23-March 10
Member No.: 1,043
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: PRS "Poul Red Smith" mikael akerfeldt



ბასის მუღამი მე გოსპელში დავამუღამე , ეგეთი პარტიების შერჩევა თუ შეიძლებოდა და ამხელა მრავალფეროვნება პარტიების არ მეგონა , ძალიან შემიყვარდა ბასი გოსპელში


--------------------
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს , ბრიყვი იმეორებს თავის სისულელეს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Oct 17 2014, 01:47 PM
Post #5


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მე გოსპელში და ფოქითის ამბავში ეს ტიპი მომწონს მაგრად


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 18th January 2018 - 11:50 PM