IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
ფორუმის გაფართოვების პროექტი, ერთიანი მუსიკოსების ფორუმი
Black Hand
post Jun 6 2012, 11:27 PM
Post #41


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ამისათვის მიმდინარეობს განხილვა რომ გაიხსნას განყოფილება "პრობლემები და დახმარება" სადაც ხალხი განათავსებს ამ სახის შეკითხვებს და მოიძიებს უკვე გახსნილ ტემებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Orochimaru
post Jun 14 2012, 05:30 PM
Post #42


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 153
Joined: 17-December 11
Member No.: 22,214
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Squier Bullet Strat HSS



black hand
ერთი თხოვნა მაქვს ყიდვა გაყიდვაში თემის გახსნისთვის აუცილებელი ბლანკი გააკეთეთ რომ პირველ პოსტში იყოს ინფორმაცია და არა გაბნეული და კიდევ 1 გიტარიზმში გააკეთეთ ძირითადი თემების სარჩევი



Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Jun 14 2012, 06:45 PM
Post #43


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



სამწუხაროდ ასეთი ბლანკის გაკეთება რთულია. გაცილებით უფრო ადვილია, რომ გამყიდველმა ნორმალურად გააფორმოს თემა და პირველივე პოსტში ჩაწეროს რაც საჭიროა.

გიტარიზმში სარჩევის გაკეთებაც ძალიან დიდი პროექტია, მაგრამ კარგი აზრია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ooc
post Jul 16 2012, 07:14 PM
Post #44


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 53
Joined: 18-April 10
Member No.: 1,082
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: SCHECTER SOLO-6 SRG, J&D



არ შეიძლება გაკეთდეს ისე რო საიტის მისამართები მიბმული იყოს ერთმანეთზე? მაგალითად drums.ge keyboards.ge guitars.ge და ამ მისამართების ჩაწერის დროს ერთ დიდ ფორუმზე აგდებდეს რომელზეც იქნება სპეციალური არჩევის მენიუ და იქედან მოხდება დანაწილება კონკრეტულ ინსტრუმენტზე. ანუ ჯერ რო გამოდიოდეს ეკრანზე მარტო ინსტრუმენტები და იქედან დანაწილება. მე ვფიქრობ არ იქნება ურიგო და ყველა კმაყოფილი იქნება wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Hand
post Jul 17 2012, 01:49 AM
Post #45


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,331
Joined: 21-February 09
Member No.: 24
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: გიტარა, ბას-გიტარა



ცალცალკე ამდენი საიტის გაკეთებას სჯობს ერთი ცენტრალური საიტი გაკეთდეს და გიტარის განყოფილებას რომ დააჭერ, ეგრევე აქეთ გადმოამისამართოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ooc
post Jul 17 2012, 09:47 PM
Post #46


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 53
Joined: 18-April 10
Member No.: 1,082
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: SCHECTER SOLO-6 SRG, J&D



ხო აი მეც მაგას ვამბობ smile.gif ერთი იყოს ძირითადი და იქედან დანაწილება მერე smile.gif ნუ მაშინ სახელი საერთო უნდა შევურჩიოდ რამე smile.gif ისე ჩანაფიქრი მართლაც კარგია. შეიძლება ეგრევე არ იყოს ხალხის ბუმი, თუმცა ადრე თუ გვიან თავისას მაინც გაქაჩავს და საქართველოში პირველი იქნება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Unicorn_Guitaris...
post Jul 27 2012, 09:40 PM
Post #47


ახალდარეგისტრირებული
*

Group: ფორუმელები
Posts: 10
Joined: 22-July 12
Member No.: 23,684
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: guitar,keyboard



საიტის გამართვის პონტში ჩემი დახმარების იმედი გქონდეთ,ვორდპრესის ან ჯუმლას ენჯინზე კარგი იქნებოდა... ჰოსტინგი ფასიანი სჯობს.დიზაინზე მუშაობაც არ მეზარება,მთავარია ცენტრალური საიტის იდეა კარგად დავხვეწოთ,კერძოდ რა და როგორ უნდა იყოს,მაგალითად ავტორების განყოფილება,სიახლეები,ივენთე
ბი და ა.შ..... და იასნია იპბ–ბორდი მთავარი საიტის დამატებად უნდა იყოს თორემ ფორუმული სახე მუსიკალური საიტისათვის არასერიოზული და რაც მთავარია,ფართო პუბლიკის მოზიდვის საქმეში არაეფექტურია.მოკლედ თუ გადაწყვეტთ რამეს,შემეხმიანეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 4 2013, 12:46 AM
Post #48


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ხოოო, გავაცოცხლებ ნავტალინიან თემას და ჩემ იდეას შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეიძლება ფორუმის გამოცოცხლება.

ფორუმს გამოაცოცხლებს მეტი აქტიური იუზერი და საინტერესო თემები. ახალ იუზერებს ქმნის პროპაგანდა, რომელიც დასავლეთში კარგად აწყობილი მანქანაა, აქ კი ნაკლებად ექცევა ყურადღება. ახალბედა მუსიკოსებს ქმნის მისაბაძი იკონები და ხელმისაწვდომობა. ბევრი რომ არ ვწერო, უნდა შეიქმნას პროდუქტი, რომელში გაერთიანების სურვილიც გაუჩნდება ახალგაზრდებს. ამასთან ერთად, მათთვის ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა რაც შეიძლება იოლად და ეფექტურად მიაღწიონ მიზანს.

ამიტომ, ჩემი აზრით (შეიძლება ზოგი რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა):

1. შესაძლებელია, ფორუმის რამდენიმე განყოფილებაში გამოქვეყნებული მასალა, რომელსაც მკითხველი უფრო ინფორმატიულად ჩათვლის, დაჯილდოვდეს და ავტორს გასდაეცეს რაიმე მუსიკალური შინაარსის პრიზი (შეიძლება ჩვენი სახსრებით, ან თუნდაც, რომელიმე მაღაზიის სპონსორობით).

2. ფორუმის წარმომადგენლობამ საერთო უნდა გამონახოს მუსიკალური აპარატურით მოვაჭრე მაღაზიებთან (მი-ფა-სი, იამაჰა, მუსიკის სახლი და სხვები), რომელთა მიერ წარმოდგენილ პროდუქციას ფორუმელები გაუკეთებენ ტესტირებას და ვიდეორევიუს დადებენ იუტუბსა და ფორუმზე (ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას). ეს ფორუმელებისთვის გასმოცდილებას ზრდის, ახალბედებისათვის საინტერესო და ინფორმატიულია, ხოლო მაღაზიისთვის-სერვისისა და პროდუქციის რეკლამაა.

3. არ გინდათ, რომ ფორუმელების შესრულებით ალბომი გაკეთდეს? კრებული, რომელშიც შევა გიტარაზე ორიენტირებული ინსტრუმენტული მუსიკა. ეს დროის ამბავია, მაგრამ თუ მუსიკოსები, რომლებიც მოინდომებენ მონაწილეობას, ახლავე დაიწყებენ მუშაობას, ფორუმიც გამოცოცხლდება და შემოდგომისთვის შეიძლება კარგი კომპოზიციებიც დაგროვდეს.

4. ზაფხული მოდის, შეიძლება გაკეთდეს მაისურები ფორუმის ლოგოთი.

რას იტყვით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post May 4 2013, 08:17 AM
Post #49


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მაისურების იდეა ორჯერ იყო უკვე და თავი ვერ მოვაბით smile.gif დიზაინზეც ვერ შევთანხმდით მგონი და მაგიტო. მუსიკალურ მაღაზიებთან ურთიერთობის იდეა მომეწონა ძალიან. იმედია მიფასი ითანამშრომლებს ჩვენთან smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post May 4 2013, 01:13 PM
Post #50


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ვეთანხმები ყველა პუნქტს.

1. პუნქტი ძალიან ადვილი შესასრულებელია.
2. ესეც ძალიან მაგარი იდეაა, მაგრამ გვჭირდება შემსრულებელი, ოპერატორი და მაღაზიის მფლობელების კეთილი ნება. კვირაში 1 რევიუ და დემო რომ გაკეთდეს მგონი საკმარისი იქნება. მე მაინც მიფასის მომხრე ვარ, სხვა მაღაზიებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვთ. თუნდაც შეკვეთით რომ ჩამოიტანენ ვინმესთვის რამე ინსტრუმენტს იქნებ მოგვცენ საშუალება (რა თქმა უნდა მყიდველის თანხმობით) რომ ერთი ნახევარი საათიანი რევიუ გავაკეთოთ.
3. ძალიან მინდა, მაგრამ მოდი პირველ ეტაპზე მაღალ სტანდარტებს ნუ დავაწესებთ, ფორუმზე უმეტესობა დამწყები და მოყვარულია (ჩემი ჩათვლით) და ჩაწერის და დაკვრის მაღალ დონეს ნუ მოვითხოვთ თავიდან. უბრალოდ იყოს ის რაც არის და რაც შეგვიძლია და არავის არ შერცხვება იმედია.
4. მაგაზე ცალკე თემაა და მგონი შევთანხმდით კიდეც დიზაინზე მარა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 4 2013, 01:18 PM
Post #51


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ჩვენ თუ ვერ შევთანხმდით, სხვას როგორ დავიყოლებთ? smile.gif

რა ძნელია, ვისაც უნდა აიღოს და თავისი დიზაინით დააბეჭდინოს მაიკა, ლოგოსთან ერთად smile.gif

კიდე მაქვს ერთი იდეა:

ერთ თვეში ფარფლები და სტივ მორსი ჩამოდის. ფორუმის სახელით, შეიძლება შეგროვდეს ერთი 10-15 შეკითხვა და დავუკავშირდეთ კონცერტის ორგანიზატორებს, ექსკლუზიური ინტერვიუ არ გავწყენდა smile.gif არა მგონია, 15 წუთიან ინტერვიუზე უარი გვითხრან, ეს ხომ პროპაგანდის ნაწილია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 4 2013, 01:49 PM
Post #52


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ციტატა
3. ძალიან მინდა, მაგრამ მოდი პირველ ეტაპზე მაღალ სტანდარტებს ნუ დავაწესებთ, ფორუმზე უმეტესობა დამწყები და მოყვარულია (ჩემი ჩათვლით) და ჩაწერის და დაკვრის მაღალ დონეს ნუ მოვითხოვთ თავიდან. უბრალოდ იყოს ის რაც არის და რაც შეგვიძლია და არავის არ შერცხვება იმედია.



ეს ხომ ერთჯერადი პროექტი არაა. პერიოდულად, შეიძლება ახალ-ახალი კომპილაციების გაკეთება, ვინც ახალბედა, მათთვის კარგი მოტივაცია იქნება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post May 4 2013, 01:53 PM
Post #53


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მორსზე უკვე ვმუშაობთ smile.gif
კომპილაციებს რაც შეეხება, თუ დედლაინი არ დავაწესეთ ხალხი გადადებს და გადადებს smile.gif


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 4 2013, 02:01 PM
Post #54


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ციტატა
თუ დედლაინი არ დავაწესეთ ხალხი გადადებს და გადადებს


ახლა ზაფხული მოდის, ხალხს ბევრი დრო ექნება. ამიტომ, შეიძლება ახლავე გამოცხადდეს, რომ სექტემბრისთვის თითო ინსტრუმენტალი გამოაცხონ. სულ რომ არ იცოდეს ადამიანმა დაკვრა, მანამდე ერთ ვეშს ნაღდად ისწავლის smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post May 4 2013, 06:26 PM
Post #55


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



მიშა, ძაან მომწონს შენი მიდგომა.
ნუ გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს ერთი ესაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 4 2013, 08:41 PM
Post #56


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ციტატა
გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს


მერე, დადე შტანგა და აწი ერთი ადგილი! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 6 2013, 05:03 PM
Post #57


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ვსიო? დამთავრდა ენთუზიაზმი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post May 6 2013, 05:12 PM
Post #58


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



არანაირად!


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post May 6 2013, 11:04 PM
Post #59


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



მაგ ოთხიდან 2 მაინც რომ გამოვიდეს ძაან მაგარი იქნება... wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 7 2013, 01:27 AM
Post #60


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



არადა, ოთხივე შესრულებადია, მაგრამ ხალხი არ ჩანს...

ამოიღეთ ხმა, რომელი ხართ აქ კიდევ!
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 27th April 2018 - 01:06 AM