IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
აუდიო პოტენციომეტრი ლინეარულიდან, წრფივი მახასიათებლის შეცვლა ლოგარითმულზე
Schertler1
post Mar 17 2014, 05:25 PM
Post #1


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



სხვა თემაში სრულიად შემთხვევით და მოკლედ იყო ნახსენები ამგვარი მოდიფიკაციის შესახებ და ცუდი არ იქნება ცალკე თემის და სათაურის სახითაც იყოს ინფორმაცია.

გასაკვირი არ არის, რომ აუდიო, იგივე ლოგარითმული, პოტენციომეტრი ადრე თუ გვიან მოითხოვს თქვენგან მის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიებას, რადგან ვერც ერთი აუდიო მოწყობილობა ვერ იმუშავებს მის გარეშე სრულფასოვნად ...... ელექტრონულად იმუშავებს, თუმცა მისი ხმისა და მგრძნობიარობის რეგულირება მსმენელის სმენისათვის ვერ იქნება დინამიური და, შესაბამისად, სრულფასოვანი ......... ამის მიზეზია ადამიანის სმენის თავისებურება აღიქვას ხმა ლოგარითმულად და არა წრფივად ........ სხვა სიტყვებით, ადამიანის სმენა ხმის სიმაღლის ცვალებადობას პირველ რიგში აღიქვამს ბგერის სიხშირის ლოგარითმის ცვლილებისას ........ ინტერნეტში საკმაოდ არის ინფორმაცია ამ თემაზე (ქართულენოვანი ნაკლებად :-()

’იუ-თუბ’-ზე არის არაერთი პრაქტიკული ვიდეო-დემონსტრაცია, რომ რეალურად აღვიქვათ განსხვავება წრფივ (ლინეარულ) და აუდიო (ლოგარითმულ) პოტენციომეტრებს შორის, მაგალიათდ




ხშირად, როდესაც დააპირებთ შეიძინოთ აუდიო პოტენციომეტრი ადგილობრივი ხელმისაწვდომობის პირობებში, ჩნდება ორი პრობლემა - ან არ არის საჭირო ნომინალის აუდიო პოტი, ან არადამაკმაყოფილებელია არსებულის ხარისხი ........

.......... ერთერთი საუკეთესო გამოსავალი ასეთ სიტუაციაში არის ლინეარული პოტის მცირე მოდიფიკაცია (ნახატზე), რაც დამატებით აღწერას არ საჭიროებს ........ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ გზით შედგენილი ლოგარითმული პოტი უფრო ’ლოგარითმულია’, ვიდრე მარკეტზე არსებული დაბალფასიანი ლოგარითმული პოტების უმეტესობა ...........



თქვენთვის საჭირო ლოგარითმული პოტის ნომინალი განისაზღვრება მიბმული რეზისტორით, ხოლო რეალური წინაღობა დაახლოებით 10%-ით უფრო ნაკლები მიიღება .......... ანუ, თუ არსებული სქემის და/ან ელ-წრედის მიხედვით გჭირდებათ მაგალითად 33 kOhm, ირჩევთ რეზისტორს დაახლოებით 10%-ით მეტს (36-39 kOhm), ხოლო პოტენციომეტრს ირჩევთ დაახლოებით 6-10-ჯერ მეტს (საშუალოდ 220-330 kOhm) ..........


დაბოლოს, მცირე ექსპერიმენტირება ნომინალების შერჩევისას სასურველია !!!

შენიშვნა: მოცემული მეთოდით 'შექმნილი' ლოგარითმული პოტები არ გამოდგება ტემბრებისა და მგრძნობიარობის რეგულირებისათვის !!!


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 25th May 2018 - 01:38 AM