IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
Neck Pickup, ამარჩევინეთ pls
slim
post May 20 2014, 09:22 PM
Post #21


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



აბა ველოდებით, ველოდებით!


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post May 25 2014, 07:39 PM
Post #22


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



დღევანდელი საქმიანობა:


Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post May 26 2014, 12:37 PM
Post #23


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ნეტა ეგეთ საქმიანობაში ვიყო smile.gif


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
asdf123
post Jun 1 2014, 04:59 PM
Post #24


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 63
Joined: 28-August 12
Member No.: 23,786
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ხმას რო მოგვასმენინებ რო დაამთავრებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jun 1 2014, 07:08 PM
Post #25


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



აპგრეიდი დამთავრებულია უკვე, აუცილებლად ჩავწერ დემოს და მოზრდილ რევიუსაც დავდებ. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jun 7 2014, 10:03 PM
Post #26


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



რადგან უკვე სიმებიც მოჯდა და ჟღერადობასაც შევეჩვიე, დავწერ ჩემ აზრს ამ პიკაპების (Crunch Lab/Liquifire) შესახებ.

შთაბეჭდილებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. აქვთ დადებითი მხარეებიც და უარყოფითიც, შესაბამისად, ზოგისთვის იდეალურია, ზოგისთვის ნაკლებად. დავიწყებ კარგი ამბებით:

მაღალ გეინზე პირველი, რაც ეგრევე თვალში საცემია, ესაა უნამუსოდ გრძელი სუსტეინი და თბილი ბგერა smile.gif ამას მოყვება მეორე სიურპრიზი- არაჩვეულებრივი პიკაპებია სვისტებისთვის. კარგადაა შენარჩუნებული სიმების გარჩევადობა, დეტალიზაცია.

ბრიჯზე რამდენადმე წამოწეულია საშუალო სპექტრი, რაც მიქსში გიტარას ყოველთვის გამოაჩენს, ამასთანავე ბასები გამჭვირვალეა და მთლიანად, აშკარად იგრძნობა, რომ ტემბრალურად სოლოებზეც კარგადაა მორგებული.

ნეკი სპექტრალურად იმდენად დაბალანსებულია, რომ მაღალ გეინზე მასზე ხერხვაც კი შეიძლება smile.gif ნოტის დასაწყისი აქცენტირებულია, რაც იდეალურია სწრაფი სოლოებისთვის-ყველა ნოტი ისმის, ამასთანავე, ძალიან მგრძნობიარეა პიკინგის მიმართ, რითაც შემსრულებლის ინდივიდუალური შტრიხი კარგად ჩანს საუნდში.

მთლიანობაში პიკაპები გათვლილია მიქსში გიტარის ადვილად ჩასასმელად - არ აირევა ბასისა და ბოჩკის საუნდთან (რაც ძალიან ხშირად ხდება).

ახლა კი, რაც არ მომეწონა. ყველა ზემოთჩამოთვლილი ნიუანსი რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოდის და გამომდინარეობს გარკვეული ტექნიკური სპეციფიკაციიდან.

სუფთა ხმაზე გიტარის ტემბრი იმდენად მშრალია, რომ თავიდან სერიოზულად დამაბნია. ნეკზე ბასები მცირეა, მაღალი სიხშირეები კი პრაქტიკულად არაა (სწორედ ამ ნიუანსის გამო ჟღერს ეს პიკაპი მაღალ გეინზე ფანტასტიურად). შეიძლება ითქვას, რომ გიტარის ინდივიდუალური ჟღერადობა სადღაც გაქრა unsure.gif მაკაგონის ტემბრალურ სიღრმეს, რის გამოც ეს გიტარა მიყვარს, Liquifire კატეგორიულად არ გადმოსცემს. რაც შეეხება Crunch Lab-ს, აქ იმდენად მწვავედ არ დგას მაღლების საკითხი, თუმცა დაბალი სიხშირეების რაფინირებას ბგერის სიღრმე და სიმკვრივე გაყვა. რაღაცით აქტიურ EMG-ებს მივამგვანე (რომლებიც სტერილურობის გამო არ მომწონს), თუმცა ესენი გაცილებით დინამიურია, ვიდრე EMG.

ეს ნამდვილად არაა ის საუნდი, რაც მე ამ გიტარისგან მჭირდება, ასე რომ, მგონი ძიება გრძელდება და სავარაუდოდ, სეიმორის TB-6 ჩაჯდება ბრიჯში (მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბრიჯი) და ნეკში კლასიკური '59 (!) ან Jazz.

P.S. მინდა ვთქვა, რომ სტოკ პიკაპები, რაც გიტარას მოყვა, იმდენად მრავალმხრივია, რომ შეგიძლიათ თამამად დაიტოვოთ, თუ ეგეთები გიყენიათ. მე უბრალოდ, ნეკი უფრო დაბალვიხოდიანი მჭირდება ამ ინსტრუმენტზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Jun 7 2014, 10:13 PM
Post #27


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



ყველაფერს ერთი პიკაპით ვერ გააკეთებ, დანარჩენისთვის არსებობს მასტერქარდი biggrin.gif


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Jun 7 2014, 10:14 PM
Post #28


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მიშა, დიდი მადლობა რევიუსთვის! ჩემი სტილისთვის მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია ეგ კომბინაცია smile.gif ისე ქლინზე მართლა მგონი ჯონიც არ იყენებს ხოლმე მაგათ და უფრო პიეზოს აწვება biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jun 7 2014, 10:27 PM
Post #29


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ციტატა
ქლინზე მართლა მგონი ჯონიც არ იყენებს ხოლმე მაგათ და უფრო პიეზოს აწვება


ეგრეა ზუსტად. ვისაც ერთი გიტარა აქვს, არავის ვურჩევ მარტო ამ კომბინაციას. მაღალ გეინზე კი მისწრებაა, თუ ექსტრემალური საუნდი არ გინდა. ბრიჯი დაჟე lamb of god-ს თავისუფლად გაქაჩავს, ძალიან წააგავს მორტონის პიკაპს ჟღერადობით.


ციტატა
ყველაფერს ერთი პიკაპით ვერ გააკეთებ

თავისთავად, მაგრამ არის მეტნაკლებად უნივერსალური ვარიანტები. ეს ძალიან სპეციფიურია, გასაგებია რისთვისაც შეაქმნევინეს. მე კი დასკვნა გამოვიტანე, რომ არცერთი "იმენნოი" პიკაპი" არ უნდა დააყენო, ჯობია სტილისტურად შეარჩიო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 21st July 2018 - 02:04 AM