IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ჯგუფში დაკვრის შესახებ, კიდევ ერთი ცნობარი
Demonna
post Dec 10 2012, 07:11 PM
Post #1


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მოგესალმებით მეგობრებო

ეს თემა ეხება მათ ვინც 1 წელია უკრავს, სტეირვეი და ნაthინგ ელს მეტერსი დაამუღამა და რითმ-გიტარისტს, დრამერს და ბასისტს ეძებს რომ ბექ-ტრეკად გამოიყენოს და ლაივში დაუკრას.
ძალიან ნაცნობი სიტუაციაა არა? smile.gif
ოდესღაც ყველამ საიდანღაც უნდა დაიწყოს, შესაბამისად მოდი თქვენც ამ თემის წაკითხვით და გააზრებით დაიწყეთ.

Disclaimer:
მე როგორც ამჟამად არცერთი ჯგუფის წევრი ცოტა არაკომპეტენტური ვარ იმისთვის, რომ ზოგადად პრეტენზიები წამოვაყენო (ჩემზე უფრო გამოცდილებიც იტყვიან სავარაუდოდ თავიანთ აზრს), თუმცა გარკვეული გამოცდილება მაქვს და შესაბამისად რასაც დავწერ თუ გაითვალისწინებთ მხოლოდ დადებით შედეგს მოგცემთ როგორც პიროვნულ–მუსიკალურად ისე ჯგფუფთან ერთად.



სამყაროში არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი:
1 - ჯგუფი რომელშიც ყველა წევრს კარგად აქვს გააზრებული რომ მუსიკა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზრუნავს პიროვნულ მუსიკალურ განვითარებაზე როგორც ტექნიკური ისე თეორიული კუთხით. ასევე გააზრებული აქვს დანარჩენი წევრების მნიშვნელობა ჯგუფში, ასევე თითოეული ინსტრუმენტის მნიშვნელობა ჯგუფში და ე.წ sound-ი და სტილი რომელიც ამ ჯგუფს ახასიათებს. (მაგალითად "დრიმები", "მეტალიკა", "ფარფლები", და ა.შ)
2 - ჯგუფი რომელშიც უკრავს ხალხი რომელთაც უბრალოდ ევასებათ მუსიკა და "აჯაზებენ" (დიდი რაოდენობა ქართული ჯგუფების (დაწყებული პროფებით და დამთავრებული ძალიან დამწყებებით)).
3 - ჯგუფი რომელიც შეკრებილია იმიტო რომ სადღაც დაუკრას და ფული იშოვოს.
4 – ჯგუფი რომელიც ემსახურება რომელიმე წევრს. (მაგლითად ვიღაც ვიღაცაშვილის ბენდი).
=======================================================

მოლოდინები და რეალობა:
მეგობრებო, როდესაც რამე ინსტრუმენტზე დაკვრისას ძალიან სწრაფად ვითარდებით ჩნდება ილუზია რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ბენდში დაკვრაც არ იქნება რთული. მერწმუნეთ ეს ესე არაა და მოლოდ ნოტების სწავლა არაა საკმარისი იმისათვის რომ ბენდში დაუკრათ. ბენდში დაკვრაში რა თქმა უნდა არ იგლუსხმება 3 ან მეტი ადამიანის დგომა ან ჯდომა და ნოტების ბრახაბრუხი.
ასევე ბენდში დაკვრა მოითხოვს საკმაოდ ბევრ დროს, რათა კარგად შეეწყონ წევრები ერთმანეთს, გაუგონ ერთმანეთს და "დაამუღამონ" ერთმანეთთან დაკვრა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ხშირად არის დონის სხვადასხვაობა, ვიღაც ბენდში უფრო მაგარია ვიდრე სხვა, შესაბამისად შეიძლება წარმოიქმნას ბელადობის პრინციპი, რაც ჩემი აზრით არასასურველი რამ არის, თუმცა კარგი Frontman-ი ძალიან საჭირო რამ შეიძლება იყოს smile.gif

=======================================================

რა არის კარგი ჯგუფი?
სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ მოდი განვიხილოთ რამდენიმე "კლიშჩე":

1."ბოდიში ბიჭებო მარშუტკა არ მოვიდა დროზე" – ამ საკითხს შევხედოთ მუსიკოსების მხრიდან და დავიწყოთ რეპეტიციებით. მუსიკოსები ზოგადად ძალიან ემოციური ხალხია smile.gif) შესაბამისად ხშირად ხდება რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება ვერ დაუკრას ვინმემ ან არ გამოცხადდეს სარეპეტიციოში თავის დროზე, ან რაიმე სხვა. ამის მიზეზი ხშირად მოუცლელობაცაა. მაგრამ ასეთი რამ რეალურად აჩვენებს წევრის ჯგუფისადმი დამოკიდებულებას.

2."აპარატურა არ ვარგა მაგის დედას შ." – სავსებით სამართლიანი ფრაზა, მაგრამ ძირითადად გამოიყენება როდესაც ჯგუფი ჩაისვრის ლაივზე და შემდეგ დაგრუზული სახით დედას აგინებენ ხმის ოპერატორს. ასევე შუა რეპეტიციისას, როდესაც სიცივეში ვერ უკრავ, ხელები გაქ გაყინული და არ იცი რას დააბრალო.

3."ჩემი ხმა არ ისმის შეჩ." – ძირითადად გიტარისტების ფრაზა, როდესაც სარეპეტიციოს ხმაურში გიტარის ხმა იკარგება და ვერ გაარჩევ ინსტრუმენტებს. ბოლოს ყველა ბოლომდე უწევს ხმას და საერთოდ აღარაფერი აღარ ისმის.

4."სოლო დამაკვრევინე რა ბლ**დ" – ასევე გიტარისტების ფრაზა, რომელთაც უყვართ სოლოების დაკვრა. ძირითადად უკრავენ იმავე ფაზებს იმავე კილოში განსხვავებული ტემპით.

5."დეეეეესსიიიიზზზზზ აააააააარრრრღღგგჰჰგგგჰგგგხ

�ხხხხოოოო !!" – ქართველი მეტალ ვოკალისტი "გროულისას".

6. "ტერო–რერო–ტეეეეეე ტერო–რერო–ტეეეეეე ვაუ–ვაუ–ვაუ–ვაუ–ვაუ–ვაუ" – "მასთერ ოF ფაფეთსის" სოლო ქართველი გიტარისტის შესრულებით. როგორც წესი იკვრება ზუმის "კვაკით".

7. "აუ ძმებო მაგარი იდეა მაქ " – და უკრავს რომელიმე ძალიან ცნობილ ვეშს ოღონდ და გონია რომ თვითონ მოიგონა.

8. "აუ წამო რა მოვწიოთ" – ქართველი დრამერი შუა რეპეტიციისას.

ეს ერთი და სხვა მრავალი განსაზღვრავს ჯგუფების საერთო დონეს. რომელსაც მოდი თამამად ვთქვათ და აღარც ძმობა–ჩახუტება აღარ შველის და აღარც ხათრი და შეცოდება და მითუმეტეს აღარც "სულ არაფერს ხო ჯობია".
========================================================

როგორი ხალხი უნდა მოვძებნოთ?
1. მოვძებნოთ ხალხი რომელსაც მუსიკა უყვარს. და აქ ყურადღება გავამახვილოთ მუსიკაზე.
2. მოვძებნოთ ხალხი რომელსაც უნდა ჯგუფში დაკვრა. და აქ ყურადღება გავამახვლიოთ ჯგუფზე.
3. მოვძებნოთ ხალხი რომელსაც უნდა თავისი სიტყვა თქვას მუსიკაში ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. აქ ყურადღება გავამახვილოთ წევრებზე.
4. მოვძებნოთ ხალხი რომლიც ზრუნავს მუსიკალურ – ტექნიკურ და თეორიულ განვითარებაზე. აქ განვითარებას ვუსვამთ ხაზს.
5. მოვძებნოთ ხალხი რომელსაც აქვს ისეთივე ინტერესები როგორიც თქვენ.

========================================================

ჯგუფში დაკვრის მუსიკალური მხარის რამდენიმე პრინციპი:

1. ვაცალოთ ერთმანეთს.
2. მოვუსმინოთ ერთმანეთს.
3. ვიქცეთ კომპოზიციის ნაწილებად.

განვიხილოთ კლასიკური ნაწარმოების შესრულება. ყველა თავის ადგილზეა, ყველა ინსტრუმენტი სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა ისე ისმის, ტემპში ყველა ზის და მთლიანობაში გუნდი ქმნის კომპოზიციას რომელიც სასიამოვნო მოსასმენია. იდეაში როკ-ჯგუფი არ უნდა განსხვავდებოდეს ორკესტრის გუნდისგან ამ მხრივ. შესაბამისად საჭიროა რომ რეპეტიცია იქნება ეს თუ ლაივია ყველა წევრს უნდა ესმოდეს რომ ამ კომპოზიციაში ცოტა მეტი ესაა საჭირო, იმ კომპოზიციაში ცოტა მეტი გიტარა, ამაში ბასი უნდა იყოს გამოკვეთილი, ამაში დრამზე ვამახვილებთ ყურადღებას და ა.შ. გიტარის სოლოს დროს დანარჩენები არ უნდა უბარტყუნებდნენ, არამედ ცოტა უნდა აცალონ დაკვრა, იგივე ითქმის ბასისტზე და იგივე დრამერზე. ვოკალზე აღარც ვსაუბრობ.
მაგრამ თქვენ იტყვით რომ უცხოური ბენდები მთელი ძალით უპარტყუნებენ ისტრუმენტებს და მაინც ყველაფერი ისმის. დიახ. მაგრამ რადგანაც აქ არაა იმის საშუალება რომ პროფესიონალი საუნდ ინჟინერი გვყავდეს, აუცილებელია რომ ხმის დარეგულირება ბენდის წევრებმა მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ საკითხში არამარტო ხმის სიმაღლე არამედ თითო ინსტრუმენტის აქცენტიც ვიგულისხმოთ.
ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ თავიდან ავირიდოთ მუსიკალური აჯაფსანდალი a.k.a ხმაური.
========================================================

ჯგუფში დაკვრის ტექნიკური შესრულების რამდენიმე პრინციპი

1. საერთორეპეტიციაზე მეტი დრო უნდა დაეთმოს სახლში მეცადინეობას.
2. სიჩქარე არ ნიშნავს კარგ ტექნიკურ შესრულებას.
3. კომპოზიციაში თითო ნოტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

ესენი ძირითადი პრინციპებია არამხოლოდ ჯგუფში დაკვრისას არამედ ზოგადად მუსიკოსისვის. ჩვენთან ხშირად რაღაც დონემდე მიდიან და იჭედებიან ხოლმე და როგორც წესი ეს დონე არ კმარა იმისათვის რომ კარგი შესრულება დავდოთ. ეს ეხება არამხოლოდ გიტარისტებს, არამედ დრამეს, კლავიშნიკს და ვოკალისტს. ხშირად გვაქვს შემთხვევები როდესაც ჯგუფის 3 წევრი მაღალ დონეზეა და 2 წევრი ისე "sucks" რომ შეუძლებელი ხდება მოსმენა. თითო წევრი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას არამარტო პუბლიკის წინაშე არამედ ერთმანეთის მიმართ და არ უნდა აკადრონ ერთმანეთს რომ კონცერტზე ან რეპეტიციაზე მოუმზადებლები მივიდნენ.

ტექნიკური შესრულების რამდენიმე "კლიშე":
1. მშვიდი, აუღელვებელი სახით და "მე თქვენზე მეტი ვარ" გამომეტყველებით შრედვა. - ახასიათებთ ტექნარებს რომლებიც ჯგუფის წევრებს ზემოდან უყურებენ. უმეტესობა მაინც ჭუჭყიანად უკრავს.
2. "დუცი-ტაცი-დუცი-ტაცი დაგაგაგაგაგაგაგდაგდგადდრდა

�დაგდაგა დუცი-ტაცი-დუცი-ტაცი" - ახასიათებთ დრამერებს ყოველი ტაქტის ბოლოს სოლოს რუ უკრავენ. როგორც წესი კონტექსტიდან და კომპოზიციიდან ამოვარდნილი გადასვლებია.
3. ინტროს დროს: "The sun is rising .. YEEEEEAAAAHHHHHH!!!:@:@:@" - ზედმეტად ემოციური ვოკალისტის გამარიაჟება, როგორც წესი თავს "ზედმეტად ემოციურობით" იმართლებს.
===============================

მუსიკა რომლის დაკვრასაც აპირებთ
ყველას აქვს უფლება, რომ რაც უნდა ის დაუკრას. მაგრამ ჯგუფი რომელსაც არ აქვს გემოვნება ჩამოყალიბებული და სტილი რომელზეც იგი აქცენტს აკეთებს, არასერიოზული ჯგუფია. როგორც წესი ბევრი სტილის ერთად შეჭიდების შედეგად ვერცერთს ვერ უკრავ კარგად. ასერომ არასწორია ფრაზა "ვუკრავთ ყველაფერს რაც გაგვისწორდება" არამედ უნდა იყოს "არ გვაქვს კონკრეტული მიმართულება ჩამოყალიბებული, არც გემოვნება ჩამოყალიბებული და არ ვიცით რა გვინდა, უბრალოდ ჯგუფის პონტი გვისწორდება".

ასერომ თუ არ არის გემოვნება ჩამოყალიბებული, მგონი ჯგუფის შექმნა ცოტა ადრეა. ყოველი შემთხვევისათვის ისეთი ჯგუფის, რომელსაც კარგ ჯგუფობაზე აქვს პრეტენზია.

================================
დასკვნა:
ესეთი ვითარება დარწმუნებული ვარ სხვა ქვეყნებშიცაა ოღონდ იმდენად მცირე დოზით რომ ამაზე საუბარი არც არსად მგონია რომ იყოს. შესაბამისად არასერიოზულობის მომენტია დასაძლევი.
აქ არავის ვკიცხავ, უბრალოდ ცოტა უფრო სერიოზული მიდგომაა ყველაფრისადმი საჭირო.
შესაბამისად თუ არ გაქვთ სერიოზული მიდგომა ჯგუფისადმი, კარგი მუსიკის შექმნა არ გინდათ და ზემოთხსენებულს არ ითვალისწინებთ, აჯობებს რომ ქართული სცენა არ დაანაგვიანოთ და ისეთ დროს დაელოდოთ, როდესაც ნამდვილად მზად იქნებით რომ სერიოზულად იმუშაოთ smile.gif


მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Dec 10 2012, 07:35 PM
Post #2


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



აბსოლუტურად გეთანხმები უპასუხისმგებლობა და "წამო მოვწიოთ" "აპარატურა არვარგა" აფუჭებს ბენდს. აპარატურა კიარა ხელი ავარჯიშე ხელი!


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Levani
post Dec 10 2012, 08:44 PM
Post #3


Levani
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,958
Joined: 31-May 11
From: Tbilisi
Member No.: 8,843
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: არ მაქვს



დემე ყოველთვის ისეთ თემებს ხსნი, ვიღაცას რომ ვეკამათები ხოლმე ან რამეს ვასწავლი შენი თემებიდან ვავლებ პარალელებს... აი ზუსტია რა... რაც არ უნდა მაგარიიყო ბენდში მუშაობას სულ სხვა რაღაცეები ჭირდება... მაგრა მომეწონა ეს თემა და ბევრ რაღაცას გავითვალისწინებ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
arresta
post Dec 10 2012, 10:00 PM
Post #4


Proglogue
*****

Group: ფორუმელები
Posts: 3,453
Joined: 2-March 09
Member No.: 84
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი



ქართული ბენდების მუსიკალური რეალობა და მისი პრობლემები მართლაც რომ მსოფლიო მუსიკალური ფენომენია.
მოვითხოვ ყველა ჯგუფის მაძიებელმა და შემქნმელმა გადახედოს ამ თემას!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Dec 10 2012, 10:05 PM
Post #5


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ბიჭო არ მინდა რომ მაინცდამაინც წუწუნი გამოვიდეს მაგრამ მინდა რომ ყველა პრობლემას შევეხო რო იქნებ გამოსწორდეს ოდნავ სიტუაცია biggrin.gif

პ.ს სტატია ნელნელა ნახლდება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
doberman257
post Dec 12 2012, 02:14 AM
Post #6


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 109
Joined: 20-June 09
Member No.: 399
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Fender Blacktop Stratocaster HH



საგოლ ავტორ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
gruzin_1987
post Dec 12 2012, 11:28 AM
Post #7


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 193
Joined: 6-December 11
From: თბილისი
Member No.: 21,994
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: acoustic, electric guitar



"დუცი-ტაცი-დუცი-ტაცი დაგაგაგაგაგაგაგდაგდგადდრრრ

�რრაგდგაგდაგდაგდაგა დუცი-ტაცი-დუცი-ტაცი" - ახასიათებთ დრამერებს ყოველი ტაქტის ბოლოს სოლოს რუ უკრავენ. როგორც წესი კონტექსტიდან და კომპოზიციიდან ამოვარდნილი გადასვლებია.
3. ინტროს დროს: "The sun is rising .. YEEEEEAAAAHHHHHH!!!:@:@:@" - ზედმეტად ემოციური ვოკალისტის გამარიაჟება, როგორც წესი თავს "ზედმეტად ემოციურობით" იმართლებს.

ამან დაგლიჯა biggrin.gif biggrin.gif
მართალი ხარ მეგობარო, გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
solo
post Dec 12 2012, 11:43 AM
Post #8


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 199
Joined: 11-August 10
From: tbilisi
Member No.: 1,234
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: gibson xel naketia ravici me



საკაიფო თემაა დემე (ყ) იმედია ბევრი გავითვალისწინებთ.

დავამატებ მომენტ იმას რომ ,

როცა ჯგუფი რაგაც დონეს მიაგწევს და თავი რაგაცა ჰგონია! ან როცა უკვე თვლიან საჭიროდ რომ უნდა გავიდნენ კონცერტზე და ოპაა და მაგთი კლუბში გაიჩითნენ! ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვსო მაგთი კლუბში ვიყავით და ესეეგი მაგრებია ხალხი წიოდა.... ხალხი ხშირ შემთხვევაში დაბოლილი და მთვრალი ან ნასვამი მიდის რო უაზრო ხმაური მოისმინონ სადაც ყვირილი შესაძლებელი იქნება ან თუნდაც იყვირონ იმიტომ რომ (ეგ) მუსიკა მაგარი გონიათ. საქართელოში არის ისეთი ხალხი რომ კითხო ბლუზს უსმენ? შეიძლება შეგაგინოს ან გითხრას კი მაგრამ მაგას რომ მოყვეს მაინც რას ? კითხვა გეტყვის აიფაიფს ან რაგაც ისეთს ეხლა აგარ ადრე უსმენდი რაგაც იყო რა ბლუზი ან რაგაც ბოდიალი მოკლედ.. ხალხმს მუსიკაც არ იცის იმისთვის რომ განვითარდეს ჯგუფია საჭიროა თეორიული ასევე პრაჯტიკული ცოდნა რაც უკვე აგინიშნა დემემ, იმისთვის რომ ჯგუფი განვითარდეს უნდა მოასმენინოს ვინმე განათლებულ მუსიკოსს ვისაც დიდი ხანია შეხება აქვს და მ ა რ თ ლ ა ესმის ამ საქმისა მომენტ. როცა კონცერტზე ჩაფახდები და აბრალებ ხმისრეჟისორს მაშინ უფრო იჩალიჩებ იმიტომ რომ თუ კონცერტზე გადიხარ გაასწორე ყველაფერი დაალაგე საუნდ ჩეკი გააკეტე აწყეე გიტარები მოისმინე საუნდი გადახედე პირობებს და მერე გადაწყვიტე გახვალ თუ არ გახვალ რომ მერე ვიგაცისკენ თითის გაშვერა არ მოგიწიოს რადგან ეს ხალხს სრულიად მარად კიდია... იტყვის ფუ ფული რაში გადავიხადე მე თქვენი .. ჰოდა მერე კარგად იყავი... დადე გიტარა და წადი და მუსიკა ისწავლე დრმერმა თვლები თეორია ჯგუფის თითოეულმა წევრმა საკუთარ განათლეას მიხედოს აიმაგლოს დონე და სახიონკლის და გრიალის მაგივრად ისევ ჯგუფში უკრას და ისევ ირეპეტიციოს ვიდრე ჯგუფამ ილოთაოს ასე რომ ვთქვათ... პატივიცემა მოსმენა და გაგება და სიყვარული რომ ჯგუფის გარდაც უნდა იყოს მემგონი ამაზე სალაპარაკო თემაც არ უნდა იყოს... ადამინს პატივი რომ უნდა სცე მოუსმინო გვერდში დაუდგე გააფრთხილო იიტომ რომ გიყვარს და გინდა რომ სწორი პოზიცია მიიგოს სახემ მაშინ ეგ ისევ სიყვარულში და ძმურ-სწორ დამოკიდებულებაში ითვლება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
solo
post Dec 12 2012, 11:57 AM
Post #9


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 199
Joined: 11-August 10
From: tbilisi
Member No.: 1,234
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: gibson xel naketia ravici me



როგორი იქნებოდა ჯგუფი რომ ჯგუფშI ყოფილიყო
1) გაგება ,სიყვარული სწორი დამოკიდებულება ერთი-მეორესადმი
2) ამპარტავნობა ადაბლებს კაცს თავმდაბლებს კიდე ღმერთი მაგალ ადგლიზე აყენებს
3) გააკეთო იმისთვის რომ ეს მუსკაა! ეს ხელოვნებაა,შენი ცხოვრების ნაწილია, იმიტომ რომ მუსიკაში ხალხს თავისუფლების, სიმშვიდისა და სიხარულის, არ ვიცი სუნთქვის საშვალებას აძლევ დასვენების და "განახლების" მიმტანი ხარ (და არა აუ ჩემი თავი გამისკდა მე ასმის ....ფული რაში გდავყარე მე ამის ......... )
4)მოწესრიგებული! , ჩამოყალიბებული , პასუხისმგებლური, თავდადებული, მოაზროვნე-ჯგუფის წევრები
5) წინ სწრაფვის მწყურვალე და ამ საქმის მშიერი ხალხი. (ხომ ხვდებით რა)

ეს რომ ჯგუფს ქონდეს და ბოლომდე ასე იდგეს მაშინ ძალიან ბევრს მიაღწევს !

დემე დუცი დაცი არა !!!!! დუშტი ტაშტი დუშტი ტაშტი დაგაგაგაგაგაგა დრრრრრრრრრრრრ ტყლაააააშშშშშშშაააააან ( ეს ამოვარდა უკვე და იმისთვის რომ ჩასვას ) დუ დუ დუ დუდუ დუუ ტყლაშ (ისევ არ გამოვიდა და ვიგაცა ამობობს ჰეჰეე ნახე რა ავაჯაზეთ :| )tongue.gif:P:P:P:P
Go to the top of the page
 
+Quote Post
solo
post Dec 12 2012, 12:11 PM
Post #10


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 199
Joined: 11-August 10
From: tbilisi
Member No.: 1,234
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: gibson xel naketia ravici me



ჯგუფი დაკვრას ერთად რომ დაიწყებს და ისე დაუკრავს რომ ყუელაფერი ისმის და ჩაანს და ერთად დაამთავრებს და არ შეეშლება და ხარისხი იგრძნობა დ შესრულება მაშინ ნორმალურია.

თუ მაგარი გინდა კიდე ძააან საუნდი უნდა გქონდეს ცვეტში ყველაფერი რო ძაან საკაიფოდ ჟღერს და ყველაფერი მკვეთრად რომ ისმის და შესრულების დონე რო ვაფშეე რაა.... გადმოსდითო რო თქვან ეგ მაგარია ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Dec 12 2012, 01:01 PM
Post #11


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ძალიან კარგი და გასათვალისწინებელი სტატიაა. ნეტა ესე ფიქრობდეს ყველა.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bacha
post Dec 12 2012, 01:04 PM
Post #12


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 951
Joined: 1-March 09
Member No.: 77
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: ელ–გიტარა



და მერე ჩვენ განა მხოლოდ ამ კონკრეტულ სფეროში ვჭედავთ, ზოგადად ასეთი ხასიათის მქონე ერი ვართ, რასაც კარგად შეშვენის სიტყვა უდისციპლინო. გაიხსენეთ ელდარ შენგელაიას ცისფერი მთები, ერთ-ერთი ქართული ფიმი სადაც ძალიან კარგად არის ასახული ეს ყოველივე.


--------------------
მოყვარული კუ ნინძა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Dec 13 2012, 12:58 PM
Post #13


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



მიხარია რომ მოგეწონათ მეგობრებო, შეიძება არც არაფერი გამოიწვიოს ამ სტატიამ, იმედია ვინმე ნახავს და გაითვალისწინებს ამ ყოველივეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Slayernation
post Dec 13 2012, 02:22 PM
Post #14


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 131
Joined: 25-November 12
Member No.: 24,680
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი



მასე ხშირად როკ-სამყაროს უდიდესებიც და უნიჭიერესებიც ვერ პოულობენ კომპრომისს თავის ბენდში და კონფლიკტები მოსდით (და არა მხოლოდ კრეატიული მომენტების გამო, სხვათაშორის) და თქვენ აქ ქართულ სცენაზე ალაპარაკდით... პროფებზე და ვარსკლავებზე თუ წამოვიდა ლაპარაკი და მათ თურმე საქმისადმი 101% სერიოზულ დამოკიდებულებაზე, არც აქ არ არის მაინც და მაინც არავინ იდეალი. ახლა, კარგ მაგალითად, მაიკ პორტნოიმ რო გადააგდო დრიმები სანაგვეში რაღაც ევენჯ რაღაცისთვის და იქაც *ლე რო ჭამა და უბენდოდ რო დარჩა საბოლოოდ, ეგ იყო ახლა საქმისადმი სერიოზული მიდგომა? არაფერიც. ეგ იყო ყველაფრის *ლეზე დაკიდება. მაგ ღალატს არ სჯობდა რომ მაიკი რეპეტიციაზე გვიან მოსულიყო, სიგარეტი მოეწია, პეტრუჩასთვის ერთი-ორი კაი სიტყვა რო ეთქვა: "ნუ უკრავ შე გადარეულო ხენდრიქს, როლინგ სტოუნს, ზზ ტოპს, ფარფლებს და პინკ ფლოიდს აგრესიული შრედით მილიონი ნოტი/წ, არ უხდება არანაირად" და ასე შემდეგ. მგონი ეგ უფრო მოსული იქნებოდა ვიდრე შენი ჯგუფის და რაც მთავარია შენი მეგობრების გადაგდება. ტაკ შტო აქ დაზუსტებით ვერ იტყვი რა არის უარესი.

ბაჩას კიდევ დავეთანხმები ერზე. დისციპლინა 0, ჰონორი - 101%. თან პირველი ხელს ვაწერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Dec 13 2012, 02:54 PM
Post #15


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



smile.gif))
ეგენი 30 წელი ერთად უკრავდნენ და სერიოზული და სწორი მიდგომა რომ არა სახელს ვერ გაითქვამდნენ smile.gif
მაიკის წამოსვლა მგონი ძალიან პირადული გადაწყვეტილება იყო და არა საქმის დაკიდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Slayernation
post Dec 13 2012, 03:44 PM
Post #16


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 131
Joined: 25-November 12
Member No.: 24,680
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი



ძველი მეგობრების დაკიდება ხომ იყო სამაგიეროდ. ძალიან პირადული იყო, აბა რა, მაგაში გეთანხმები. და მით უარესი რომ 30 წლის მეგობარი და ბენდის წევრი, რომელშიც დარწმუნებული ხარ, უცებ გიკიდებს თან ვისი გულისთვის? ვიღაც ლაწირაკი ევენჯებისთვის? თან მერე ეგ ლაწირაკები რომ გიკიდებენ შენ, ამხელა მუსიკოსს? კაი რა. მაიკ მანგინი კი აიყვანეს, მშვენიერი დრამერია ეგეც, მაგრამ ეგ პორტნოის საქციელი არავის რომ არ ესიამოვნა, რბილად რომ ვთქვათ, საიდუმლო ნაღდად არ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
queen
post Dec 13 2012, 06:13 PM
Post #17


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 368
Joined: 29-June 12
From: tbilisi-kutaisi
Member No.: 23,637
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: affinity series squier strat



ძალიან მაგარი თემაა.. ყოვლისმომცველი.. smile.gif ნეტა ბევრი ითვალისწინებდეს..
smile.gif ძალიან მომეწონა.. smile.gif))


--------------------
.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Dec 14 2012, 03:06 PM
Post #18


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



პორტნოი არ წასულა, მაგან თქვა კაი ხანი დავისვენოთო და მერე ისევ გავერთიანდეთო, მარა დანარჩენებმა არაო. ისე ადრენალინ მობიც არაა ნაკლებად პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებული. მაგათი გიტარისტი გლიჯავს ყველაფერს.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Slayernation
post Dec 14 2012, 04:55 PM
Post #19


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 131
Joined: 25-November 12
Member No.: 24,680
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი



სლიმ, პორტნოიმ ვაბშე რა ქნა ბოდიშით და "ხ*ი ეგო ზნაეტ". ჯერ ევენჯში უნდოდა დაკვრა, მერე ევენჯებმა ბოლოს რომ არაო, მოდი ისევ დრიმებში დავბრუნდებიო, დრიმებმაც კამბეკზე არაო და დარჩა მაიკი ისე. კი იპოვის მერე ბენდს, არ დაიკარგება, მაგრამ პროსტა ძაან ცუდად გამოუვიდა ეს ყველაფერი ტიპს რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Dec 14 2012, 04:58 PM
Post #20


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



biggrin.gif პორტნოის დედაც მეგობრებო ჩვენ რა გვეშველება ეგ ვთქვათ smile.gif)
ამ თემის მიზანი არაა ის რომ ვიღაცეები განიკითხოს. მიზანია რომ ბევრი რამ დავინახოთ და გამოვასწოროთ/გავითვალისწინოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 23rd July 2018 - 07:52 AM