IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
ხელნაკეთი აკუსტიკური კაბინეტი Mr. Acoustic, აკუსტიკური ინსტრუმენტის კომბო
Schertler1
post Jan 11 2014, 08:14 PM
Post #1


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



დღეს, მუსიკალურ მარკეტზე არსებულ მრავალ კომპაქტურ აკუსტიკურ კომბო-გამაძლიერებლებს შორის მხოლოდ რამდენიმე იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის 'ეი-ი-არ' (AER, გერმანია), 'შერტლერი' (Schertler, შვეიცარია), 'ფიშმან' (Fishman, აშშ), 'ულტრასაუნდი' (Ultrasound, აშშ) და ალბათ კიდევ ორი-სამი ბრენდი ცალკეულ მოყვარულთა გემოვნების მიხედვით .....

აკუსტიკური კომბოს შეძენისათვის (თბილისისთვის გასათვალისწინებელია საერთაშორისო ტრანსპორტირების დანახარჯები და განბაჟება) მინიმალური ბიუჯეტი დაახლოებით 600 აშშ დოლარია, ზედა ზღვარი ალბათ 4000 დოლარის ზევით არის ......

არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, მიზეზი და საჭიროება არა ერთი და ორი იყო და ამიტომაც გადავწყვიტე აქტიური აკუსტიკური კაბინეტის აწყობა ხელმისაწვდომი კომპონენტებისაგან, სხვა სიტყვებით, უბრალოდ გამაძლიერებლისა და დინამიკის ერთ მოცულობაში გაერთიანება, კიდევ უფრო კონკრეტულად, ცნობილი საბჭოთა გამაძლიერებელი 'ოდისეი-002 სტერეო' და დინამიკები 'ლომო კინაპი 4А-28' და ტვიტერი 2ГД-36. თუ რას წარმოადგენს დასახელებული კომპონენტები, ინტერნეტში საკმაოდ არის ამის შესახებ ინფორმაცია, მინდა მხოლოდ აღვნიშნო, რომ დინამიკი 'ლომო 4А-28' მაქსიმალურ სიმძლავრეზე ავითარებს 107 დბ-ზე მეტ ხმის წნევას, რაც ცუდი არ არის კომპაქტური გაბარიტებისათვის.

აკუსტიკური ინსტრუმენტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს, დაინტერესებულთათვის მინდა ჩემი მომავალი აკუსტიკური კაბინეტის შუალედური ფოტოები წარმოვადგინო, იმედია დაგაინტერესებთ პროექტი.

სახელწოდება: Mr. Acoustic (მისტერ აკუსტიკ)
ტიპი: აქტიური კაბინეტი
დიზაინი: დახურული
ზომები: 340x380x290 მმ
კაბინეტი: ხელნაკეთი, დიზაინი მაკრატელა (Dovetail)
სიმძლავრე: 2x30 ვატი, ბაი-ამპი (Bi-amp), ანუ, სტერეო არხები მუშაობს ცალ-ცალკე სრულ სიხშირესა და მაღალ სიხშირეზე
მგრძნობიარობა: 94 დბ


გაგრძელება იქნება ...





--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Jan 11 2014, 08:32 PM
Post #2


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



საინტერესოა, წარმატებები და ველოდები პროცესის ფოტოებს smile.gif


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Mar 9 2014, 02:21 PM
Post #3


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



სადღაც გაქრა წინა ჩანაწერი და კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო ხელნაკეთი კომბოს რეგულირების პანელის წარწერების გრავირების წესით გაკეთების შესახებ, მაგალითად დრემელით ........ ხომ არავის გაუკეთებია ? საინტერესოა მცირე ზომის შრიფტის (10-11) დასაწერად რა ზომის და რომელი პირებია (საჭრისი, ბურღი, ქვა, ალმასი....) უფრო პრაქტიკული ???



შეიძლება საიუველირო სახელოსნოში მიტანა ან ლაზერით გრავირება, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი დამატებითი დანახარჯებია და, თანაც არც ისე აუცილებელი, რადგან საკუთარი ხელით საკმაოდ ხარისხიანად შეიძლება ამის გაკეთება. გირჩევთ მოსინჯოთ, თუ გაინტერესებთ და/ან გჭირდებათ!


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post
didisila
post Apr 12 2014, 01:04 PM
Post #4


Guitars.GE-ელი
**

Group: ფორუმელები
Posts: 46
Joined: 24-June 12
Member No.: 23,624
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი



რა ბედი ეწია ამ პროექტს
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Apr 12 2014, 08:46 PM
Post #5


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ისე კარგი შეკითხვაა


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Schertler1
post Apr 22 2014, 12:26 PM
Post #6


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 384
Joined: 14-April 11
From: Tbilisi
Member No.: 6,079
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Ibanez



ციტატა(didisila @ Apr 12 2014, 01:04 PM) *
რა ბედი ეწია ამ პროექტს



ნამდვილად კარგი ბედი ეწია :-) ელექტრონიკა დასრულებულია, კორპუსი ლაქირებულ-პოლირებული, ფეხები-სახელური, გრილი ......... სრულ აწყობას სჭირდება არაუმეტეს 15 წთ ........
ოდნავ გამიჭიანურდა პრეამპის მგრძნობიარე არხების მოთვინიერება, 0,3 mV საკმაოდ სათუთია, განიცდის ყველაზე უმცირესი ტალღების ზეგავლენას და ამიტომ გარდაუვალია მცირე ექსპერიმენტირება ოპტიმალური შედეგისათვის ......... ხარისხიანი და სწორი ეკრანირება, კომუტაცია, საწყისი კასკადის ნომინალების შერჩევა .......
სრული და დეტალური ინფორმაცია მალე !


--------------------
flavors.me/mikheiltsitsishvili
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 24th April 2018 - 10:43 AM