IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
როგორ გავხდეთ ჯაზ გიტარისტი ?, კომპეტენტურ ადამიანებო შემოიხედეთ
Gujaviolin
post Apr 4 2013, 11:14 PM
Post #21


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 314
Joined: 3-December 09
Member No.: 786



ციტატა
ნიკოლოზ შენ როგორ ფიქრიბ იმისათვის რომ განვვითარდეთ როგორც ჟაზ გიტარისტი და წინ და წინ წავიწიოთ აუცილებელია ვიცოდეთ ნოტების კითხვა ???



რა თქმა უნდა! ნოტების კითხვა უნდა იცოდეს ყველამ ვისაც პრეტენზია აქვს მუსიკოსობაზე, არა აქვს მნიშვნელობა ჯაზმენობა უნდა თუ მძიმე როკის დაკვრა.

"ნოტები არ იცის და მაინც რა მაგრად უკრავს" ტიპებისთვის მარიაჟობაა ნოტების არ ცოდნა და ამაყობენ ამით რა მაგრები ვართო "სლუხაჩებიო" მაგრამ კონკრეტული სიტუაცია რომ ჩავარდება-ჯგუფთან დაკვრა ან ვინმეს აკომპანიმენტის გაკეთება ეგრევე ერხევათ biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
ასეთი კითხვა მაქვს როგორ გავხდეთ ჟაზ-მუსიკოსი? ანუ მაინტერესებს დაწვრილებით ყველაფერი თU რითი უნდა დავიწყოოთ მეცადინეობა რითი გავაგძელოთ და დავასრულოთ... რა ,,ბაგაჟია'' საჭირო ამისთვის( თეორიული ცოდნა გამების ინტერვალების და ა.შ.) მე მინდა დავიწყო მეცადინეობა ნაბიჯ-ნაბიჯ და მივიღო შედეგი.... თუ იცით რამე სკოლები იქნებ დმილინკოთ რა.... აკორდები პროგრესიები ინვერსიები და ა.შ. დაწვრილებით რომ დავიწყო ნულიდან.....


ვერანაირი წიგნი/ნოტები და ინტერნეტი ვერ მოგცემს იმ ინფორმაციას ჯაზში, რაც პედაგოგმა უნდა მოგცეს. აუცილებელია კარგ პედაგოგთან კონსულტაციები იქნება ეს თუ გაკვეთილები.

ჯერ დაიწყე მოსმენა 70 წლების ჯაზის, უსმინე ყველა ცნობილ ჯაზმენს, ნებისმიერ ინსტრუმენის შესრულებით, უფრო პიანისტებს გიტარისტებს და საქსაფონისტებს... პირველ რიგში სვინგით უნდა დაიწყო და მანდ მთავარი არის სვინგის რიტმის შეგრძნება, ეი ეგ უნდა დაამუღამო პირველ რიგში, სვინგის რიტმი..

ჩემი რჩევა იქნება პედაგოგთან უნდა მიხვიდე თუ გინდა ჯაზის საფუძვლიანი სწავლა


--------------------
მამა ჯემალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tritone
post Apr 5 2013, 01:20 AM
Post #22


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 168
Joined: 20-March 12
Member No.: 23,238
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Guitar



დიდი მადლობა...... კარგი პედაგოგი მინდა მირჩიოთ ბიჭებო სწორედ ამ ( ჯაზჯის ) ამბავში


--------------------
Daddy's flown across the ocean Leaving just a memory
A snapshot in the family album Daddy, what else did you leave for me?
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Apr 5 2013, 09:44 AM
Post #23


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



it don't mean a thing if you aint got that swing


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gujaviolin
post Apr 5 2013, 10:56 AM
Post #24


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 314
Joined: 3-December 09
Member No.: 786



ციტატა
დიდი მადლობა...... კარგი პედაგოგი მინდა მირჩიოთ ბიჭებო სწორედ ამ ( ჯაზჯის ) ამბავში


ზურა რამიშვილი - პიანისტია მარა ასწავლის ნებისმიერ ინსტრუმენტალისტს ჯაზს პროფესიონალურ დონეზე! (მაგრამ ზურა არ ასწავლის გიტარაზე დაკვრას, ზოგადად ასწავლის ჯაზს)

დავით მაზანაშვილი - პიანისტია მარა ასწავლის ნებისმიერ ინსტრუმენტალისტს ჯაზს პროფესიონალურ დონეზე! (მაგრამ ზურა არ ასწავლის გიტარაზე დაკვრას, ზოგადად ასწავლის ჯაზს)


დათო მასტერანოვი - ასწავლის ჯაზს როგორც ზოგადად ისე გიტარაზე, თავადაც გიტარისტია!




--------------------
მამა ჯემალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Apr 19 2013, 10:37 PM
Post #25


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



მომიტევეთ უხეში თარგმნისთვის, საინტერესო სტატიაა და ამ თემაშია მგონი ამის ადგილი:




საიდან დავიწყოთ ჯაზ-იმპროვიზაციის სწავლა?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ინსტრუმენტის გარეშე?

მოსმენა
პირველი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჯაზის სასწავლად ინსტრუმენტის გარეშე არის მოსმენა. ძალიან მარტივად ჟღერს არა? მაგრამ რეალურად რამდენი მოგისმენიათ? აიპოდების და ემპეტრიების ეპოქაში, არანაირი თავის გასამართლებელი საშუალება არ არსებობს თუ რატომ არ შეიძლება მუდმივად უსმენდეთ მუსიკას. სულ თან ატარეთ თქვენი ფლეიერი პატარა ყურსასმენებით.

გამოივსეთ თავი იმ ტიპის ჯაზით რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მოუსმინეთ ყველგან, რო გაიღვიძებთ, სამსახურში წასვლისას გზაზე, სამსახურში მუშაობის დროს (თუ არის საშუალება ამის), სიარულის დროს, ვარჯიშის დროს, საჭმლის მომზადების დროს. უსმინეთ, უსმინეთ და უსმინეთ.

ჯაზის კულტურა

ძალიან ბევრი მითები და ისტორიებია იმის შესახებ თუ ჯაზი როგორ გაჩნდა და ჯაზზე მეტად მისტიური ჯაზ მუსიკოსების ისტორიებია. აირჩიეთ რომელიმე თქვენი საყვარელი მუსიკოსის ავტობიოგრაფია ან ბიოგრაფია და წაიკითხეთ, გაიგეთ რა ცხოვრებით ცხოვრობდა ჯაზ მუსიკოსი და როგორი იყო გარემო მის გარშემო მაშინ როცა ის მუსიკას უკრავდა.

ბევრი მუსიკოსზეა დღეს წიგნი, აუდიო წიგნიც, ელექტრონულიც. მოიძიეთ, წაიკითხეთ და ძალიან კარგ დროს გაატარებთ კითხვაში დამიჯერეთ, ჯაზ მუსიკოსზე კითხვა ყოველთვის საინტერესოა.

აკორდების, მათი სტრუქტურის და აკორდების პროგრესიის გააზრება როგორც თეორიულად ასევე ინტუიტიურად

"ძალიან ვწუხდები ხოლმე როცა ხალხი ცდილობს გაიგოს ჯაზი როგორც ინტელექტუალური თეორემა. არაა ეს ასე. ჯაზი გრძნობაა."
--ბილ ევანსი

შემიძლია გითხრათ ასეთი რამ რომ "ისწავლე მუსიკის თეორია" ან "ჯაზის თეორია", მარა ეს გადამეტებულად მეჩვენება და იმაზე დიდად ჟღერს ვიდრე სინამდვილეშია.

ხშირად გსმენიათ ალბათ როგორი რთულია ჯაზის თეორია და ვინც იწყებს ამის სწავლას ზღვა მასალა აქვს ასათვისებელი.

სინამდვილეში მუსიკის თეორიის ძალიან პატარა ნაწილია საჭირო იმისათვის რომ ჯაზის თემები და პროგრესიები გავიგოთ და ძირითადად საქმე გვაქვს აკორდებთან. რა უნდა იცოდეთ აკორდების შესახებ?

უნდა გესმოდეთ როგორ აიგება აკორდები რაც ძალიან მარტივია სხვათა შორის. ძალიან მარტივად, ვიკიპედიაზეც რომ წაიკითხოთ საკმარისი იქნება რომ გაიგოთ თითოეული აკორდთა ტიპი.

აკორდთა ტიპები რომლებიც უნდა ისწავლოთ არის: მაჟორი, მინორი, დომინანტი, შემცირებული (diminished) და ნახევრად შემცირებული (half diminished) აკორდები. ეს ძირითადი აკორდები თუ სწორად გაიაზრეთ, გზა აგეხსნებათ ამ აკორდების მოდიფიცირებულ სხვა აკორდებისკენ, როგორებიცაა დომინანტები გადიდებული ან შემცირებული 5-ით ან 9-ით.

აკორდების აგების სწავლის პროცესში მიაქციეთ ყურადღება რომ აკორდში შემავალი თითოეული ნოტის შესაბამისი ციფრიც იცოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 1-3-5-7-9-11-13. უნდა იცოდეთ ზეპირად და ინტუიციურად რომელი აკორდის რომელი ციფრი რა ნოტია, მაგალითად როცა გკითხავენ რა ნოტია ლა-ბემოლ მაჟორის მესამე საფეხური? ეგრევე უნდა უპასუხოთ - დო.

აკორდების სტრუქტურის თავში ჩასაბეჭდად ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია თავისუფალ დროს წარმოიდგინოთ აკორდები. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ ახლავე, ინსტრუმენტის გარეშე.



კომპოზიციაში აკორდების თანმიმდევრობას პროგრესიას ეძახიან. აკორდულ განვითარებას. ყველა კომპოზიციას აქვს გარკვეული აკორდული პროგრესია. როცა აკორდებს კარგად შეისწავლით, შემდეგი ჯერი მოდის, რომ შეისწავლოთ აკორდების ურთიერთ დამოკიდებულება. რატომ და როგორ პროგრესირდება ერთი აკორდი მეორეში. როდესაც დაიწყებთ კომპოზიციების პირველად გარჩევას, ნელ-ნელა შეამჩნევთ რომ უმეტეს ჯაზ სტანდარტებს ერთი და იგივე ტიპის პროგრესია აქვს. ისეთი მაგალითად როგორიცაა II-V-I

აკორდების თეორიულ შესწავლასთან ერთად მნიშვნელვანია აკორდების და აკორდში შემავალი ნოტების გარჩევა სმენით.

აუცილებლად უნდა გესმოდეთ რატომ არის კონკრეტული აკორდი იქ სადაც არის, არ უნდა იყოს გამოცანა ეს თქვენთვის. ბევრი ადამიანი ვინც მუსიკას ნოტებით სწავლობს დღესაც სიბნელეშია. აინტერესებთ ხოლმე რატომ არის ესა თუ ის აკორდი კომპოზიციაში ამა და ამ ადგილას და რატომ უჭირთ ასე ძალიან ამ აკორდზე დაკვრა. ასეთ პრობლემებს აწყდებიან ხოლმე იმის გამო რომ არასწორ აკორდს იღებენ მოცემული ნოტებიდან. კომპოზიციების სწავლა არა ფურცლიდან არამედ ჩანაწერიდან, მსგავს გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ.

სად თავსდებიან გამები?

დღეს ზედმეტად არის ხაზი გასმული იმაზე რომ გამები არის ნოტების მოცემული რაოდენობა რომლებიც გარკვეულ აკორდზე მიდის. მოდით მაგალითს შევხედოთ:

აკორდი Dm-ის არპეჯიო 13-ე საფეხურამდე მოიცავს ამ აკორდის ყველა ნოტს:
D-F-A-C-E-G-B

ამ ნოტებს რიგის მიხედვით თუ დავალაგებთ აღმავალად, მივიღებთ:
D-E-F-G-A-B-C

ამ ფორმით აზროვნების მთელი მაგალითები შეიქმნა, რომელიც ფოკუსირებას ახდენს გამის გარკვეულ "კილოზე" რომელიც გარკვეულ აკორდზე მიდის.

გამების ეს თავისებურებების და საერთო მახასიათებლების შესწავლა გეხმარებათ იმის გაგებაში თუ რა ნოტს შეიცავს მთლიანი აკორდი და ამიტომ არაა ცუდი რომ ვისწავლოთ.

თუმცა, ხდება ისე რომ ხალხი იყენებს კილოებს თავიანთი სოლოინგის საწყისად რის შედეგადაც საბოლოოდ დაუსრულებლად მოძრაობენ კონკრეტულ კილოში და გონიათ რომ ეს არის იმპროვიზაცია. არ არის ასე. ჯაზი არის ენა. აკორდები და გამები არაა ჯაზის ენა. ეს იგივეა თქვათ რომ ქართული ანბანი საქართველოს ენაა. ქართულ ენას აქვს სიტყვები, ფრაზები, უღლებები, რაც ენას სპეციფიურს ხდის.

ისწავლეთ აკორდები, აკორდში შემავალი ნოტები, გამები, კილოები, მაგრამ საბოლოოდ დღის ბოლოს მაინც თქვენი მუსიკალური კონცეფცის საწყისი უნდა იყოს ის ენა რასაც ჩანაწერებში ისმენთ, ის კონცეფცია რასაც ჩანაწერებიდან იღებთ და ის ენა რასაც თავად შექმნით.

შეისწავლეთ II-V და რამდენად მნიშვნელოვანია ეს

II-V პროგრესია შეგხვდებათ უამრავ ჯაზ სტანდარტის რეპერტუარში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევისწავლოთ ეს ფორმულა.

რისი გაკეთება შეგვიძლია ინსტრუმენტით

აირჩიეთ ერთი კომპოზიცია სასწავლად

როცა მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყავით აკორდების ვიზუალიზაციით, იქნებოდა ეს სამსახურში თუ ავტობუსში, ეხლა დროა სახლში მოსულმა აიღოთ ინსტრუმენტი და დაარეალიზოთ თქვენი ფიქრები მუსიკაში.

იმ ჯაზიდან რასაც უსმენთ, ადრე თუ გვიან გამოჩნდება კომპოზიციები რომელსაც თქვენში გამოხმაურებას იწვევს. აიღეთ ის კომპოზიცია რომელიც მოგწონთ და სადაც სასურველია რომ ინსტრუმენტი რომელიც თემას უკრავს იყოს თქვენი ინსტრუმენტი.

აი სავარაუდო მოკლე სია რასაც თქვენ აირჩევთ:

Autumn Leaves
On Green Dolphin Street
A blues (ნებისმიერი კომპოზიცია ბლუზის სტანდარტული ფორმით)
A rhythm changes tune (ნებისმიერი კომპოზიცია Gershwin-ის “I Got Rhythm”-ს პროგრესიაზე დაფუძნებული)

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, თუ მე სიტყვაზე საყვირზე ვუკრავ, ავირჩევდი დევისის “Freddie Freeloader”-ს, ალბომიდან Kind Of Blue. არ არის მაინც და მაინც სწრაფი, ბლუზია და ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია რაც ამ პლანეტაზე დაწერილა. გასაგებია როგორ ვაკეთებთ არჩევანს?

რას ვაკეთებთ შემდეგს? ისწავლეთ მელოდია ნოტი-ნოტში, სმენით!

არსებობს სხვა და სხვა პროგრამები რომლებიც დაგეხმარებათ სმენით ნოტების ამოწერაში. პროგრამები რომლებსაც აქვთ გარკვეული რეგიონის ლუპის ფუნქცია, შენელების ფუნქცია სიხშირის შეუცვლელად და სხვა დამატებითი ფუნქციებიც სასარგებლო იქნებოდა, როგორიცაა მაგალითად დაბალი სიხშირეების (ბასის) მოხსნა და ა.შ...
ეს პროგრამა არის კონკრეტულად ამ საქმიანობისთვის:
http://www.youtube.com/watch?v=qH8oudKwQiA

თეორიულად მარტივი პროცესია თუმცა შეიძლება შრომატევადი იყოს. მონიშნავთ პირველ ფრაზას, დალუპავთ, მოუსმენთ იმდენჯერ სანამ ზუსტად არ ამოიწერთ მელოდიას და გადადიხართ შემდეგ ფრაზაზე, მერე შეაერთებთ პირველ ორ ფრაზას და ა.შ.. მანამ სანამ მთლიანად არ გაარჩევთ თემას სმენით!

როცა მელოდიას გაარჩევთ, ჯერი მიდგება ჰარმონიაზე. უკვე ვხედავ რომ წუწუნებთ და ფიქრობთ რომ ძალიან ძნელია. საერთოდ არაა რთული. რაც უფრო მალე შეისწავლით მელოდიას, ჰარმონიას და რიტმებს ეგრევე ჩანაწერიდან, უფრო მალე დაუკრავთ ისე როგორც გინდათ რომ დაუკრათ და კარგ დროსაც გაატარებთ, მანამ სანამ სხვები ჩაციკლულები იქნებიან იმაზე თუ რომელ აკორდს რომელი გამა თუ კილო შეუთავსონ, თქვენ ჯაზის ენას ისწავლით.

ისწავლეთ თქვენი პირველი კომპოზიციის ჯაზური ენა

თქვენი პირველივე კომპოზიციის სწავლისას, მოსმენისას დააკვირდით რას აკეთებს სოლოისტი. საათობით მოსმენისას, როცა იპოვით თქვენ საყვარელ კომპოზიციას, აუცილებლად იქნება სადმე ფრაზა რომელიც ყბას ჩამოგიგდებთ.

ალბათ უკვე მიხვდით - თქვენი შემდეგი დავალებაა - ისწავლეთ ჯაზის ენა პირდაპირ ცანაწერიდან. მოუსმინეთ ყურადღებით და ზუსტად ნოტი-ნოტში ჩასვით რასაც სოლოისტი უკრავს. შეიძლება ძალიან რთული იყოს ეს დასაწყისისთვის, მაგრამ რაც უფრო მეტს ეცდებით უფრო გაგიადვილდებათ დროთა განმავლობაში.

შეისისხლხორცეთ ჯაზის გრძნობა

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, თუმცა ძალიან რთულად ასახსნელი. დაუკარით სოლო იმ კომპოზიციაზე რომელზეც ვარჯიშობდით აქამდე. შეეცადეთ დაუკრათ იმ შეგრძნებით რაც მუსიკას მოაქვს, ის აურა რაც გესმით.

წარმოიდგინეთ რომ სოლოისტი ხართ. ისე როგორც, მაგალითად ზემოთ მოყვანილ მაგალითში, მე რომ წარმოვიდგინო რომ მაილს დევისი ვარ. როგორ იდგებოდა? როგორ ეჭირებოდა საყვირი? შეიძლება სულელურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მარა მთავარი მიზანია რომ მის თავში შეაღწიო რამდენადაც შესაძლებელია. მხოლოდ მაშინ შეისისხლხორცებ იმ შეგრძნებას რის გარშემოც ეს მუსიკაა შექმნილი და სწორედ აქაა მთავარი ჯადო.

თქვენი მიზნები დასაწყისში

როცა ჯაზის იმპროვიზაციის სწავლას დაიწყებთ, უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმაზე თუ რას უნდა მიაღწიოთ. მაინც და მაინც მომხიბვლელად შეიძლება არ ჟღერდეს მაგრამ თქვენი მიზანი დასაწყისშივე (დავუშვებ რომ გინდათ იმპროვიზაციის უნარი გქონდეთ) უნდა იყოს განავითაროთ მყარი ფუნდამენტი, სწორი პრაქტიკული ჩვევების შედეგად:

- მოუსმინეთ ჯაზს ყოველ დღე. მიიღეთ სიამოვნება ამ მუსიკით და შეიგრძენით ნამდვილი ვნება მუსიკისა.
-ისწავლეთ მუსიკა პირდაპირ ჩანაწერებიდან, სმენით და არა ფურცლიდან
-ამოწერეთ და ისწავლეთ მუსიკის ენა ჩანაწერებიდან
-ისწავლეთ როგორ აიგება აკორდები და რატომ არის თითოეული აკორდი კონკრეტულ კომპოზიციაში. რატომ და როგორ პროგრესირდება თითოეული აკორდი შემდეგ აკორდში. ისწავლეთ აკორდის ყურთი ამოცნობა
-გრძელვადიანი მიზანი: ისწავლოთ თქვენი პირველი სოლო, თავის სახასიათო სოლოისტის გრძნობით და ამ ყველაფრის ინტეგრირება საკუთარ დაკრულში.

შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადი ჩანდეს, მაგრამ გპირდებით რომ ასე თუ დაიწყებთ, არა მარტო სინათლის სიჩქარეს განავითარებთ სწავლისა, არამედ გექნებათ სავარჯიშო ჩვევები რომლებიც დაგეხმარებათ მუდმივ განვითარებაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ისიამოვნებთ დაკვრით. გამოიყენეთ ეს სტატია დასაწყისად. რა თქმა უნდა აქ ყვეაფერი არაა მოცემული, თუმცა ნუ მოიმიზეზებთ ამას. მოძებნეთ პასუხები თქვენ შეკითხვებზე ინტერნეტში, თქვენი მასწავლებელთან, მეგობრებთან და რაც მთავარია ეძებეთ პასუხები შეკითხვებზე - ჩანაწერებში!

თქვენ გაქვთ ცოდნა დაიწყოთ ჯაზის იმპროვიზაციის სწავლა, დაიწყეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tritone
post Apr 20 2013, 02:40 PM
Post #26


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 168
Joined: 20-March 12
Member No.: 23,238
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Guitar



ციტატა(Gujaviolin @ Apr 5 2013, 10:56 AM) *
ზურა რამიშვილი - პიანისტია მარა ასწავლის ნებისმიერ ინსტრუმენტალისტს ჯაზს პროფესიონალურ დონეზე! (მაგრამ ზურა არ ასწავლის გიტარაზე დაკვრას, ზოგადად ასწავლის ჯაზს)

დავით მაზანაშვილი - პიანისტია მარა ასწავლის ნებისმიერ ინსტრუმენტალისტს ჯაზს პროფესიონალურ დონეზე! (მაგრამ ზურა არ ასწავლის გიტარაზე დაკვრას, ზოგადად ასწავლის ჯაზს)


დათო მასტერანოვი - ასწავლის ჯაზს როგორც ზოგადად ისე გიტარაზე, თავადაც გიტარისტია!




მასტერანოვს დავუკავშირდი მარა სამწუხაროდ არ ცალია...... ნუ მე ასე მითხრა....


--------------------
Daddy's flown across the ocean Leaving just a memory
A snapshot in the family album Daddy, what else did you leave for me?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Apr 20 2013, 04:24 PM
Post #27


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



რამაზი გოქაძე - ბასისტია, მაგრამ ასწავლის გიტარაზეც, ჯაზს დამწყებიდან პროფესიონალურ იმპროვიზაციამდე.

599 38 57 96

დაუკავშირდი თუ გინდა, მემგონი აქვს თავისუფალი ადგილები ეხლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Flake
post Apr 20 2013, 06:43 PM
Post #28


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 1,023
Joined: 26-March 12
From: Tbilisi,Georgia
Member No.: 23,257
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Peavey T-40 Made in U.S.A



ნიკოლოზ justinguitar.com დან არი სტატია?


--------------------
ლემის ხმაზე ხავილი ჩემი პროფესიაა!

Officially Bassist

Blues in my soul!

ალტერნატიული მუსიკა არის რეგრესი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Apr 20 2013, 06:45 PM
Post #29


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(Flake @ Apr 20 2013, 06:43 PM) *
ნიკოლოზ justinguitar.com დან არი სტატია?


უკაცრავად, წყაროს დადება დამავიწყდა:
http://jazzadvice.com/where-to-start-learn...-improvisation/
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Sep 10 2014, 03:52 AM
Post #30


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ვინც ფიქრობს ჯაზ მუსიკოსობაზე, პირველ რიგში დასაწყისისთვის აუცილებელია იცოდეთ:

1) ყველა (12) მაჟორული გამა და მათი ჰარმონიზება
2) თითის გატკაცუნებაზე უნდა თქვათ ნებისმიერი აკორდის ნებისმიერი საფეხური. მაგალითად რომ იკითხავს ვინმე რა არის Dbmaj7-ის მესამე საფეხური? ეგერევე უნდა გქონდეთ ტვინში პასუხი - Ab!
3) უნდა შეგეძლოთ 12-ვე მაჟორული გამის დაკვრა გიტარაზე ნებისმიერ პოზიციაში.
4) უნდა იცოდეთ აკორდების პოზიციები სხვა და სხვა "ვოისინგებით": 1 3 5 7 ან 1 7 3 5 ან 1 5 7 3 და ა.შ.
5) ყველაფერი ზემოთხსენებული 4-ვე პუნქტიდან უნდა იცოდეთ მინორული გამებისთვისაც

ეს არის ელემენტარული. ეს არის ის რასაც ჯაზის სწავლით მონდომებული გიტარისტი ვერ აიცილებს. ამის მერე იწყება ჯაზის "შესავალი". ეს 5 პუნქტი არის ბილეთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
queen
post Sep 10 2014, 10:06 AM
Post #31


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 368
Joined: 29-June 12
From: tbilisi-kutaisi
Member No.: 23,637
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: affinity series squier strat



ეჰ მაგის ცოდნა არაჯაზმენებსაც არ გვაწყენდა smile.gif

ციტატა
თითის გატკაცუნებაზე უნდა თქვათ ნებისმიერი აკორდის ნებისმიერი საფეხური. მაგალითად რომ იკითხავს ვინმე რა არის Dbmaj7-ის მესამე საფეხური? ეგერევე უნდა გქონდეთ ტვინში პასუხი - Ab!

მე მაგას ერთი საათი ვითვლი ხოლმე, თუ წინ გიტარის გრიფს ან კლავიშებს ვერ ვხედავ biggrin.gif


--------------------
.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Sep 11 2014, 12:17 PM
Post #32


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(queen @ Sep 10 2014, 10:06 AM) *
ეჰ მაგის ცოდნა არაჯაზმენებსაც არ გვაწყენდა smile.gif


რა თქმა უნდა. თუმცა აუცილებელი არაა.
ამასთანავე ჯაზის თეორია გამოირჩევა სხვა ჟანრის თეორიებისგან. ერთი და იგივე აკორდს როკერი სხვანაირად აიღებს ჯაზმენი სხვანაირად და ამას თავისი მიზეზები აქვს.

თუ სწავლობ ჯაზს უნდა იცოდე რა მასალას მიჰყვე. თუ არასწორ მასალას ჩაუჯექი არასწორ ცოდნას შეიძენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
master
post Sep 28 2014, 09:43 PM
Post #33


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 180
Joined: 8-March 09
Member No.: 105









როგორ გავხდეთ ჯაზ გიტარისტი ? - ძალიან მაგარი არა,მაგრამ საშუალო დონეზე ყველას შეუძლია. smile.gif




--------------------
Practice slowly and relaxed a lot, and after you'll be able to play faster!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Sep 30 2014, 01:16 PM
Post #34


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ეჰ ნეტა ცუდ დონეზე მაინც შემეძლოს biggrin.gif ჯაზ-ლიქების დაკვრას რომ ვცდილობ 75% მაინც ბლუზ ლიქები გამომდის biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
master
post Sep 30 2014, 02:17 PM
Post #35


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 180
Joined: 8-March 09
Member No.: 105



ციტატა(Demonna @ Sep 30 2014, 10:16 AM) *
ეჰ ნეტა ცუდ დონეზე მაინც შემეძლოს biggrin.gif ჯაზ-ლიქების დაკვრას რომ ვცდილობ 75% მაინც ბლუზ ლიქები გამომდის biggrin.gif

ამ დაავადების წამალია,ჯაზური სოლოების კოპირება სიმღერით . მუღამში რომ შეხვალ გიტარაზეც გამოგივა. biggrin.gif


--------------------
Practice slowly and relaxed a lot, and after you'll be able to play faster!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Demonna
post Sep 30 2014, 03:29 PM
Post #36


გარეული
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 1,527
Joined: 1-March 09
From: Tbilisi
Member No.: 81
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: Guitars



ციტატა(master @ Sep 30 2014, 10:17 AM) *
ჯაზური სოლოების კოპირება სიმღერით

ჯაზზე ეს რატომღაც არასდროს არ მიცდია .. დავიწყებ ამაზეც ვარჯიშს და ვნახოთ ერთ თვეში რა გამოვა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Oct 3 2014, 01:18 PM
Post #37


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



დავით ეგ ორიგინალი გიბსონია?


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
master
post Oct 4 2014, 09:24 PM
Post #38


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 180
Joined: 8-March 09
Member No.: 105



ციტატა(slim @ Oct 3 2014, 10:18 AM) *
დავით ეგ ორიგინალი გიბსონია?

Handmade biggrin.gif



--------------------
Practice slowly and relaxed a lot, and after you'll be able to play faster!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikolozj
post Oct 8 2014, 10:20 PM
Post #39


შინაური
*****

Group: ფორუმელები
Posts: 919
Joined: 1-February 11
Member No.: 1,777
ჩემს შესახებ: დამწყები მუსიკოსი



ციტატა(master @ Sep 28 2014, 10:43 PM) *
საშუალო დონეზე ყველას შეუძლია. smile.gif


ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი შენიშვნაა.
მასალა არის ხელმისაწვდომი ყველასათვის, ეს არაა მაგია, ჯაზის სასწავლო წიგნები არ დევს სადღაც მასონური ლოჟის ბიბლიოთეკაში ჩაკეტილი.

ეს არის ცოდნა რომელზეც ყველას აქვს წვდომა და ეს უკვე თავის თავად ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Oct 10 2014, 08:09 PM
Post #40


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



Handmade - ეგრეც ვიფიქრე smile.gif ეს ისაა მერე რომ გაგაცვლევინეს? smile.gif


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 21st July 2018 - 06:09 AM