IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

6 Pages V  « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
Chibson Vs Gibson, გიბსონი და მისი ასლი
Badagon
post Dec 3 2014, 06:15 PM
Post #101


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



slim
მადლობა, დღეს დავწერ ზოგად შთაბეჭდილებებს. smile.gif


didisila
მაგ სურათებით ძნელი სათქმელია, მაგრამ ისე ახალი 1400$ ღირს და ნახმარი კი იქნება ეგრე.

http://www.musiciansfriend.com/guitars/gib...source=3WWRWXGP
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Dec 4 2014, 02:02 AM
Post #102


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



I ნაწილი: გაცნობა cool.gif

დიდი ხანია ვაპირებდი შემეძინა გიბსონ ლეს პოლ სტანდარტის ჩინური ასლი. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ამ გიტარების შესახებ. ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს, ჭეშმარიტება კი როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. ამიტომ გადავწყვიტე, მეყიდა ერთი ცალი კოლექციისთვის და თან გამერკვია მისი ავკარგიანობა. ნებისმიერი ახალი გიტარა ამათუიმ დონეზე საჭიროებს ტექნიკურ სერვისს, თავისთავად, დაბალბიუჯეტიანი ინსტრუმენტები უფრო მეტად, მითუმეტეს, თუ ის დამზადებულია ჩინეთში და თანაც „ოფიციალურად ყალბი“ წარმოებისაა. მიმოხილვებში ბევრი ავტორი აღფრთოვანებული აღნიშნავს, რომ კარგად შესრულებული აბგრეიდის მერე არცთუ ხელწამოსაკრავ ინსტრუმენტს ვიღებთ. ზოგი პირიქით, სხვადასხვა არგუმენტებით (რომელთა უმეტესობა ჩემთვის პირადად, გაუგებარია) კატეგორიულად არ უწევს რეკომენდაციას მის ყიდვას. ჩემი აზრით, ორივე მხარე მართალია, უბრალოდ, სხვადასხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, რა უნდათ ინსტრუმენტისაგან. ბუნებრივია, როდესაც 200 და 2000 დოლარიანი ღირებულების ნივთებს შეადარებ, წარმოუდგენელია ერთიდაიგივე ხარისხი მიიღო. მეორეს მხრივ, თუ გადამწყვეტი კრიტერიუმი ნივთის ფასია, ჩინური უპირობო ჩემპიონია, თუ ხარისხი- თავისთავად, ამერიკული როკ-გიტარის ტრადიცია ლიდერობს. მაინტერესებდა, რამდენად კარგ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს ჩინური გიტარა სათანადო ჩარევის შემდეგ.

სხვადასხვა რესურსზე წერენ, რომ ამ გიბსონებს იმავე ქარხნებში ამზადებენ, სადაც ეპიფონები მზადდება. სარწმუნო წყაროს ვერ მივაგენი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ეს თუ სიმართლეა, არა მგონია, ვინმეს უნდოდეს მისი გახმაურება.

მოკლედ, რამოდენიმე საინტერესო ვარიანტიდან შევარჩიე ერთერთი (ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი ფერი იყო) და გამოვიწერე. ფასი მისაღებია, განბაჟებას არ ექვემდებარება. 32 დღე დაჭირდა საქართველოში ჩამოტანას, ჩამოვიდა კარგად, სქელ პენოპლასტში შეფუთული და სკოჩით საიმედოდ გადაკრული. პირველი დათვალიერებით მნიშვნელოვანი დეფექტი გიტარას არ გააჩნდა, ლაქით ხარისხიანადაა დაფარული, ფერი ზუსტად იგივეა, რაც გამოვიწერე.




გრიფის თავზე წარწერა Gibson სადაფისაა, ისევე, როგორც გრიფზე ლადების აღნიშვნები. სუბიექტურად, გრიფის თავი ორიგინალ ლეს პოლზე მომცრო მეჩვენება (ახლომახლო არ მაქვს ამერიკული, რომ შევადარო).



სიმები უხარისხო 09-42 სტანდარტი ეყენა (ისევე, როგორც უმეტესობა ახალ ელექტროგიტარებზე), იმავე დღეს შევცვალე 10-46 სეტზე. გამორთული გიტარა იმენად კარგად ჟღერს, რომ ჩემმა 9 წლის დისშვილმაც აღნიშნა, რა კარგი ხმა აქვსო. ლადები სქელი არაა (სასურველი კი იქნებოდა), ალაგალაგ ზომიერად „ბზუის“ (სიმები მეთორმეტე ლადზე 2 მილიმეტრის სიმაღლის პირობებში), არაფერი საგანგაშო. კორპუსი მაკაგონის სამი ნაჭრისგან შედგება (ამერიკული ლეს პოლების კორპუსები 2 ან 3 ნაჭრიანებია), გრიფიც ასევე მაკაგონისაა, ერთი მთლიანი ნაჭერი (დაჟე კოლკებთან არაა გადაკერებული, როგორც ეს ბევრ ორიგინალ გიბსონებს და ეპიფონებს აქვს), გარდა კორპუსთან მიმაგრების მიდამოში ერთი პატარა დამატებული ნაჭრისა.





არა მგონია, რომ ეს ძალიან აშავებდეს ხმასთან მიმართებაში რამეს. კოლკები ვითომ გიბსონ დელუქსია (ასე აწერია, მაგრამ არ დაიჯეროთ. გიტარის აწყობა შესაძლებელია, მაგრამ მაინც შესაცვლელია).



ნატი პლასმასისაა, დიდად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აბგრეიდისას მასაც აუცილებლად გამოვცვლი.



პიკაპების გადამრთველი კარგია, შეიძლება მისი დატოვება. პოტენციომეტრები უხეშია, ადვილად არ ტრიალებს (შესაცვლელია). ბრიჯი ვიზუალურად ძალიან გავს ეპიფონისას (არაა გამორიცხული, რომ იგივე იყოს). მის გამოცვლასაც ვგეგმავ, რადგან არ მომეწონა (სედლები რეზონირებს მესამე და მეოთხე სიმზე. სურათზე თუ დააკვირდებით, ფლადის სიმითაა „შურუპები“ დამაგრებული. შეიძლება გაჩუმება, მაგრამ არ ღირს, ჯობია წესიერი ბრიჯის დაყენება).




პიკაპები ნიკელითაა დახურული, არაა პარაფინირებული, რის გამოც გამოხატულია მიკროფონის ეფექტი და მაღალ გეინზე წივილი. სოლოზე კარგად ჟღერს, განსაკუთრებით ქრანჩზე. ბგერა რბილია, აქცენტირებული საშუალო სიხშირეებით და იმდენად თბილი საუნდი აქვს, რომ რაღაც პერიოდი ვიფიქრე, პარაფინირებას გავუკეთებ და დავტოვებთქო. მაგრამ, როგორც კი ერთდროულად ორ სიმს ან მეტს იღებ, საუნდი გარჩევადობას კარგავს მცირე ქრანჩზეც კი (ქლინზე ნორმალურას ჟღერს. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ კონცეპტუალურად გიბსონ ლეს პოლ სტანდარტი არაა გამოკვეთილად მეტალ-გიტარა). არ ვიცი, რამდენად უშველის ამას პარაფინი, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და ამ გიტარაში სეიმორის ჰოთ როდ სეტს (JB/Jazz) ჩავსვამ (ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, ნეკი შეიძლება დახურული ვარიანტით). ჯერჯერობით, რა პრობლემებსაც წავაწყდი: სიმების გამოცვლისას ფინგერბორდი კარგა ხანი ვწმინდე, ასე მეგონა, ჩინური ინდუქტრიის მთელი ნარჩენი ზედ იყო დალექილი. გაწმენდის შემდეგ, კონდიციონერის (მე დანლოპს ვიყენებ) კარგი სქელი ფენა ხარბად შეიწოვა (ძალიან ყოფილა ხე გამომშრალი), რის შედეგადაც ლადებმა ოდნავ შეიცვალა სიმაღლე და ერთ-ორ ადგილას მცირე ფრეტჯობს ითხოვს (ძალიან ლაითად, გამოსწორებადია და დიდი არაფერი დაშავებულა). 2014 წლის ლეს პოლის ორიგინალი ბრიჯი არ წავიდა (თავისთავად, Bushing-ის დიამეტრი სახვადასხვაა), ამიტომ რამე სხვას შევურჩევ. ჯერ ჩემ ჭკუაზე ვერ გავასწორე გრიფის რელიეფი (ჩემი აზრით, გრიფი ზედმეტად სწორია, ვფიქრობ, ოდნავ შიგნით მხარეს მოღუნვა აჯობებს). ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე, რომელი ვარიანტი ავირჩიო პიკაპების კომუტაციისათვის. ძოგადად ძალიან მიმზიდველია პეიჯის სქემა (4 პუშ-პული, ჰამბაკერების სინგლებად გადაკეთება, პიკაპების მიმდევრობით ჩართვა და ფაზის ინვერსია), მაგრამ მჭირდება რომ ამ ინსტრუმენტზე ამდენი ვარიანტი? ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს მარტო ჰამბაკერების სინგლებად გათიშვა. აი, როცა ამაზე ჩამოვყალიბდები, აბგრეიდის ქრონიკებს მერე გავაგრძელებ smile.gif

ველოდები შეკითხვებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Dec 4 2014, 08:08 PM
Post #103


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მშვენიერია, შენ ვიცი ჩაწერებისთვის გინდა და ჯობია მთელი ეგ კომბინაციები დააყენო.


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Dec 4 2014, 08:51 PM
Post #104


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



გამოვიწერე უკვე პეიჯის მზა ელექტრონიკა:


http://www.amazon.com/gp/product/B00MFS9XT...=UTF8&psc=1

Go to the top of the page
 
+Quote Post
gruzin_1987
post Dec 26 2014, 09:12 PM
Post #105


აქტიური Guitars.GE-ელი
***

Group: ფორუმელები
Posts: 193
Joined: 6-December 11
From: თბილისი
Member No.: 21,994
ჩემს შესახებ: მსმენელი/ენთუზიასტი
ინსტრუმენტი: acoustic, electric guitar



Badagon

რა ხდება შენს ჩიბსონთან დაკავშირებით, მოიყვანე ხოდზე თუ ჯერ ვერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Dec 29 2014, 12:54 AM
Post #106


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



მთელი ელექტრონიკა გამოვუცვალე, ბრიჯი და ნატი ჯერ არ შემიცვლია. დავდებ სურათებს smile.gif


ხმა იმდენაგდ გასუფთავდა, რომ დაჟე მეხამუშება biggrin.gif ცოტა ჭუჭყი ჭირდება ბლუზს... tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jan 2 2015, 06:46 PM
Post #107


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



ნაწილი მეორე: ქირურგია tongue.gif

როგორც ჩანს, ელექტრონიკას მწარმოებელი დიდ ყურადღებას არ უთმობს. პიკაპები არაა პარაფინირებული, შესაბამისად, მაღალ გეინზე ხმას არტეფაქტები მოყვება და წუილს იწყებს. ქლინზე ნორმალურად ჟღერს, მცირედ ქრანჩზეც მისაღებია სოლო რეჟიმში. აქცენტირებულია საშუალო სიხშირეები, რაც გიტარისთვის კარგია. მეტი გეინის პირობებში ნოტები აკორდებში აღარ იკვეთება, ბგერა იზილება, რის გამოც, გადაწყდა მათი ჩანაცვლება Seymour Duncan Hot Rodded Humbucker სეტით.

პირველ რიგში, მოვხსენი სიმები და ბრიჯი:




დავშალე ტემბრობლოკის ბუდე. რამდენადაც გარეგნულად კარგად გამოიყურება გიტარა, იმდენად მოუწესრიგებელი იყო კომუტაცია.






მოვხსენი პიკაპები და პიკაპების სელექტორი





ამის შემდეგ, მოვამზადე ახალი პიკაპები, ბუდეებს კი (ისევე, როგორც მათ "ხუფებს"), სპილენძის ფოლგით გავუკეთე ეკრანირება, რის შემდგეგაც პიკაპები ჩავსვი მათთვის განკუთვნილ ბუდეებში:








ჯერი მიდგა კომუტაციაზე. როგორც უკვე ვთქვი, გადავწყვიტე ამ გიტარისგან მაქსიმალურად უნივერსალური ინსტრუმენტი გამეკეთებინა და ამიტომ, ვიყიდე ჯიმი პეიჯის სქემის მიხედვით აწყობილი, გამზადებული Push/Pull პოტენციომეტრების კომპლექტი, რომლებიც სხვადასხვა ჟღერადობის მიღების საშუალებას იძლევა: ნეკის ვოლუმ-პოტენციომეტრი ნეკ ჰამბაკერს თიშავს სინგლად, ბრიჯის ვოლუმი ბრიჯს თიშავს სინგლად, ბრიჯის ტონ-პოტენციომეტრი ნეკ და ბრიჯ პიკაპების ფაზის ინვერსიას ახდენს ერთმანეთთან. ხოლო ნეკის ტონ-პოტენციომეტრი ნეკ და ბრიჯ პიკაპებს მიმდევრობით რთავს (კომუტაციის ამ ფორმაზე ბევრი ინფორმაციაა ნეტში).



ეს მზა ბლოკი მაღალხარისხიანი კომპონენტებითაა აწყობილი: ორენჯ დროპის კონდენსატორები და ბარნსის push/pill გრძელყელიანი 500 კილოომიანი პოტენციომეტრები, ერთმანეთთან შეერთებულია ვინტეჯ-ტიპის ნაჭრით იზოლირებული კაბელებით. გიტარაზე ნახვრეტების დიამეტრმა მოითხოვა გაფართოება, მაგრამ მარტივად, წვრილი ქლიბით მოხერხდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის კომუტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ პიკაპებს 4 წვერიანი (პლუს დამიწება) სადენი აქვს (!). ერთი ნიუანსიც: საერთოდ, ჰამბაკერებზე რეკომენდირებულია .047-იანი კონდენსატორების დაყენება (ეს სეიმორ დუნკანის საიტზეც მითითებულია), თუმცა, ჩემს ეგზემპლარს რატომღაც .47-იანები ეყენია. მივწერე სერვისს, რაღაცას ურევთთქო და მიპასუხეს, გადავამოწმეთ და ეგ უნდა იყოს ზუსტადდ, მაგრამ მზად ვართ, დავიბრუნოთო. გიტარაში უკვე ჩაყენებული მქონდა და ისედაც, დაბრუნებით არ დავაბრუნებდი, თანაც, მაქვს კარგი შესამამისი მოცულობის კონდენსატორები, მაგრამ არ გამომიცვლია, დავტოვე რაც ეყენა. შედეგი ისაა, რომ ტონის დაწევისას, სიგნალს გაცილებით ნაკლებად ეჭრება მაღალი სიხშირეები (მეტი პრინციპში არც მჭირდება მგონი). ვინაიდან ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს რაცაა, ჯერჯერობით თავს არ ვიტკიებ.
რამდენადმე რთული იყო პიკაპების წვერების სათითაოდ მიპაიკება შესაბამის წვრილ წვერებზე, თუმცა ყველაფერი მოხერხდა:



რის შემდეგაც, ყველაფრის აწყობაა საჭირო:




შედეგად, გიტარის ხმა ძალიან სუფთაა და ტოლს არ დაუდებს ტოპ კლასის ინსტრუმენტებს. თავისთავად, ფონის ნატამალი აღარ აქვს, მაღალვიხოდიანი ბრიჯის გამო კი მძიმე რიფებზეც ღირსეულად იქცევა.


გაგრძელება იქნება... მესამე ნაწილს დავწერ ბრიჯის, ნატისა და კოლკების შეცვლის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Jan 9 2015, 02:41 PM
Post #108


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



ვაააააა მაგარი დონე გამოგსვლია 😀 მოუთმენლად ველოდები შემდეგ პოსტს


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jan 19 2015, 07:31 PM
Post #109


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



მართლა მაგარი რამე დადგა. კოლკები ჯერ არ მიყიდია და ამიტომ დანარჩენ აბგრეიდსაც ჯერ არ ვაკეთებ, მაგრამ მანამდე რამდენიმე აუდიო დემო. პირველი სეიმორ დუნკანის JB-ა ბრიჯში, Coil Split რეჟიმით, ანუ სინგლ კოილი, ქლინი (სოლოზეც და რიტმზეც). მეორე, იგივე პიკაპი, ჰამბაკერ რეჟიმში, მაღალ გეინზე (ცოტა მერე ნეკ პიკაპის დემოსაც ჩავწერ).



https://soundcloud.com/badagon/jb-single-test


https://soundcloud.com/badagon/jb-test-hi-gain
Go to the top of the page
 
+Quote Post
slim
post Jan 31 2015, 11:33 AM
Post #110


შინაური
*****

Group: ადმინისტრაცია
Posts: 6,794
Joined: 21-February 09
Member No.: 9
ჩემს შესახებ: მუსიკა ჩემი პროფესიაა
ინსტრუმენტი: Kramer Striker



მშვენიერია, jb/jazz უყენია ხო?


--------------------
DS-1 როდის მერე გახდა ანალოგი © era-schuldiner
Go to the top of the page
 
+Quote Post
Badagon
post Jan 31 2015, 07:21 PM
Post #111


ჩვენებური
****

Group: ფორუმელები
Posts: 436
Joined: 8-August 11
Member No.: 15,729
ჩემს შესახებ: მოყვარული მუსიკოსი
ინსტრუმენტი: Jacksons and Ibanez with Seymour Duncans.



კი, ეგ სეტია

http://s1.postimg.org/9z5hwgm4f/image.png
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 Pages V  « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 18th June 2018 - 10:00 AM